ოპოზიცია და ოპოზიციური მედიები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას სანქციები ახლა ეროკავშირისგან ელოდება. მათი თქმით, შესაძლოა, ეს პერსონალური სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ფინანსური დახმარების შეწყვეტა იყოს.
მათი მტკიცებით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერაბაზე არჩევნებამდე და იმ დახმარებების გაყინვაზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს. შესაძლოა, საფრთხე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებსაც დაემუქროს, რომელიც, წესით. ამა წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს.
„ქართულ ოცნებაში“ კი სანქციების არ სჯერათ. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ სანქციები მათ წინააღმდეგ არც ამერიკას დაუწესებია და არც ევროკავშირიდან ელოდებიან ცუდ ამბებს. ისინი ამის მტკიცებულებად დეპუტატ რატი იონათამიშვილის ამერიკაში ვიზიტს ასახელებენ, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. ამერიკაში იყვნენ იმ მუნიციპალიტეტის მერები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ მხარს ღიად უჭერენ. მაშ, რა სანქციებზეა საუბარი და არსებობს თუ არა ის ბუნებაში რეალურად?
„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა“, - ასე უპასუხა ამ თემაზე დასმულ კითხვას დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება.
„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება, კიდევ უფრო მეგობრული გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია, ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს გზა არის შეუქცევადი, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, პრობლემების შექმნის მცდელობა, ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით“, - აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: „თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირში ახლა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, საკმაოდ კომპლექსური სიტუაციაა. აბაშიძე აცხადებს, რომ გასაგებია აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებას ისევ იგივე აქტორები გაუძღვებიან, მაგრამ ევროპარლამენტში საკმაოდ მრავალფეროვანი შემადგენლობაა. ამიტომ ევროკავშირის ლიდერთა დონეზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნები ჰყავს, რომლებსაც ამ სანქციებს დაბლოკვა შეუძლიათ.
„უნგრეთი, სლოვაკეთი და ასევე რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულიად სხვა განწყობით არის. ისინი ფიქრობენ და ამაზე ღიადაც საუბრობემ, რომ ეს არის სუვერენიტეტული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. საჯარო განცახდებებიდან იკვეთება კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ სანქციებს მხარს არ დაუჭერს, კულუარულად კი რა ხდება, ეს სხვა საკითხია. უფრო მეტი ითქმება და უფრო მკაფიო დაპირისპირებაა საქართველოსთან დაკავშირებით.
ეს არის ოპოზიციის ნარატივი და მათთვის შემოტანილი ილუზიური სანქციები, რომლითაც საკუთარი ამომრჩევლის გამოკვებას ცდილობენ. თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები იმ ქართველ კანონმდებლებზე დააწესა, რომლებმაც „გამჭვირვალობის კანონს“ მხარი დაუჭირეს, როგორ და რანაირად გაემგზავრა მაშინ ეს ხალხი ამერიკაში? ფაქტი სახეზეა, რომ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი, რომელმაც ამ კანონს მხარი დაუჭირა, ამერიკაში ჩვეულებრივად იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. ასევე, ამერიკაში იმყოფებოდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იყვნენ. ეს ადამიანები კი გამჭვირვალობის კანონს მხარს ღიად უჭერენ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, გარკვეულწილად, ადგილი აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გამოგონილი სანქციები. რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქაც საქმე მხოლოდ პოლიტიკურ მანიპულაციებთან გვაქვს.
„არ არის გამორიცხული, ევროკავშირი წავიდეს იმაზე, რომ დეპუტატებს, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს დაასანქცირონ. ანუ უვიზო მიმოსვლის პრობლემა შეექმნათ. თუმცა, ამასც როგორც ავხსენი, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება. ხოლო თუ ისიც იკადრეს, რომ ვიზალიბერალიზაციას შეეხნენ და საქართველოს მოსახლეობას ევროპაში გადაადგილებაზე პრობლემები შეუქმნეს, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ისინი საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყანაში პროცესების არევას მხარს უჭერენ.
ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციებზე იდგნენ. აქ არის აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი სურათი, რადგან ევროკავშირში ცალკეულ ქვეყნებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. თუ ევროკავშირი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ფართო სახის სანქციებს შეიმუშავებს, ეს იქნება სიგნალი, რომ პატარა ქვეყანას ომი ნაცრადიკალების გამო გამოუცხადეს“, - ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირი თუკი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტს შეიმუშავებს, მის ასამოქმედებლად 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ საქართველოს მომხრე ქვეყნების რიცხვი, დიდი ალბათობით, გაზრდილია. ამიტომ, ეს თემა საინტერესო იმ მხრივაც არის, რომ რეალურად გავიგებთ უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა საქართველოს რომელი ახალი მოკავშირე ქვეყნები ეყოლება.
„თუ ადრე მყარად შეგვეძლო გვესაუბრა სლოვაკეთის და უნგრეთის მოკავშირეობაზე, ახლა ასეთი ქვეყნების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იმავე სლოვაკეთში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, რადგან სლოვაკეთის ახლად არჩეული პრეზიდენტიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსგავსი პოლიტიკის გამტარებელია. თუმცა, ამ დაშინების პოლიტიკის გულწრფელად არ მესმის, რადგან ვერავინ ვერ გაიგო რა ტიპის სანქციები იქნა საქართველოს მიმართ შემოღებული, როცა ვინ დაასანქცირეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარს ამბობენ.
ამავდროულად, ამ კანონის მხარდამჭერი ჩვენი სხვადასხვა ქალაქის მერების ვიზიტი ვნახეთ ამერიკაში. როგორ გაემგზავრნენ კალიფორნიაში კონფერენციაზე დასასწრებად ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. მე მგონი მხოლოდ წალენჯიხის ნაციონალი მერი არ იყო მარტო, დანარჩენი ყველა იქ იმყოფებოდა. ასევე, ვნახეთ დეპუტატი იონათამიშვილი ამერიკაში როგორ უპრობლემოდ წავიდა, რომელიც კანონის მხარდამჭერი დეპუტატია. მაშ, ვის დაუწესეს სანქციები? ოპოზიცია მოატყუეს მარტო, რომ გული მოეფხანათ თუ რაშია საქმე? დღემდე ვერავინ ვერ გაერკვია. ამიტომ ევროკავშირის მხრიდან წამოსულ მუქარასაც მგონია იგივე დატვირთვა აქვს“, -ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ევროკავშირის სახელით რა ტიპის სანქციებიც არ უნდა შემოიტანონ, არაფერს არც წონა და არც ფასი არ ექნება. თუკი ქვეყნის სუვერენიტეტი და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების გატარება დასჯადია, მაშინ ასეთ ორგანიზაციაში ქვეყანას რა ესაქმება?!
-ახლა ტყუის ამერიკა, როცა არ ასაჯაროებს კანონზე აპელირებით, თუ მოსამართლეთა სანქცირების გამოქვეყნებისას?
- ამერიკა ერაყს რომ დაესხა თავს, თქვა ქიმიური იარაღი აქვს და იმიტომო; არ აღმოჩნდა ქიმიური იარაღი, სამაგიეროდ გააქვთ და გააქვთ ერაყის ნავთობი? რა იყო ომის მიზეზი?
- ავღანეთში შესულმა აშუშუმ იქაურებს შეპირდა მაგარი ქვეყანა უნდა აგიშენოთო' შექმნა ასო სექტორი, შემდეგ როცა სამარცხვინოდ გამოიქცა, ასოები თალიბანს შეატოვა (თვითმფრინავიდან ცვიოდნან) აასენა ამერიკამ ავღანეთი?
- ს ჰუსეინი ამერიკამ გამოზარდა, კადაფიც, ალ კაიდაც, ჰამაზიც ... მერე ზოგი ჩამოახრჩო, ზოგი ქუჩაში გააუპატიურა და ზოგს ტყვიებს ესვრის; როდის იყო მართალი?
- ამერიკული ჯარებია ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში, პუერტო რიკო და გვატემალა ფაქტიური კოლონიებია მისი; ჩვენ რატომ ბოლომდე არ დაგვიმონა, ძალიან ვუყვარვართ, თუ შორს რომ ვართ იმიტომ?
გუანტანამოში ასობით ადამიანი რომაა არამცთუ განაჩენის, არამედ გამოძიების გარეშეც, რომელი ქვეყნისაა ეს ციხე?
- გერმანიასა და იაპონიაში (არ ვამბობით ათობით პატარა ქვეყანაზე) რომელი ქვეყნის საოლუპაციო ჯარია დღემდე? ვისი სამხედრო ბაზაა რამშტეინი გერმანიაში? ....
.......