ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა, ექვსივე გვირაბის მშენებლობა.
„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.