„გახარია „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს“ - რატომ ამბობს უარს გახარიას პარტია ერთიან სიასა და კოალიციის შექმნაზე?!

„გახარია „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს“ - რატომ ამბობს უარს გახარიას პარტია ერთიან სიასა და კოალიციის შექმნაზე?!

პარტია გახარია საქართველოსთვის ყველანაირ გაერთიანებასა და ერთიანი სიების შექმნაზე ამბობს უარს და მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სხვა პარტიებსგან გამოყოფა, უფრო სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და მსგავსი ნაბიჯი მას მეტ წარმატებას მოუტანს, ვიდრე რომელიმე, ოპოზიციური პარტიის ქოლგის ქვეშ ყოფნა. თუმცა, ექსპერტების გარკვეული ნაწილის პროგნოზი საკმაოდ დამაფიქრებელია - ამ შემთხვევაში, გახარიას პარტიამ შესაძლოა, 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს.

ანალიტიკოსი ზაა ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა პარტიებისგან გამოცალკევება, ლოგიკური და უფრო მომგებიანია. თუმცა, მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებზე გახარია საქართველოსთვის“ პარტიამ შესაძლოა, მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს, რაც დაახლოებით, პარლამენტში 4-5 მანდატის მიღებას გულისხმობს. მისი შეფასებით, გახარიას პარტიას შეეძლო ლელოსთან გაერთიანება, მაგრამ პარტიის წევრებმა ეს არ მოისურვეს.

თუ ბოლო სოციოლოგიურ გამოკითხვებს და პარტიულ რეიტინგებს გავითვალისწინებთ, გახარიას პარტიის პოლიტიკური წონა არ არის მაღალი - მისი მხარდაჭერა 2-3%- შორის მერყეობდა. თანაც, ბოლო პერიოდში, გახარიას პარტიიდან მნიშვნელოვანი მოქმედებები და მოძრაობები არ გვახსოვს, რომ ამას რაღაც ელექტორალური მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა, ვნახოთ, არჩევნების წინ რა მოხდება.

როგორც ვიცი, ის ძირითადად მის მშობლიურ სამეგრელოში ცდილობს ამ ელექტორალური რესურსის დაგროვებას, რადგან იქ იცნობენ და უფრო პოპულარულია. ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტით, მან შესაძლოა, 5%-იანი ბარიერი გადალახოს და პარლამენტში 4-5 მანდანტი აიღოს. გახარიას და მის პარტიას რომ სდომოდათ კონკრეტულ პოლიტიკური პარტიებთან გაერთიანება, ამის შესაძლობა მათ ჰქონდათ. ცალკეული ექსპერტები მათ მოუწოდებდნენ, რომ პარტია ლელოსთან გაერთიანებაზე ეფიქრათ.

მათ ასევე ჰქონდა შანსი, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიაზე მოეწერათ ხელი, მაგრამ გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლა ამჯობინეს, რომ შეინარჩუნონ თავიანთი პარტიული და პოლიტიკური იდენტობა საზოგადოების გარკვეული სეგმენტის თვალში, არ აითქვიფონ იმ პარტიებში, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში მოიაზრებიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი თუ ირიბი სატელიტები - ამასთან, შეინარჩუნონ პარტიული ხელწერა და სახე.

პოლიტ-ტექნოლოგიურად, ეს შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში გარამრთლებულიც იყოს, მაგრამ არ ვიცით რეალური მონაცემები ამ დროისთვის, თუ როგორია გახარიას და მისი პარტიის ელექტორალური ბაზა. შორსმავალი პერსპექტივიდან გამომდინარე, ის, რომ მათ არ მოიუსვეს სხვა პარტიებთან გაერთიანება, სწორად მეჩვენება, - განცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პარტიის მიერ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ამ პარტიამ მოისურვა არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, რაც ამ ეტაპზე, არცთუ ისე მომგებიანია. მისი თქმით, გახარია საქართველოსთვის მსგავსი დამოკიდებულება აჩენს ეჭვს, რომ ის ქართული ოცნების თამაშს თამაშობს და პოლიტიკურ ხმებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს ატანს.

გახარია არის 5%-ის ზღვარზე და მარტო მას და ლელოს შორის იქნება კონკურენცია. თუ ლელო შეძლებს და მიიზიდავს დანარჩენ წვრილ პარტიებს, გახარია, უბრალოდ, ჩაიძირება. თუ უნდა, რომ ქართულ ოცნებას გაატანოს ხმები, ეს შეუძლია, მაგრამ სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს. დღეს გახარიას არანაირი შანსი არ აქვს, რომ მან დამოუკიდებლად გადალახოს 5%-იანი ბარიერი.

არ არის რთული, ამ ეტაპზე მაინც, გააკეთონ ლელოსთან და დანარჩენ, არანაციონალურ პარტიებთან ერთა კოალიცია და შემდეგ, როდესაც დაამარცხებენ ქართულ ოცნებას და რაღაც ფორმას მიიღეს ხელისუფლება, ისაუბრონ საპარლამენტო მმართველობის და რიგგარეშე არჩევნების პროცედურის შექმნაზე, რაზეც ზურაბიშვილი თავის ქარტიაში ლაპარაკობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ გახარია თამაშობს ქართული ოცნების თამაშს.

ახლა შეიძლება მას ჰგონია, რომ თეთრ ცხენზე ზის, მაგრამ ეს ასე მარტივად არ არის - ცოტა ხელის წაშველება უნდა ქართული ოცნებიდან, რომ ბორტს მიღმა დატოვონ და ამ შემთხვევაში, ის პროცენტი, რასაც აიღებს, წავა პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალა ქართულ ოცნებასთან. ასეთ გაერთიანებას, რაზეც ვისაუბრე, ექნება იმის შანსი, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს პარტიებს შორის, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

Gami პარტიას უნდა ერქვას " საქართველო გახარიასთვის" --- ბანძები! ამ მაჩვ-ძაბირაძეს კი, უპოვეთ ვინმე "წართული ოცნების" დამმარცხებელი, თორემ შეიშალა ჭიანი კაკალი კაცი.
5 თვის უკან
მერაბ.g პითაგორა ანჯაფარიძეს, 5% 8 მანდატია! დანარჩენებს: ზაბირაძე რაც გამჭვირვალობის კანონი მიიღეს და მისი შემოსავლები გამომზეურების პირასაა, რას როსავს, თვითონაც არ იცის!
მევახშე და მებაჟე ღმერთს არ უყვარს და ხალხი მისცემს ხმას? ლელო უკვე ჩასვრილია! გახარია უპრობლემოდ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ჩაჯვი-მელიასაც უკან მოიტოვებს!
5 თვის უკან