ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს არაფერი აქვს დასაკარგი და მერვედფინალში ესპანეთთან აღფრთოვანებით ითამაშებს.
„ამაყი ვარ, აგრეთვე ძალიან გაოცებულიც, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა არ ველოდი სამჯერ ასეთ კარგ თამაშს. ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. არაფერი გვაქვს დასაკარგი, მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთან. არაფრის მეშინია. ისეთი თამაშის წარმოჩენა რომც ვერ შევძლოთ, როგორიც პორტუგალიასთან იყო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“,- აღნიშნა სანიოლიმ.