ირაკლი კობახიძე: სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას

ირაკლი კობახიძე: სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას

სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის განმარტების თხოვნას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

„რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყანასთან სტრატეგიული. რეალურად, სადაც ჩვენთვის აქვს სტრატეგიული პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, იქ ვცდილობთ, რომ დავდოთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები. აქედან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას,"- განაცხადა პრემიერმა.