გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებმაც ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.
„რა შუაშია აქ წითლიძე და ბეჟაშვილი? ოჰ, რას ამბობთ! სხვები მაგას არ იკადრებდნენ! „ნაცმოძში“ სულ რამდენიმე ადამიანი მეგულება, რომლებიც ყველაფერს არ იკადრებენ. მაგრამ, უმეტესობა ფერმის ღორი არ იკადრებს, რასაც ეგენი ხელს მოაწერენ. ეს მათი პოზიცია (პარტიული), ყველა მიწიერ ენაზე უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს, ყველამ რომ იცოდეს თუ რა შავ და ქვეყნის საზიანო ჭირთან გვაქვს საქმე“, - წერს გამსახურდია.