ვაშინგტონიდან ბრიუსელზე დიქტატი დასასრულს უახლოვდება, რაც კარგად წარმოაჩინა ევროპარლამენტის არჩევნებმა. ევროკავშირის ბლოკის 400 მილიონმა მოქალაქემ ჯამში, ევროპარლამენტის 720 წევრი აირჩია.
საქართველოში მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპელები გადიან ღირებულებებისთვის ბრძოლის იმ გზას, რაც საქართველომ ახლახანს გაიარა. ახალი არჩევნებით შეირყა ფსევდოლიბერალიზმი. ამიტომაც ევროპარლამენტარის სავარძლებს ემშვიდობებიან სააკაშვილის მხარდამჭერი ფოტიგები, კრამონები და სხვები.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს რადიკალური ნაბიჯები გადაადგმევინა. მემარჯვენეთა მიმართ მხარდაჭერის ზრდამ მაკრონს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აიძულა.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ამბობს, რომ ფრანგებს აქვთ ისტორიული შანსი, საშუალება მისცენ ეროვნულ მოძრაობას, საფრანგეთი საკუთარ გზაზე დააბრუნონ.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით არც გერმანიის კანცლერია კმაყოფილი. შოლცი ამბობს, რომ ეს არჩევნები გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდი აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, კმაყოფილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულში ევროპარლამენტი კორუფციის, ლობიზმის, ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს, ევროპელ ხალხს კი ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი.
ბოლოს და ბოლოს, წარსულს ჩაბარდებიან თუ არა კრამონები, ფოტიგები, თუ კორუფციული გარიგებები ახალი ევროპარლამენტისთვისაც თანმდევი იქნება და ნაცების დაცვას ანაცვალებენ მთელ ევროპულ პოლიტიკას?!
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის არჩევნები საინტერესო იყო, ოღონდ, სავარაუდოდ, ცოტა გადაჭარბებულია ამ არჩევნების საეტაპოდ მიჩნევა. უბრალოდ, ტენდენცია დაწყებულია, მაგრამ ამ ტენდენციას დასრულებული სახე არ მიუღია. თავის დროზე ანალოგიური ტენდენცია ამერიკამაც დაიწყო ტრამპის არჩევით, მაგრამ მერე ვნახეთ, რომ ეს ტენდენცია დაიბლოკა ბაიდენის გაპრეზიდენტებით და აღარ გაგრძელდა ტრამპიზმი. ანალოგიურად, რამაზ საყვარელიძის აზრით, კონსერვატიზმი მთელ ევროპაში დაიწყო, ოღონდ ისეთი ძლიერი სახე არ აქვს, რომ ამას ევროპული პოლიტიკის არსებითი ცვლილებები მოჰყვეს. ბოლოს და ბოლოს, ავადსახსენებელი სახალხო პარტია (EPP) მაინც უმრავლესობაშია და მაინც ბევრ ქვეყანაში მემარცხენეები არიან მოსულნი, არც მემარჯვენეების კოჰორტა გამოიყურება შთამბეჭდავად და ძლიერად, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარი თავის პატრონი გახდეს.
„ილიასეული „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ დღეს ევროპის ქვეყნებისთვის აქტუალური პრობლემაა. ევროპელებს საკუთარი თავი არ ეკუთვნით არა მარტო ამერიკული გავლენების, არამედ ევროკავშირის მარწუხების გამოც. ევროკავშირს უჩიოდა ფიცო, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამის გამოასალმეს სიცოცხლეს, ფიცო ამბობდა, აქ სიმართლის თქმა შეუძლებელიაო. ევროკავშირის წამყვანი ისევ ურსულა ფონ ლაიენია, რომელიც როგორც ადრე ფიქრობდა ამ კავშირის გაძლიერებაზე, ახლაც იმავეს ეცდება. ის ფაქტი, რომ ისევ ეს ფიგურა აღმოჩნდა წამყვან თანამდებობაზე, უკვე მეტყველებს, რომ ევროპარლამენტში არ არის ისეთი არსებითი ცვლილებები, როგორც საქართველოში ჰგონიათ. ევროპელები ოდითგანვე პრაქტიკული ხალხია. ამ შემთხვევაში, შოლცსაც და მაკრონსაც მცირეოდენი გადაცდომა ჰქონდათ არაევროპულობისგან, მათ წინამორბედებსაც ასეთივე გადაცდომა ჰქონდათ, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ვაშინგტონის ზედმეტი ზეწოლით“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსის აზრით, ვაშინგტონისთვის ხელის აქნევა ევროპელებისთვია სახიფათოა, რადგან ევროპელები დამოკიდებულნი არიან ვაშინგტონზე ფინანსურადაც და უზარმაზარი ეკონომიკურ-პოლიტიკური, სამხედრო პოტენციალითაც, რაც გააჩნია ვაშინგტონს. ვაშინგტონმა პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალით ჩაითრია ევროპა უკრაინის ომში და ევროპელები უფრო დაზარალებულნი აღმოჩნდნენ ამ ომით. ამერიკამ უკრაინის ომით რამდენიმე ევროპული კურდღელი მოკლა, თორემ ევროპელებს ადრე ჰქონდათ ტენდენცია, უფრო თბილი ურთიერთობა დაემყარებინათ რუსეთთან. ამის ნიშნები ვნახეთ უკრაინის ომის დასაწყისში, მაკრონი და შოლცი რომ ესტუმრნენ პუტინს, ეს პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება იყო ევროპაში, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია იქამდე წავიდა, რომ ახლა რუსეთთან დაპირისპირებულნი არიან ევროპული ქვეყნები.
რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ამერიკისთვის სახიფათო იქნებოდა ევროპისა და რუსეთის ალიანსი, ამიტომ ამერიკამ უკრაინის ომით ეს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის ჩატეხა. ამავე დროს, ევროპელების ეკონომიკური გაძლიერების ფონზე, ევროპელთა დამოუკიდებლობის იდეა უფრო და უფრო მწიფდებოდა და ეს ბუნებრივიცაა, ვინც ეკონომიკურად ძლიერი ხდება, მას დამოუკიდებლობაც უნდა, მაგრამ უკრაინის ომით ეს იდეაც გაბზარულია.
„ასე რომ, ამერიკას აქტუალობა არ დაუკარგავს ევროპისთვის, არც გავლენა და ძალა დაუკარგავს და უკრაინის ომის ეტაპზე ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ამერიკას შეუძლია პრობლემები შეუქმნას ევროპულ ქვეყნებს. ამიტომ ევროპის ქვეყნები ასე ადვილად ანტიამერიკულ რიტორიკას ვერ განახორციელებენ, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც უფრო შორსაა ამერიკისგან და, ალბათ, უფრო გაბედულებიც ვართ და არც ვიცით ის სირთულეები, რაც შეუძლია მოუტანოს საქართველოს ამერიკასთან პოლიტიკურმა დაძაბულობამ. ევროპამ ეს ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ცალსახად არ ამბობს, რომ ფოტიგები, კრამონები საბოლოოდ ჩამოგვცილდებიან, ვინაიდან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები მხოლოდ იმ დიდი პოლიტიკური მიწისძვრის დასაწყისია, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. ამის დასტურია ფაქტები, რომ საფრანგეთში ლიბერასტიზმმა საშინელი მარცხი განიცადა, რასაც კიდეც მოჰყვა ფრანგი ლიბერასტი პრეზიდენტის - მაკრონის მხრიდან რეაგირება, რომელმაც დანიშნა ახალი საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები.
„მსგავსი განწყობა აისახა გერმანიაში, სადაც შოლცის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია დამარცხდა, ეს მაშინ, როცა ორი ძირითადი ქვეყანაა წამყვანი ევროპაში - საფრანგეთი და გერმანია. საბოლოო ჯამში, ეს არის ძალიან დიდი ზარი ევროპის პოლიტიკური ლიბერასტიზმისთვის, რომ მათი დრო წარსულს ბარდება. ყოველივე ამის დაგვირგვინება იქნება მიმდინარე წლის 5 ნოემბერი აშშ-ში, როდესაც უეჭველად ტრამპი მოვა ხელისუფლებაში, რაც ნიშნავს, რომ ლიბერასტიზმი საბოლოოდ ჩაირეცხება. ამ ისტორიულ პროცესს შოლცი და მაკრონი ვერ შეაჩერებენ, ჰიტლერი რომ წამოაყენონ, ისიც ვერ აღუდგება ამ პროცესს. ლიბარასტიზმის დრო ისტორიის კანალიზაციისკენ მიექანება. ამის შემდეგ წამოვა პროგრესული იდეოლოგია - კონსერვატიზმი, რომელიც დაფუძნებული იქნება ღმერთზე, სამშობლოსა და ოჯახზე“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge- სთან საუბრისას.