დონალდ ტრამპი: არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ ვაპირებდი, ვიდრე არ ვნახე, როგორ საშინლად ასრულებდა ბაიდენი სამუშაოს, ის ანადგურებს ქვეყანას

დონალდ ტრამპი: არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ ვაპირებდი, ვიდრე არ ვნახე, როგორ საშინლად ასრულებდა ბაიდენი სამუშაოს, ის ანადგურებს ქვეყანას

თუ სამართლიანი და კანონიერი, კარგი არჩევნები იქნება, რა თქმა უნდა, მივიღებდი მას. თაღლითობა და სხვა ყველაფერი სასაცილო იყო. ჩემთვის ამის გაკეთება ბევრად მარტივი იქნებოდა, – ამის შესახებ ტელედებატებისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – „აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს?“.

„საერთოდ არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე არ ვნახე, როგორ საშინლად ასრულებდა სამუშაოს. ის ანადგურებს ქვეყანას. მოხარული ვიქნებოდი სადმე სხვაგან, სასიამოვნო გარემოში ყოფნით. არ იქნებოდა, არავითარი ბრალდებები, პოლიტიკური ოპონირება, რადგან მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასე გაიმარჯვებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამან გაზარდა ჩემი რიცხვები ძალიან მაღალ დონემდე, რადგან ხალხს ესმის ეს“, – განაცხადა ტრამპმა.