ისრაელი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, „ჰამასია“, რეალურად კი, ეს ისრაელია და უნდა მისცეთ ამის გაგრძელებისა და სამუშაოს დასრულების საშუალება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯობაიდენთან, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატებისას განაცხადა.
„ჯო ბაიდენს კი ამის გაკეთება არ სურს. ის პალესტინელს დაემსგავსა, მაგრამ ის არ უყვართ, რადგან ცუდი პალესტინელია. ის სუსტია“, – აღნიშნა ტრამპმა.
წამყვანის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ტრამპის ამბობს – „ვნახოთ“.