„უნდა ვიქონიოთ იმედი რომ ბაქო და მისი მცხოვრებნი გადარჩებიან დარბევას“

„უნდა ვიქონიოთ იმედი რომ ბაქო და მისი მცხოვრებნი გადარჩებიან დარბევას“

უკანასკნელათ მიღებული ცნობები ბაქოს აღების შესახებ რომ გამართლდეს, კიდეც ბაქოს ტრაღედია  ამით დასრულებულად არ ჩაითვლება.

დაწვრილებით არ ვიცით თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან ამჟამად ბაქოს მცხოვრებნი, ვინ არის მისი შინაური ცხოვრების გამგე, როგორია წესრიგი ან ვინ იცავს მას.

იმედი უნდა ვიქონიოთ ქალაქი და მისი მცხოვრებნი გადარჩებიან დარბევას და შურისძიებას. ბაქოს ბედით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული გერმანია, რომელიც არ დაახანებს თავის ყურადღების მიქცევას ბაქოს ვითარებისკენ.

მოსალოდნელია ახლო მომავალში მიმოსვლის აღდგენა ბაქოსა და საქართველოს შუა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთოთ ჩვენი მდგომარეობისთვის. კერძოთ ეს შეამსუბუქებს იქ მომწყვდეულ 10-15 ათასამდე ქართველის მდგომარეობას, რომელიც დღეს პირდაპირ აუტანელია. მათ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ ყურადღება.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას