The Guardian: ბაიდენის გამოსვლამ დებატებზე დემოკრატები პანიკაში ჩააგდო

The Guardian: ბაიდენის გამოსვლამ დებატებზე დემოკრატები პანიკაში ჩააგდო

The Guardian-ი და მისი ექსპერტები ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს აფასებენ. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ხელმძღვანელის გამოსვლა იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ დემოკრატები მისი კანდიდატურის მოხსნაზეც კი ფიქრობენ.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ პარტიის წესდების თანახმად ეს ძალიან რთული იქნება, თუ დემოკრატების ხელმძღვანელობა აგვისტოში დაგეგმილ კონვენციაზე წესებს არ შეცვლის.

„ის ფაქტი, რომ ლიბერალურმა ქსელმა საერთოდ წამოსწია კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია მეორე ვადაზე წასული მოქმედი პრეზიდენტის ჩანაცვლება მას შემდეგ, რაც მან პარტიის ნომინაცია მოიგო, აჩვენებს, რამდენად უჭირთ დემოკრატებს დებატების შემდეგ იმის დადასტურება, რომ ბაიდენს ქვეყნის მართვა შეუძლია. ბერი სვამს კითხვას - უნდა დაიწყოს თუ არა პარტიამ სერიოზულად მსჯელობა იმაზე თუ კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება“, - აღნიშნავენ გამოცემაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ შემდეგი დებატები მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტს შორის 75 დღის შემდეგ გაიმართება, ამიტომ „ბაიდენის გამოსვლა სავარაუდოდ ხალხის გონებაში დიდი ხნით დარჩება“.

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები 27 ივნისს, ატლანტაში გაიმართა.