პეტრიაშვილი და სანიკიძე საქართველოს წინააღმდეგ

პეტრიაშვილი და სანიკიძე საქართველოს წინააღმდეგ

რადიკალურმა ოპოზიციამ სახელმწიფოს წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტი გახსნა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ სჯობს ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, დროებით, არჩევნებამდე შეუჩეროს და არ დაელოდოს არჩევნების ჩატარებას, რათა თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული და აცნობიერებდეს, რომ ხელისუფლების ბოროტმოქმედების გამო ისჯება და ზარალდება.

პეტრიაშვილის შემდეგ პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა გუბაზ სანიკიძე, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელების გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებიან სამსახურებიდან და მეტიც, პირდება, რომ აუცილებლად დასჯილი იქნებიან შემდეგი ხელისუფლების მიერ. მეტიც, სანიკიძე აქვე აანონსებს, რომ ჩამოერთმევათ ქონება, კარ-მიდამო და არავინ მისცემენ იმის საშუალებას, ამტკიცონ, საიდან იშოვეს ფული. აი, ასეთია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელსაც პეტრიაშვილი-სანიკიძე ახმოვანებენ.

ის, რომ ოპოზიციას ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, ამის შესახებ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, ოპოზიცია ბრიუსელში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ როგორმე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ოპოზიცია საქართველოში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ცდილობს.

„საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ქვეყანას მტრობენ. ვიზის შეჩერება კი არა, ბომბების წვა და ცეცხლი ურჩევნია სხვა გადაწყვეტილებებს. ასეთი ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ არ თავისთვის, ან ხალხისთვის, არამედ გარე ძალებისთვის.

პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა, მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჩვენ საქმე გვაქვს ძალასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართველი ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც სრულად იყო მარიონეტი გარე ძალების, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქსოვილის მოშლა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერის განცხადებით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ. თუმცა, მისი თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი.

გვახსოვს, ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღოო. ზუსტად იგივე ხაზია, ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი პოლიციელი სტრუქტურაში უნდა იყოს, არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს. დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მოხდება სუს-ის და პროკურატურის რეფორმა.

„არაკეთილსინდისიერი პოლიციელი და პროკურორი რეფორმის შემდეგ ვერ უნდა დარჩეს. ბევრ პოლიციელს ვიცნობ, ვინც კეთილსინდისიერი ადამიანი და პოლიციელია, მაგრამ ბევრი პოლიციელია, რომელიც, სამწუხაროდ, ახალგაზრდებზე ძალადობს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი იმსახურებს მხარდაჭერას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციაში ერთადერთი აღმოჩნდა ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომელიც სანიკიძეს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ სანიკიძის განცხადება იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის.

„ვინ ხარ, რომ ემუქრები? საიდან დაადგინე ბრალეულობა? ზოგადად, შენ თვითონ ამბობ, რომ სასამართლო რეფორმა გჭირდება და პოლიტიკოსები სასამართლოს ფუნქციას თავის თავზე არ უნდა იღებდნენ და შენ უკვე გამოუტანე განაჩენი ათასობით ადამიანს? ტელევიზიით? ეს იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ ასეთი განცხადებით“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

 

 

 

amo რაჭველები ვართაო და ტკილად პურსა ვჭამთაო . . .
5 თვის უკან
მერაბ.g ნებისმიერი გეტყვით, როცა გუბაზს ეძინა, მის გვერდით დაჯდომა კი არა გავლა არ უნდოდა არავის, რადგანაც იმ დროს ის არა პირიდან, არამედ სხვა ადგილიდან უშვებდა გაზებს; ახლა დაუგროვდა და მისნაირ მედროვე თარგამაძის ეთერში პირიდან გაუშვა მომწამლავი გაზი! გაზები კი ბოღმით უგროვდება - მილიონები უნდოდა და ვერ იშოვა, ბერდება და ისევ სხვის ტალონებზე და სიაში ჩასმაზეა დამოკიდებული! რაც შეეხება რეპრესიებს, ამის გამკეთებელია ხატიაშვილიც, მელიაც, გვარამიაც, ჩახდილიც, ოღონდ ამას ისინი ასე აშკარად არ ამბობენ!
5 თვის უკან
მერაბ.g პეტრიაშვილი დამავიწყდა - რამოდენიმე წლის თავისი ცოლის ისტორიების გამო რომ სცემეს, ისიც ოცნებამ მოუწყო? იაგო სულ ახლახან პოლიტიკური მოტივით სცემეს თავის ოფისში? ბოკერია ოპოდეპუტატი რომ იყო და თავისი ძველი და ახალი არაკაცობების გამო ვეში ორჯერ ნაცემი შავი სათვალეებით რომ დადიოდა, მასაც ბიძინა სცემდა, თუ ჩერგოს პოკლონნიკები? :)) მფორთხავი პრეზ-ი რომ იყო, რომელი ქვეყნის სახდაცვამ მოტეხა ხელი და რისთვის? მელიამ პ/ეთერის კულისებში არ მისდია გუბაზს და არ ჟეჟა? სანამ ძალა ჰქონდა ლეიბორისტების ოფისში იყო ხოლმე დაკადაკა - შალვა სიაში ჩასმისთვის ფულებს აიღებდა, მერე ნაწილს ვერ სვამდა ...
5 თვის უკან
ლევკოთეა მფორთხავზე არ ვიცი ეგ ისტორია. შეგიძლიათ დაწეროთ?
5 თვის უკან
მერაბ.g ამ გაზის ბალონს კიდევ სძინავს? :)))
5 თვის უკან