„ზურაბიშვილი რომ ამ ყველაფერს უანგაროდ არ აკეთებდა, მისი განცხადებიდან დადასტურდა - 72 წლის ასაკში ფიქრობს, რომ მეორე ვადით შეუძლია პერზიდენტობის მოსწრება“

„ზურაბიშვილი რომ ამ ყველაფერს უანგაროდ არ აკეთებდა, მისი განცხადებიდან დადასტურდა - 72 წლის ასაკში ფიქრობს, რომ მეორე ვადით შეუძლია პერზიდენტობის მოსწრება“

სალომე ზურაბიშვილის რეალური ზრახვები გამჟღავნდა?! - როგორც ჩანს, ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით წარადგინონ.

ამის შესახებ for.ge რამდენიმე კვირის წინ წერდა, როდესაც ზურაბიშვილმა ე.წ. „ქართული ქარტია“ შესთავაზა ოპოზიციას. მაშინ გამოცემასთან საუბარში ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე ამბობდა, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილს არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად დაასახელებდა. ამ ყველაფერს დროში საეჭვოდ დაემთხვა, ასევე, წინა დღეებში მიხეილ სააკაშვილის განცახდებაც, რომელმაც „ვივამედიდან“ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ჩამოყალიბება შესთავაზა.

უკვე ცნობილია, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას მეორე ვადით არჩევაზე „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია დაუჭერენ მხარს. სხვა პარტიების პოზიციები ჯერჯერობით უცნობია.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატურის ირგვლივ კონსენსუსი იქნება, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

„მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში, მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი (საპრეზიდენტო) კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ,რომ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ლაზარე გრიგორიადისი მხარს უჭერს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც ის აირჩია. ხოლო თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ოპოზიცია რომ პირდებოდა, მან ამის შესახებ ძალიან სანდო წყაროდან გაიგო და ჩვენ გამოცემასთანაც რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. მამარაძის განცხადებით, ახლა ამის აღიარება თავად ზურაბიშვილმა გააკეთა.

„ზურაბიშვილი რომ ამ ყველაფერს უანგაროდ არ აკეთბდა და ვითომ სამშობლოს სიყვარულის გამო გაწირა თავი, მისი განცხადებიდან დადასტურდა. ის ამ ყველაფერს აკეთებდა საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ის უკვე 72 წლის არის, მაგრამ ფიქრობს, რომ მეორე ვადით შეუძლია პერზიდენტობის მოსწრება. მას ძალიან ხიბლავს ეს ყველაფერი. ეს პრეზიდენტებთან შეხვედრები და ვითომ იმ პოზაში ყოფნა, რომ ის ლიდერია და რაღაცა პოლიტიკურ ამინდს ქმნის, ამას აჯერებს დასავლეთში ბევრ პოლიტიკურ ლიდერებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ახერხებდა თავის გარშემო პოლიტიკური პიარის გაკეთებას, ისე აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილიც. მე ამაზე მქონდა ინფორმაცია და თქვენს გამოცემასთანაც ვისაუბრე. ვთქვი, რომ მას სურდა პრეზიდენტობა და ოპოზიციასთან ამაზე გარიგებაც მიდიოდა“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის ადგილას ზურაბიშვილს არ ენდობოდა, თუმცა ნდობა არც სააკაშვილის და მისი გუნდის შეიძლება. ის არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ზურაბიშვილს დაჰპირდეს, მაგრამ გამოიყენოს და შემდეგ მის პრეზიდენტობას მხარი არ დაუჭიროს.

„სააკაშვილიპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას ყველაფერს დაჰპირდება, თუმცა როგორც კი დაინახავს, რომ მას ის აღარ სჭირდება, დაპირებას საერთოდ უგულებელყოფს. ამიტომ ნაციონალების ნდობა რამდენად შეიძლება, ეგ ერთი საკითხია, ხოლო მეორე მხრივ თავად ზურაბიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიცვლის დამოკიდებულებას და არაა გამორიცხული, სრულიად რადიკალურად შემოუბრუნდეთ. ამიტომ არ მგონია, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დიდად ენდობოდეს. ახლა, უბრალოდ, ფიქრობენ, რომ სიტუაციური მოკავშირეები არიან და ერთმანეთი რამეში გამოიყენონ“, - ამბობს მამარაძე.

რაც შეეხება ზურაბიშვილის საჭიროებას ოპოზიციისთვის, მამარაძე მიიჩნევს, რომ ეს დასავლეთის ფაქტორის გამოა. მისი აზრით, ზურაბიშვილმა შეძლო და ამ ორ წელში დასავლელ ლიდერებს გაუჩინა შთაბეჭდილება, რომ თურმე რუსეთთან და პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტია. რეალურად, უბრალოდ, აირჩია მხარე, რომელიც ჩათვალა, რომ პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნებოდა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება დასავლეთიდან არის დავალებული. გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ფაქტორი მის პატრონებს აწყობს და სწორედ ამიტომ დადიოდა ის ევროპაში, რომ გარკვეული ნდობა მოეპოვებინა და მეორე ვადით მისი კანდიდატურა იქ მახრადაჭერილი ყოფილიყო.

„ზურაბიშილის მიზნებს ყველა ხვდებოდა და ძალიან კაგად ვიცნობთ ამ ქალბატონის ამბიციებს. ამიტომ თამაში იმაზე, რომ ვითომ ამას საქართველოზე გული შესტკიოდა, უკრაინის გამო თავს იკლავდა, არის ტყუილი. სინამდვილეში, ის საკუთარი კარიერის კვლავ მოწყობაზე ფიქრობს. მას დასავლეთში აქვს უკვე დალაგებული, რომ აქ ჩვენმა ვაიოპოზიციამ ის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დაასახელოს.

ჯერ ზურაბიშვილი საზოგადეობაში თავად არ წარმოადგენს არაფერს და არა აქვს არანაირი ავტორიტეტი და ოპოზიციაზე ხომ საუბარი არაა. დასავლეთს ასე როგორ გაუჭირდა, რომ ზურაბიშვილზე მეტი ფსონის დასადები ვერავინ ნახა. ეს არის დიდი პოლიტიკური თამაშები და დასავლეთს უნდა აქ თავისი აგენტები ჰყავდეს. ამაში ახალი არაფერია. თუმცა სასაცილო ისაა, ზურაბიშვილი და სააკაშვილი ერთად როგორ მორიგდებიან, აიტანს თუ არა სააკაშვილი სხვა ლიდერს და რამდენად იქნება ბოლომდე ამ აზრის მხარდამჭერი. უბრალოდ, ახლა ზურაბიშვილი არჩევნების წინ სჭირდებათ და ასევე, მისი სტატუსი იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ. ახლა მსგავს რამეს ქვეყნის პრეზიდენტი რომ იტყვის, ეს ხომ საერთაშორისო მეგობრების თვალში დიდი რეზონანსის მატარებელია. ეს არის ოპოზიციის მთელი ამ ყველაფრის მიზანი, თუმცა, მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურა ბოლომდე ვერ მივა“, - ამბობს გვენეტაძე.

 

ლევკოთეა ბაიდენის შემხედვარე, პოლიტიკაში ასაკი მხოლოდ ციფრებია. :)) ხარისხს არ ვაქცევთ ყურადღებას. :)
5 თვის უკან
trampi ეს მიშას არ შეიწყალებს
თუ შეიწყალებს ლიდერობას დაჰკარგავს (ქუნემ მაგის ლიდერობა) .....ასე რომ------------ არ შეიწყალებს
თუ არადა აგერ თქვენ და --------------------აგერ გერმანია
5 თვის უკან
trampi თუ ლიდერობა ქალიშვილობასავით არჩევნებამდე დაჰკარგა...................მაშინ შეიწყალებს
5 თვის უკან
მერაბ.g უანგაროდ? სააკაშვილმა რომ გამოაგდო და პარტია შექმნა, კონკრეტულ თანხების ცარიცხვას ითხოვდა გაწევრიანების მსურველებისგან! მაშინ ზურაბიშვილის პარტიის წევრ (დღეს რაღაც რუსულ ფონდშია)ერთ კაცს რომ ჰკითხეს, ეს ფაქტი დაადასტურა და დაამატა - "მე ნატურით ვიხდიო!"
5 თვის უკან
Gami კარგად მახსოვს, როცა ივანიშვილი თავის პოლიტკარიერას იწყებდა, ასეთი რამ თქვა -- " მე შეიძლება რაღაცეები არ ვიცოდე, მაგრამ ადამიანის შეცნობაში არასოდეს არ შევცდებიო"... როგორც ვხედავთ ეს ყოფილა მისი "აქილევსის ქუსლი"! მარგველაშვილი, ხუხაშვილი,ნარკუშა ნაცვლიშვილი, სახელოდან გამომძვრალი გახარია, ვინმეები: ჯანელიძე და ბახტაძე..
კიდევ გავაგრძელო? ალასანია, პეტრიაშვილი, ფანჯიკიძე, ზალკალიანი...
და ბოლოს, გვირგვინი -- ეს შლეგი, უმეცარი "ფრანცუჟანკა"!
5 თვის უკან
Gami კარგად მახსოვს, როცა ივანიშვილი თავის პოლიტკარიერას იწყებდა, ასეთი რამ თქვა -- " მე შეიძლება რაღაცეები არ ვიცოდე, მაგრამ ადამიანის შეცნობაში არასოდეს არ შევცდებიო"... როგორც ვხედავთ ეს ყოფილა მისი "აქილევსის ქუსლი"! მარგველაშვილი, ხუხაშვილი,ნარკუშა ნაცვლიშვილი, სახელოდან გამომძვრალი გახარია, ვინმეები: ჯანელიძე და ბახტაძე..
კიდევ გავაგრძელო? ალასანია, პეტრიაშვილი, ფანჯიკიძე, ზალკალიანი...
და ბოლოს, გვირგვინი -- ეს შლეგი, უმეცარი "ფრანცუჟანკა"!
5 თვის უკან
Gami კარგად მახსოვს, როცა ივანიშვილი თავის პოლიტკარიერას იწყებდა, ასეთი რამ თქვა -- " მე შეიძლება რაღაცეები არ ვიცოდე, მაგრამ ადამიანის შეცნობაში არასოდეს არ შევცდებიო"... როგორც ვხედავთ ეს ყოფილა მისი "აქილევსის ქუსლი"! მარგველაშვილი, ხუხაშვილი,ნარკუშა ნაცვლიშვილი, სახელოდან გამომძვრალი გახარია, ვინმეები: ჯანელიძე და ბახტაძე..
კიდევ გავაგრძელო? ალასანია, პეტრიაშვილი, ფანჯიკიძე, ზალკალიანი...
და ბოლოს, გვირგვინი -- ეს შლეგი, უმეცარი "ფრანცუჟანკა"!
5 თვის უკან
მერაბ.g ორბელიანების სასახლეშია, ბიძინას სკამზე ზის, ენა, რომლითაც ლაპარაკს ცდილობს, მისი არაა, ერთი ფეხი თბილისში ოპოზიციასთან ერთად "ქა-ქში" რომა აქვს, მეორით ბრიუსელშია (მტერმა შეხედა ხაშურიდან) ... იქით მენშევიკური მოღალატური სისხლი არ ასვენებს, აქეთ აშუშუს და საფრანგეთის სპეცსამსახურები ... და ტქვენ გინდათ პრეზ-ობის მეორე ვადაზეც არ იოცნებოს?
ეს რომ პრეზიდენტი გახდება, ისე მოეგოს არჩევნები მეცოცხეებს
5 თვის უკან