ქართული ფეხბურთის შემდეგ, მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის დაწესებული ჯილდო. „ბიბისი“-ს, „როიტერ“-ის, „ბილდი“-ს შემდეგ „ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ დებიუტანტი საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის, უპრეცედენტო პრიზს მიიღებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.