„დასავლურ ფირმებს ნაყიდი აქვთ უკრაინის მიწები, ამიტომაც სასამართლოში შეაქვთ სარჩელები, რომ ომში დაღუპული უკრაინელები საკუთარ მიწაზე არ დაასაფლავონ, ვინაიდან ეს მიწები უკვე მათ მიერაა შეძენილი“

„დასავლურ ფირმებს ნაყიდი აქვთ უკრაინის მიწები, ამიტომაც სასამართლოში შეაქვთ სარჩელები, რომ ომში დაღუპული უკრაინელები საკუთარ მიწაზე არ დაასაფლავონ, ვინაიდან ეს მიწები უკვე მათ მიერაა შეძენილი“

უკრაინის მისამართით პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ვლადიმერ ზელენსკისთვის გულის მოსაგები არ აღმოჩნდა. ზელენსკიმ კვლავაც გაიმეორა ადრინდელი ნარატივი და შეეცადა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთისგან გაემიჯნა. სწორედ ამიტომაც აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებს უკრაინა, მოლდოვა, ქართველი ხალხი და ბალკანეთის ქვეყნები.

ზელენსკის მორიგი ქაჯობა, - ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ზელენსკის განცხადებას. მისი თქმით, ზელენსკიმ ხელიდან არ გაუშვა შანსი, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მისწრაფებებისგან განცალკევებულად წარმოეჩინა. ნანა კაკაბაძის აზრით, ზელენსკის უკმაყოფილების მიზეზი ცნობილია, არ ვაგზავნით უკრაინაში ოფიციალურად მებრძოლებს, არ ვაწვდით შეიარაღებას, არ ვათავისუფლებთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, არ ვუწესებთ რუსეთს ინდივიდუალურ სანქციებს და, ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ჩვენი ხელისუფლება დედას არ აგინებს რუსეთს.

როგორც ცნობილია, ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად მყოფმა ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს მზადყოფნაზე ისაუბრა უკრაინის აღდგენის საქმეში. პრემიერისვე თქმით, ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის.

მართალია, უკრაინაში ჯერ კიდევ ომია და რა დროს უკრაინის სწრაფ აღდგენაზეა საუბარი, მაგრამ ასეთი აბსურდული მსჯელობები ევროპისთვის უცხო არ არის.

უკრაინასთან მიმართებით კობახიძის რიტორიკის შემდეგ შეიძლება ვინმეს ეფიქრა, ხომ არ ჯობდა, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები უფრო ადრეც გაკეთებულიყო, რომ ამით აგვეცილებინა ზელენსკების, არახამიების, პოდოლიაკების გამუდმებული თავდასხმები, სააკაშვილის და ნაციონალების ქომაგობა მათი მხრიდან. მით უმეტეს, რომ წინამორბედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს უწუნებდნენ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ირაკლი კობახიძის ახლანდელი რიტორიკა უკრაინასთან მიმართებით ვერაგი, პუტინისტური, კრემლური განაცხადია, რადგან უკრაინის მხარდამჭერი ხმამაღალი განცხადება ეს ხომ რუსული ოცნებაა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას მიიჩნევს, რომ კობახიძის განცხადებების მიუხედავად, არაფერი არ შეიცვლება. ზელენსკების და არახამიების მხრიდან თავდასხმებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ, რადგან ვინმეს ხომ არ ჰგონია, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს ზელენსკი და ძმანი მისნი აკეთებენ თავიანთი ნებით, ამ განცხადებებს ისინი აკეთებენ ოკეანის გაღმელი გლობალური ომის პარტიის დავალებით. ქართული მხარე კი აკეთებს იმას, რაც რეალპოლიტიკაა.

კობახიძემ და ჩვენმა ხელისუფლებამ იუველირული სიზუსტით გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ანუ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით იქ, სადაც დღეს არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ამით ყველაფერია ნათქვამი როგორც პოლიტიკურად, ისე დიპლომატიურად. ახლა ზელენსკის და არახამიას ვინმე თვლის რაიმედ? კარგი სიტყვაა შესტიორკა, ესენი მხოლოდ ამბის მიმტან-მომტანები არიან. უბრალოდ, კობახიძის განცხადებები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრისთვის, მსოფლიო პოლიტიკური აზრისა და იმ სიტუაციისთვის, რომელიც ევროპაში იცვლება. სახარება გვამცნობს, ილოცე შენი მტრისთვის. ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ამ პრინციპით ვცხოვრობთ, გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი თვისი, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მატერიალურად და განცხადებების დონეზე უკვე დავეხმარეთ უკრაინელებს, უკრაინელი ხალხი ხედავს ამას, მაგრამ არა უკრაინის ხელისუფლება.

ედიშერ გვენეტაძე ინტერესდება, რა უნდა მოვთხოვოთ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც იცის, რაც ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე. ამას წინათ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი და თქვა, რუსეთს როგორ უნდა დავუთმოთ უკრაინა, რომელსაც 12 ტრილიონის წიაღისეული აქვსო. ასეთ განცხადებებს როცა აკეთებს ამერიკელი მაღალჩინოსანი, ამის შემდეგ რა შეიძლება ითქვას ზელენსკიზე, არახამიაზე, პოდოლიაკებზე და მათნაირ ნაგვებზე, რომლებმაც გროშებზე გაყიდეს უკრაინელი ხალხის ინტერესები. ისე მიდის საქმე, რომ დასავლურ უამრავ ფირმებს ნაყიდი აქვთ უკრაინის მიწები და პროტესტს აცხადებენ და სასამართლოში შეაქვთ სარჩელები, რომ ომში დაღუპული უკრაინელები საკუთარ უკრაინულ მიწაზე არ დაასაფლავონ, ვინაიდან ეს მიწები უკვე მათ მიერაა შეძენილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინასთან მიმართებით ღარიბაშვილის მიერ თავის დროზე გამოვლენილი სიხისტე სწორი არ იყო. შეიძლებოდა, უფრო დიპლომატიური, მოზომილიც ყოფილიყო ქვეყნის ლიდერი. თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომ შეიძლება ქართულმა მხარემ ჩათვალა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოში გადატრიალების პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება საჯაროდ უკაინასთან არც-თუ ისე შერბილებული ტონი იქნებოდა. შეიძლება ეს იყოს გამართლება მკაცრი ტონისა, რაც ცალკეულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამოავლინეს უკრაინასთან მიმართებით. თუმცა მკაცრი ტონი მაინც გარკვეულ პრობლემებს აჩენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

არ ველი, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უფრო რბილი გახდება საქართველოსთან მიმართებით. ზელენსკის და მის თანამოაზრეთა მოტივი ძალიან მატერიალური, პრაქტიკული იყო. მათ სურდათ, მეორე ფრონტი საქართველოში გახსნილიყო, რაც მათ მდგომარეობაში სრულიად გასაგები სურვილია, რადგან რაც მეტი ფრონტი იქნება რუსეთის გარშემო, მათთვის ბრძოლა უფრო გაიოლდება, ასევე, მათი სურვილია, მოლდოვამ გახსნას მეორე ფრონტი, შეიძლება ახლა გაუარათ ამ სურვილმა, მაგრამ იმ ეტაპზე ასეთი სურვილი ნამდვილად ჰქონდათ. საერთოდ, პოლიტიკოსების შეფასების დროს მსჯელობენ ხოლმე, რამდენად დიპლომატიური ენით საუბრობს ცალკეული პოლიტიკოსი. დიპლომატიური ენა სწორედ ის ენაა, რომელიც მაქსიმალურად ფრთხილია და ცდილობს ნაკლები სირთულეები შექმნას. მაგალითად, ამერიკამ ბევრი სირთულე შეუქმნა ევროპას იმით, რომ თვითონ აქტიურად ჩაერთო უკრაინის ომში და მერე მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, ანალოგიური ნაბიჯები მათაც გადაედგათ იარაღის მიწოდებისა თუ სხვა თვალსაზრისით. არც ერთ ამ შემთხვევაში, ამერიკას ევროპასთან მიმართებით ცუდი სიტყვა არ დასცდენია, ანუ დიპლომატიური ენა არ დაირღვა, ოღონდ ისეთი ნაბიჯები გადადგა ამერიკამ, რომელმაც პრობლემა უფრო მოუტანა ევროპას, ვიდრე ხეირი. ასე რომ, ყოველთვის შეიძლება რბილი ენა შეირჩეს, მაშინაც კი, როცა აპირებ, რომ პოლიტიკა არ იყოს რბილი, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 

მერაბ.g 3 ამერიკულ ფირმას ნაყიდი აქვს დაახლოებით საქართველოს ფართობის ყველაზე შავმიწანიადაგიანი ზოლი; უფრო დასავლეთით 20 ათასი კვ მეტრი იყიდეს რადიაციული ნარჩენების დასამარხად ... ახლა ის მილიარდები ვალად ... დაღუპული ასი ათასები ... დანგრეული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ... ხალხს რა ვალი და სიდუხჭირე? გარეშეს ეს არ ადარდებს, მაგრამ ხალხი ყველაფერ ამას გაიაზრებს და მიადგება ზელენსკის და მის ხროვას!
5 თვის უკან
amo 3 ამერიკულ ფირმას, უ კ რ ა ი ნ ა შ ი, ნაყიდი აქვს . . .
5 თვის უკან
ლაზი ზელენსკი, არახამია და მთელი მათი მხარდამჭერები კი ცდილობენ, საქართველოს მთავრობა გამიჯნონ ქართველი ხალხისაგან, მაგრამ ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება და მალე დაინახავს, ვინ არის გამიჯნული ხალხისაგან.
მაგათ საქართველო სათადარიგო თავშესაფრად უნდათ, თანაც თანამდებობებზეც ექნებათ პრეტენზია და ამიტომ ცდილობენ აქ, მათი ნაჩინოვნიკარალი და დავალებული ელიტა ყავდეთ ხელისუფლოებაში.
5 თვის უკან