„პრემიერი ევროპაში ზოგიერთი ლიდერის განწყობების მიუხედავად, დამოუკიდებელი და სუვერენიტეტული ქვეყნის ლიდერად ჩავიდა“

„პრემიერი ევროპაში ზოგიერთი ლიდერის განწყობების მიუხედავად, დამოუკიდებელი და სუვერენიტეტული ქვეყნის ლიდერად ჩავიდა“

ურთიერთობის დალაგების მცდელობა? - რას ნიშნავს პრემიერ ირაკლი კობახიძის ბერლინში უკრაინის აღდგენისთვის გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება? - თბილისში პრემიერის გერმანიაში ვიზიტს და განცახდებებს პოლიტკური შეფასებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი და საქართველო უნდაგაუმკლავდეს გამოწვევებს“, რადგან მათ 5 წლის განმავლობაში ერთად მუშაობა მოუწევთ. მმართველ გუნდს საქართველო რეფორმების გზით მიჰყავს და დემოკრატიული სამყაროს წევრებს შორის ადგილის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს. ასევე, საქართველოს უკრაინისთვის ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი აქვს გაკეთებული, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ჰქონდა. ამიტომ კობახიძეს არავისთან არაფერი აქვს ასახსნელი ან დასალაგებელი.

ოპოზიციაში კი კობახიძის ბერლინში ვიზიტს სავალალო უწოდეს. მათი აზრით, ეს არის პრემიერის ფორმალური ვიზიტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის არის განკუთვნილი. თითქოს მმართველი გუნდი რაიმე ფორმით ევროპასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.

სწრაფი რეფორმა და გრძელვადიანი რეკონსტრუქცია - ეს იყო უკრაინის აღდგენისთვის, ბერლინში მიმდინარე მსოფლიო ლიდერების კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა იყო მთავარი, რაზეც ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა.

60 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი უკრაინის აღდგენაზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ. 2 დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უნდა ისაუბრონ.

სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს დახურულ ფორმატშიც შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ამ ფორმატშიც მიმართა.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე პრემიერმა მედიასთანაც ისაუბრა, სადაც თქვა, რომ სირთულეები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებობს, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას და დახმარების გაწევას.

„ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან“, - თქვა პრემიერმა

მისი თქმით, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული, ამასთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალისთვის. ეს არ შეესატყვისება ჩვენს პარტნიორობის სულისკვეთებას. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ ევროპასთან თამაშის წესების შეცვლა დაიწყო და ამერიკის სანქციების ფონზე, ცდილობს ევროკავშირთან ურთიერთობა დაალაგოს. მეორე მხრივ, ბერლიში ჩასვლა პიარ გათვლაა, რომელიც მმართველი გუნდის პოდასავლურ ამომრჩეველზეა განკუთვნილი.

„ამ დაპირისპირების ფონზე, რომელიც დასავლეთთან აქვს „ოცნებას“ და ამერიკიდან სანქციების ქვეშაც კი მოექცა, კობახიძის ბერლინში ჩასვლა, თანაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო სვლაა. ვფიქრობ „ოცნება“ ცდილობს ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობის დაბალანსებას ევროპასთან გამოსწორებით. რამდენად გამოუვათ ეს და რეალურად, აქვთ თუ არა ამის სურვილი ერთია, მაგრამ კობახიძის ბერლინში ჩასვლა ამისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კობახიძის ბერლინში წასვლა ნამდვილად დასაფასებელია, რადგან მას იქ საკმაოდ მძიმე საუბრები ექნება, მით უმეტეს ვნახეთ, გერმანიის ელჩის განცახდებები და დაპირისპირება ხელისუფლებასთან. კობახიძეს კარს მიღმა ძალიან მძიმე საუბრები ელის, თუმცა ამას აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ამით ცდილობენ აჩვენონ ევროპას, რომ არ არიან რუსეთთან არანაირ ურთიერთბაში. მეორე მხრივ კი ეს არის შიდა პოლიტიკაზე გათვლილი, განსაკუთრებით კი „ოცნების“ იმ ამომრჩეველზე, რომელიც პროდასავლურ ფრთას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ხელისუფელბას არჩევნების წინ არანაირად არ სურს ამერიკის მერე, ევროპის მხრიდანაც რაიმე სანქციები დაწესდეს და ეს არის ერთგვარი სვლები, რომელიც საკმაოდ ნაცნობი ხელწერით არის“, - ამბობს ძაბირაძე.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე წავიდა ბერლინში იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არჩეული პროევროპული საგარეო კურსი და ეს კონსტიტუციაშიც კი უწერია. ამიტომ ახვლედიანი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.

„ვნახეთ აქციების მერე ქანცგამოცლილი და უფრო დასუსტებული ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერას საიდან აღარ ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. იმედებს ამყარებენ სანქციებზე და იმაზე, რომ ვითომ „ოცნება“ ევროპულ კურსს ასცდა და ამით ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. კობახიძემ ამ ვიზიტით ნათლად აჩვენა ყველას, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპაში შესვლა უნდა ღირსებით და ისე, როგორც ეს სუვერენულ ქვეყანას შეესაბამება. ჩვენი პრემიერი ევროპაში ზოგიერთი ლიდერის განწყობების  მიუხედავად, ჩავიდა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ლიდერი.

 „ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს ევროპისკენ არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ორ ფეხზე მყარად დგომით და ეს კობახიძის ბერლინში ვიზიტიდანაც გამოჩნდა, მით უმეტეს, საქართველომ უკრაინისთვის და უკრაინელი ლტოლვილებისთვის იმაზე მეტი გააკეთა, რაც ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანას არ გაუკეთებია. ამიტომ ისევე ეკუთვნოდა ჩვენი ქვეყნის ლიდერს იქ ყოფნა, როგორც სხვა დანარჩენ ევროპელ ლიდერებს. ახლა ოპოზიცია იძულებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დააკნინოს, თითქოს, კობახიძე იქ წავიდა იმიტომ, რომ თავის ამომრჩევლებს აჩვენოს ევროპისთვის არ გადაუხვევია და ა.შ. ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი, რისიც უკვე არავის აღარ სჯერა“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, საქართველოს მოლოდინი აქვს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების ფონზე, სადაც ძალიან ბევრი რამის გადაფასება მოხდა, საქართველოსთან მიმართებაშიც ევროპა პოლიტიკას გადახედავს, უფრო მეტად დაფიქრდებიან და ნახავენ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ არის წინა ხელისუფლება, რომელიც მათ ნებისმიერ ახირებას ასრულებდა და ენის მოჩლექით ესაუბრებოდა. ისინი უნდა შეეჩვიონ, რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ლაზი კობახიძე გერმანიაში გაზრდილია და შესანიშნავად იცის, რომ ევროპას უფრო ვჭირდებით, ვიდრე გვჭირდება.
საქართველო ერთხელ შევიდა სხვის იმპერიაში, ცალ ფეხზე მდგომი და უკვე გვაქვს ასეთი გამოცდილება.
მან, მიუხედავად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის შეურაცხმყოფელი გამოხდომებისა, გადადგა ურთიერთობის დარეგულირებისათვის მზაობის ნაბიჯი. თუ გაიგებენ და აქაური ენჯეოშნიკების ჭკუაზე არ ივლიან, მათთვისაც კარგი იქნება.
არჩევნებმა უკვე ბევრი რამ დაანახა მათ და კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. თუ უნდათ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს გადააყოლონ მსოფლიო, მაგათი საქმეა. საქართველოს, მხოლოდ სუვერენულს და დამოუკიდებელს უღირს ევროკავშირის წევრობა.
უალტერნატივო სიტუაცია ნამდვილად არ არის. საქართველო ყველას სჭირდება, დასავლეთშიც, ჩრდილოეთშიც და აღმოსავლეთშიც.
5 თვის უკან