რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, ე.წ. გარე მტრები ჯო ბაიდენს პატივს არ სცემენ.
„ჩვენ გვყავს გარე მტრები: ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა სინამდვილეში ისინი არ იქნებოდნენ მტრები, თუ ჩვენ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ჩვენ რომ ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, მათთან ერთად დიდ საქმეებს გააკეთებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.