პიტერ ჯექსონი „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყაროს მოტივებზე შექმნილ ანიმეზე მუშაობს

პიტერ ჯექსონი „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყაროს მოტივებზე შექმნილ ანიმეზე მუშაობს

„ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი პიტერ ჯექსონი და ტრილოგიის სცენარისტი ფრენ უოლში ჯონ ტოლკინის სამყაროს მიხედვით შექმნილ ანიმეზე მუშაობენ. ამის შესახებ Screen Daily წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმების ომი“ რეჟისორ კენძი კამიამას სრულმეტრაჟიანი ანიმეა, რომლისთვისაც სცენარი ფიბი გიტინსმა და არტი პაპაგეორგიუმ ტოლკინის ნაწარმოებზე დაყრდნობით დაწერეს.

„როჰირიმების ომის“ მოქმედებები ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე 183 წლით ადრე ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში როჰანის მეფის ქალიშვილი ჰერა იქნება, რომელიც მამასთან ერთად სამეფოს მტრის ჯარისგან იცავს.

ჯექსონი და უოლში პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი პროცესში თავიდანვე მუშაობდნენ, თუმცა თავდაპირველად მათი ჩართულობის შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა.

რამდენიმე დღის წინ სტუდიამ Warner Bros. ანიმეს პირველი კადრებიც გამოაქვეყნა. ანიმეს პრემია დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.