„ევროპული ცივილიზაცია, ამერიკულის თამადობით, დაადგა გზას, რომელმაც ჩათვალა, რომ მას ყველაფრის უფლებას აძლევს“

„ევროპული ცივილიზაცია, ამერიკულის თამადობით, დაადგა გზას, რომელმაც ჩათვალა, რომ მას ყველაფრის უფლებას აძლევს“

აშშ ისევ ასაიდუმლოებს სანქციერებულთა ვინაობას. ამ ეტპაზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს. დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, დეპუტატები, სამართალდამცველები და კერძო პირები. 6 ივნისს გამართულ პრესკოფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენმა აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა და სწორედ ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო.

მეთიუ მილერი ამ შემთხვევაში სანქცირებულთა ვინაობას საგულდაგულოდ მალავს, ეს მაშინ, როდესაც 2023 წლის 5 აპრილს სახელებით და გვარებით აუწყა ქვეყანას, რომ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, თუმცა სანქციის მოტივი არ დაუსახელებია. ასეთივე წარმატებით დაასანქცირეს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემდეგ სხვადასხვა პირები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვედრა შედგა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელთან, კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. მას შემდეგ, რაც ჩხიკვაძისგან ანგარიში ვერ მიიღეს, ის დაასანქცირეს. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურის სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე ძალაში დატოვა ჩხიკვაძის განაჩენი, აშშ-ს ბოდიში არ მოუხდია იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ჩხიკვაძესთან დაკავშირებით მიიღო.

ამერიკული დემოკრატიის მაგალითი ასევე კარგად ჩანს ანსამბლ „მართვეს“ საქმეში, სადაც აშკარად გამოიკვეთა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი. კერძოდ, 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, ვიზა იმის გამო არ მისცეს, რომ მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არასრულწლოვანი შვილი და 50 ბავშვი ამერიკაში არ გაუშვეს.

რატომ დასაჯა საელჩომ 50 ბავშვი, როცა არანაირი რისკი მათგან არსებობდა და მით უმეტეს, რომ გასტროლები იყო შეთანხმებული, ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გარდა ამისა, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც სტუდენტებს, რომლებმაც აშშ-ის უნივერსიტეტში ჩააბარეს, უბრალოდ, ვიზები არ ჩაურტყეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 37%, მაშინ, როცა სამეზობლოში: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, ომამდელი მდგომარეობით, ეს მონაცემი 63%-დან 88%-მდე მერყეობს. ეს ადასტურებს, რომ სანქციები არის არასერიოზული და როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ამასთან ერთად, არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ირაკლი კობახიძემ მოუწოდა პარტნიორებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და ქართველი ხალხის მიმართ სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლენისკენ.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე და სანქციების თემაზე for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება რამდენად შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, მაშინ როდესაც საქართველოს ინტერესებშია მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან? როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე, მინდა გაგახსენოთ ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევა, როდესაც 50 ბავშვი საელჩომ არ გაუშვა გასტროლებზე იმის გამო, რომ ანსამბლში ირიცხება ირაკლი კობახიძის შვილი. ანუ, გამოდის, რომ მამის პოლიტიკური პოზიციის გამო, ისჯება შვილი, ეს რას ნიშნავს?

რამაზ საყვარელიძე: ეს არის ამაზრზენი რამ, მაგრამ, ალბათ, ძნელი იქნება ამ მხრივ აშშ-ისთვის სიტყვის მოგება, იტყვის, რომ სანქცია არაფერ შუაშია. მაგრამ, თქვენს ნათქვამს გასამყარებლად სხვა ფაქტებს მივამატებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ დიახ, მაგ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს სანქცია. ომახიანად გამოაცხადეს სანქციებს ვაწესებთო, იქ შვილებზეც დააწესეს სანქციები, ანუ ოჯახის წევრებზე დააწესეს სანქცია. შესაბამისად, ეს პრინციპი, რომ ოჯახი წევრს შეიძლება მოსთხოვო ამავე ოჯახის სხვა წევრის მაგივრად პასუხი, რაც თავის დროზე საბჭოთა კავშირმაც დაძლია და რაღაც ეტაპზე გამოაცხადა, რომ შვილი მამაზე პასუხს არ აგებსო, ამერიკამ ახლა დაიწყო. ირაკლი კობახიძის შვილის საქმე, სავარუდოდ, რეალურად სანქცია იყო, მაგრამ ამაზე შეიძლება შეგვეკამათონ - დაგვიმტკიცეო, თუმცა აგერ, გვერდით დევს ფაქტი, რომ ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე სანქციის გაცემა დათანხმდა აშშ. შესაბამისად, მისთვის ასეთი სანქციები მიუღებელი არ არის და სავარაუდოა, რომ არც ადრე იყო.

როდესაც შვილი და ოჯახის წევრები ხდებიან სამიზნეები და ვრცელდება სანქციები, ეს რა პოლიტიკაა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც მსოფლიო უყურებს როგორც სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის აკვანს?

- სამარცხვინო და უმძიმესი ეტაპია ამერიკის ისტორიაში. თუ რამე მიუღებელი იყო საბჭოთა სისტემაში, ერთ-ერთი ეს იყო, რასაც ახლა იმეორებს აშშ! ეს არის გაუგონარი, დაუჯერებელი და მიუღებელი. მაგრამ, ნელ-ნელა, ხორცს ისხას და სხვადასხვა სახელით მოიხსენიება პროცესი, რომელსაც განიცდის დღეს დემოკრატია და მათ შორის ამერიკული პოლიტიკა. სულ უფრო ხშირად ახსენდებათ რეიგანის ნათქვამი, რომ მსოფლიოში ნაციზმი ლიბერალიზმის სახით დაბრუნდებაო.

რა ქვეტექსტი იყო მაშინ ამაში?

- ნაციზმი, ფაშიზმი, კომუნუზმი - მოგეხსენებათ, კომუნიზმის მოყვარული არ იყო როლანდ რეიგანი. ყველა ეს მები არის სციალიზმის სახეობები და მათ პოლიტიკურ ელიტას  სოციალიზმი აფარებული აქვს ფარად და საშინელებებს აკეთებენ ხალხის სახელით. ნაციმზი ცნობილია ამით და ვიცით, რომ არც კომუნიზმები აკლებდნენ. ახლა ხალხის, პროგრესის, დემოკრატიის და პიროვნების თავისუფლების სახელით ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც ამ ხალხს არც დასიზმრებია.

ხალხს რომ კითხო ლგბტ ცხოვრების წესი გაწყობს თუ არაო, ხალხის უდიდესი ნაწილი უარზეა. არ უნდათ ცხოვრების ეს წესი, მაგრამ პოლიტიკოსებს შემოაქვთ როგორც იდეოლოგიური ნორმა, თორემ ლგბტ არ აწუხებთ, იქ რაღაცა გარკვეული იდეოლოგიის გატარება უნდათ. პოლიტიკოსებს შემოაქვთ ის ნორმაც, რომ ვინც დასავლეთის წამყვან წრეებს, დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას, ამ შემთხვევაში ამერიკულ ელიტას, რომელიც წამყვანი სახელმწიფო, არ ემორჩილება, ის შეიძლება იყოს ევროპული დემოკრატიის სახელით დასანქციერებული და დასჯილი.

ყოველი სანქციების დროს სწორედ ამას გვეუბნებიან - ნუ გადადიხართ ევროპულ ორიენტაციას, თორემ დაგსჯით. თორემ დაგსჯით“ - ეს რა არის?

- ეს უკვე ის ელემენტი, ცხოველებს როგორც ექცევიან. თუ წინააღმდეგობას გაუწევს პატრონს, მაშინ სჯიან, თუ კარგად მოიქცევა მაშინ შაქარს აძლევენ. იგივე დამოკიდებულებაა ამ შემთხვევაში ჩვენდამი. ნახეთ, იგივე დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს ფიცო, რომელიც ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს და რომელიც აცხადებს, რომ ჭეშმარიტებას ვერ მიაღწევ ევროპაში, იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებსო.

აი, ამ ფონზე, როცა ელიტარული ჯგუფი იღებს ხელში ყველაფერს და მიაჩნია, რომ თუ მას არ აწყობს, ის არ უნდა არსებობდეს და მას მორალური უფლება აქვს იმისა, რომ დათრგუნოს, დაჩაგროს ის, ვინც მას ეწინააღმდეგება, აი, ასეთი დამოკიდებულება არის სწორედ კომუნიზმისა და ფაშიზმის ტიპიური გამოვლინება.

ახლა ჩვენ გვეტყვიან, რომ არ გრცხვენიათ, ფაშიზმს დარებთ ამ დროს? - არა, უბრალოდ, ფორმულირება ისეთივეა - ძალაუფლება რყვნის და დიდი ძალაუფლება უფრო მეტად რყვნის, რაც თითქოს ადამიანზეა ნათქვამი, მაგრამ იგივე ვრცელება პოლიტიკურ ჯგუფებზე, ქვეყნებზე და გარკვეულ კულტურულ გაერთიანებებზე. თუ მათ იგრძნეს ძალაუფლება, მერე ირყვნებიან ამ ძალაუფლებისგან. ზომას ვეღარ პოულობენ და მიაჩნიათ, რომ ყველაფერში მართლები არიან და თუ შეიძლება ითქვას, უტევენ მეტოქეს ყველა ხერხით, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული. აი, ამ თვალსაზრისით, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპული ცივილიზაცია, ამერიკულის თამადობით, დაადგა გზას, რომელიც ჩათვალა, რომ მას ყველაფრის უფლება ძლევს.

ეს პოზიცია უკავია პატარა ქვეყნების მიმართ?

- რა თქმა უნდა. აქ საინტერესოა ისიც, რომ უკმაყოფილება აქვთ ჩინეთის მიმართ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედევან ამაზე საუბარს. ევროპული ქვეყნების მიმართ თითოს აქვთ უკმაყოფილება და მოუგონეს უკრაინის ომი, რითაც ევროპულ ეკონომიკას ანგრევენ, ხოლო დანარჩენეზე არ ღირს ლაპარაკი. გამოჩნდა რამდენიმე ქვეყნა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკას, მათ შორის საქართველო და შემოდის ის პრინციპი, რაზეც ვისაუბეთ და რაც ყველა დიქტატურას ჰქონდა - ვინც ჩემს მხარეს არ არის, ჩემი მტერია.

სიტყვა მტრობას არ ხმარობენ, მაგრამ გექცევიან, როგორც მტერს იმისთვის, რომ გაგაკეთებინონ ის, რაც მათ სურთ. ეს არის და ეს. ვიმეორებ, ძალაუფლება თუ რყვნის, ის რყვნის არა მარტო ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ ქვეყნებსაც და ასეთი ზედმეტი, გადაჭარბებული ძალაუფლებისგან გარყვნის ფაქტი გვაქვს ამ შემთხვევაში და მეტი არაფერი.

 

მერაბ.g პირველ მსოფლიო ომამდე აშუშუ ერთი მრავალტაგანი იყო, იმ ომში გამდიდრდა ... უსაშველოდ გამდიდრდა მეორე მსოფლიო ომში, ომით მოაჯდა ერაყის და სირიის ნავთობს ... საოკუპაციო ჯარები ჰყავს გერმანიაში, იაპონიაში, სამხედრო ბაზები აქვს მსოფლიოს ყველა მეტნაკლებად საჭირო გეოგრაფიულ ადგილებში, ასოების მეშვეობით ყველგან ჰყავს ცალ ფეხზე მდგომი ყურმოჭრილი მონები და თავი მბრძანებელი ჰგონია! მაგრამ მოგეხსენებათ 'თაობები მიდის, თაობები მოდის, მხოლოდ სამყაროა უცვლელი"
5 თვის უკან
არაგველი641 "რატომ დასაჯა საელჩომ 50 ბავშვი, როცა არანაირი რისკი მათგან არსებობდა" - ფორ.ჯე -ს ქართულის მცოდნე არ ყავს რედაქციაში? პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ეს რედაქცია, ერთნაირად ლაპარაკობენ!
5 თვის უკან