Netflix-მა ცნობილ თინეიჯერულ წიგნ გიკი გოგოზე სერიალი გამოუშვა

Netflix-მა ცნობილ თინეიჯერულ წიგნ გიკი გოგოზე სერიალი გამოუშვა

ნეტფლიქსმა ცნობილი თინეიჯერული წიგნის, გიკი გოგოს ეკრანიზაცია გამოუშვა. შოუს პრემიერა 30 მაისს შედგა. სერიალი 10 ეპიზოდისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ჰოლი სმეილის 6 წიგნისგან შემდგარი სერია რამდენიმე წლის წინ ქართველ მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

შოუში მთავარ როლს დრაკონის სახლის მსახიობი ემილი ქერი ასრულებს. ქერი House of the Dragon-ის პირველ სეზონში ალისენტ ჰაითაუერის როლში ვნახეთ. გიკი გოგოს გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაუერება მოჰყვა და პირველივე კვირაში 3.4-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ჯერჯერობით არ ვიცით, ამ წარმატების შემდეგ გადაიღებს თუ არა ნეტფლიქსი შოუს მე-2 სეზონსაც.

სერიალი 15 წლის მოზარდის, ჰარიეტ მანერსის, შესახებ მოგვითხრობს, რომელიც განსხვავებულობის გამო თანატოლებმა აითვალწუნეს და მეტიც, სკოლაში გამუდმებული დაცინვის სამიზნეც გახდა. უეცრად, ჰარიეტის ცხოვრებაში ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მას ცნობილი სამოდელო სააგენტო შეამჩნევს. აღსანიშნავია, რომ წიგნის სიუჟეტი ნაწილობრივ ავტორისეულ გამოცდილებას ეფუძნება და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანის პერსპექტივას გვიჩვენებს.