ვინ საუბრობს საქართველოს სახელით მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და რამდენად რეალურია რუსულ-ქართულ მედიებში ამაზე გავრცელებული ინფორმაცია? როგორ დაემთხვა დროში ქართულ ოპოზიციურ მედიაში და პროკრემლისტურ ტელეარხზე ამ ინფორმაციის გავცელება და ვინ არის ის წყარო, რომელიც ორივე მათგანს ამ ინფორმაციას აწვდის?
ინფორმაცია ჯერ ოპოზიციურ ტელეარხ „მთავარის“ მიერ, 11 ივნისს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელსაც მეორე დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროკრემლისტური ტელეგრამ-არხის - BRIEF-ის ანალოგიური შინაარსის ცნობაც მოჰყვა: „საქართველოსა და რუსეთში ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია“, - განუცხადეს BRIEF-ს თბილისში შვეიცარიის საელჩოში, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს.
რუსეთის საგარეო უწყებაში კი ცრუს უწოდებენ ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ემზადებოდნენ, თუმცა დუმაში ამბობენ, რომ რატომაც არა, თუკი მხარეები ამაზე შეთანხმდებიან, ცუდი არ იქნება. მთავარი დათქმა ასეთია: მოსკოვი არ გაიწვევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
12 ივნისს, - მას შემდეგ, რაც ქართულ მედიასა და რუსულ ტელეგრამარხებზე გაჩნდა ცნობები, თითქოს ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას განიხილავს, მეტიც, მუშაობს კიდეც საამისოდ, ორივე მხარემ ეს ინფორმაცია უარყვო.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა: „დიპურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია, თუმცა ღიად რჩება მთავარი კითხვა - გაითვალისწინებს თუ არა თბილისი იმას, რაც დღემდე დიპურთიერთობების აღდგენისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს“…
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გამორიცხულია „ქართულმა ოცებამ“ ეს ნაბიჯი გადადგას და მოსკოვთან დიპლომატიური ურთერთობები აღადგინოს. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, სურს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ამაზე ღიადაც საუბრობენ, თუმცა ხელისუფლება რომ ამაზე წავიდეს, იმაზე მძიმე სურათს მიიღებს ქეყანაში, ვიდრე კანონთან დაკავშირებული აქციები იყო.
„მე ეს ყველაფერი მაინც წიანასაარჩევნოდ შემოტანილი მგონია, რადგან ამით რაღაცების გადაფარვა მოხდეს. სადისკუსიო თემად იყოს, რომელიც რეალობასთან არაფერ კავშირში არ არის. ეს თემა არჩევნების შემდეგ ისევე გაქრება, როგორც „გარეჯი საქართველოა“ . დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამაზე არ წავა. კრემლს, ფაქტია, უნდა და აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე ეს მოხდეს და თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი დაიწყოს.
ხელისუფლება ათვიცნობიერებს, რომ ეს იქნება მისი განაჩენი. კანონთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, მონაგონი იქნება. არც ასეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ამაზე წავიდნენ. თავად „ოცნებას“ აქვს ნათქვამი, რომ სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია და აღიარებულია დე ფაქტო სახელმწიფოებად, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობის აღდეგნა არ მოხდება. ამას თუ გააკეთებს, მაშინ გამოდის, რომ არაღიარების პოლიტიკას საერთოდ საფრთხე შეექმნება. გამოვა, რომ ხელისუფლება მათ დამოუკიდებლობას თავად აღიარებს. ამიტომ ეს მედიაში გამოჟონილი ვითომ ინფორმაციები არის ბლეფი, რომელსაც რეალობასთან არა აქვს საერთო“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეს თემა, დიდი ალბათობით, თავად რუსეთის შემოგდებულია, რათა საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის აზრი დატესტონ. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია კრემლის მოკავშირედ და სასარგებლო იდიოტად არის ქცეული, რომელიც ამ ნარატივს საკუთარი ტელეეთერებით ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, ეს თემა შემოტანილია იმ ძალების მიერ, რომელსაც ამაზე საუბარი და დისკუსია აწყობს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების აზრის დატესტვის მცდელობა. არანაირი მოლაპარაკება და კომუნიკაცია არ ხდება კრემლთან, ეს არის მტკნარი სიცრუე. რუსეთის სპეცსამსახურები მელაძეს და მისნაირ ჟურნალისტებს სატყუარას სახით უგდებს ხოლმე ასეთ, ვითომ სანდო წყაროზე დაყრდნობილ ინფორმაციებს, რომელსაც ესენი ავრცელებენ. არადა, რეალურად, რუსებსაც და ჩვენს ოპოზიციასაც ამ თემის აპელირება აწყობთ.
ოპოზიცია ამით ცდილობს ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ჰყავდეს. საზოგადოებაში მოსაზრებას ნერგავს, რომ ვითომ მოსკოვსა და თბილისს შორის რაღაცა ურთიერთობები დაიწყო. საქმე კი ვითომ იქამდეა მისული, რომ აი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდეც კი მივიდნენ. ოპოზიცია ამას სამარცხვინოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, კრემლი კი მათი მეშვეობით ნიადაგს სინჯავს. საქართველოს ხელისუფლებას ნათლად და ღიად აქვს ნათქვამი, რომ სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნება ჩვენი ტერიტორიები, მანამდე არ მოხდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. წინასაარჩევნოდ სწორედ ოპოზიციას აწყობს ამ თემის გარშემო საუბრი და მანიპულაციები“, - ამბობს ქადაგიძე.