„დღესდღეობით ოპოზიცია თანხმდება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით აირჩევენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ რეალობა იცვლება“

„დღესდღეობით ოპოზიცია თანხმდება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით აირჩევენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ რეალობა იცვლება“

დღესდღეობით, ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით აირჩევენ, მაგრამ რა იქნება არჩევნების შემდეგ და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, - ამბობ ანალიტიკოს, ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დასმულ კითხვას -მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატის ირგვლივ კონსენსუსი იქნება, - უპასუხა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება. როორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს და ის პრეზიდენტად მეორე ვადით იქნას არჩეული?

- არაოფიციალურად, სალომე ზურაბიშვილი, მაინც ოპოზიციის ლიდერად ითვლება და შანსი იმისა, რომ მეორე ვადით პრეზიდენტი გახდეს, მას აქვს. თუმცა, ეს არ არის 100%-იანი გარანტია. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ რეალობა იცვლება. დღესდღეობით ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით აირჩევენ, მაგრამ რა იქნება არჩევნების შემდეგ და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - ოპოზიცია შეასრულებს თუ არა დანაპირებს.

ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და როგორც ვიცით, პოლიტიკურ პარტიების გარკვეული ნაწილი ამ დოკუმენტს ხელს აწერს. თქვენი აზრით, რა პერსპქტივა აქვს მას?

- ქარტია არის ერთგვარი ხელშეკრულება, განაცხადი, რას აპირებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუკი ის მოვა ხელისუფლებაში - სხვა ფუნქცია და დანიშნულება მას არ აქვს. ამ ქარტიაში ჩემთვის არის სადავო საკითხები - 6 თვეში რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმების აქტიურად გატარება შეუძლებელია, რაც ქარტიაში წერია. არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ვალდებულებას საკუთარ თავზე არ იღებენ, თუნდაც გახარიას პარტია.

თუ არჩევნების შედეგები ისე დაჯდა, რომ გახარიას მიერ მიღებული მანდატები გახდა ოქროს მანდატი, ანუ გახარია+ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები, მაშინ გახარიას მისი პირობები ექნება როგორც პრეზიდენტთან მიმართებაში, ისე მთავრობასთან. საქმე ასე მარტივად არაა. თუ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები საკმარის რაოდენობას აგროვებენ იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტონ, მაშინ ვითარება სხვანაირი იქნება. ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თქვენი აზრით, რამდენი პროცენტის აღების შანსი აქვს ქართულ ოცნებას? იღებს თუ ვერა 60%-?

- „ქართულ ოცნებას ისედაც არ ჰქონდა 60% - მას 50% მაშინაც კი არ აუღია, როდესაც ის 2012 წელს ზენიტში იყო. საუბარი იმაზე, რომ ის ახლა 60%-ს აიღებს, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა. ქართულ ოცნეას დღეს, დაახლობით, 30%-იანი რეიტინგი აქვს. იტყვიან 60%- და შემდეგ რაღაც მანიპულაციებით 50%- აიღებენ.

თუ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, შესაძლოა, გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ოცნებამ მართლაც მიიღოს 76 მანდატი. ქართულ ოცნებას მხარდაჭერა არ აქვს და ამ კანონის მიღების შემდეგ, ის რეიტინგს კარგავს ძალიან მნიშვნელოვნად. თუმცა, ჯერჯერობით, მაინც ლიდერია პარტიებს შორის. თუ ოპოზიცია გამსხვილდება, გადაჯგუფდება, უკვე სხვა სურათი იქნება.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორცომის პარტიაზე“, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და შეიძლება ითქვას, რომ ფერისცვალება მოხდა...

- ამ ქვეყნებს შორის კეთილგანწყობილი აუდიტორია მას არ დახვდა და ამის ფონზე, იმის საუბარი, რასაც აქ ამბობს, გამრიცხული იყო, ამას არ გააკეთებდა. მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ ნელ-თბილი გამოსვლა ექნებოდა ამ კონფერენციაზე. ვნახოთ, რას იტყვის როდესაც ჩამოვა. დარწმუნებული ვარ, ისევ დაიწყებს გლობალური ომია პარტიაზე საუბარს. არ მგონია, რომ რაიმე კარდინალურად შეიცვალოს - ქვეყანაში თუ რაიმე არის ამოვარდნილი ქართული ოცნების პოლიტიკიდან, ეს არის სწორედ პრემიერ-მინისტრის განცხადება. ასე რომ, არ მგონია ქართულმა ოცნებამ პოლტიკა რადიკალურად შეცვალოს.

 

 

 

 

 

 

მერაბ.g ჯერ ერთი, ვინ შეეკითხემა ამ მარადიულ ოპოზიციას პრეზიდენტის არჩევას, მითუმეტეს რომამრჩევთა ნახევარი საკრებულოებში ზის და მეორე ნახევარი ოპოზიციის დღევანდელზე ნაკლები შემადგენლობით ოქტომბერში დაჯდება პარლამენტში; ეს ისეთია მე რომ თანხმობა ვთქვა ხვალინდელ თამაშში გერმანიასთან შოტლანდიის მოგებაზე
ეს კაცი სულ 'რესპ-ულად აზროვნებდა, მაგრამ ლოგიკა, ანალიზი მაინც ახასიათებდა ... ეტყობა მფორთხავისებურმა დემენციამ შეუტია
5 თვის უკან
Gami გარეკავს ეს მაჩვი ამდენი გათვლებით! for. ge-ს -- დროს რატომ კარგავთ? მართლა ასე მნიშვნელოვანია თქვენთვია ძაბირაძეს "მჭლე აზრები"?
5 თვის უკან