რა გავლენა ექნება ევროპარლამენტის არჩევნებში მიღებულ შედეგებს მსოფლიო პოლიტიკაზე და საქართველოზე? „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ არჩევნებით ევროპის პოლიტიკაში ახალი ტენდენციების დამკვიდრება დაიწყება. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შედეგებმა ევროპელების განწყობა აჩვენა და აშკარა გახდა, რომ 2024 წელს ამომრჩეველმა კონსერვატიულ მიდგომებს დაუჭირა მხარი, ამან კი თავისთავად გამოიწვია რადიკალური ლიბერალიზმის დამარცხება. მისი თქმით, ევროპარლამენტში მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პარტიების დაწინაურებამ პირველი ზეგავლენა წამყვან ქვეყნებზე უკვე იქონია და იმედი აქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც ახალი ევვროპარალმენტის მიდგომა შეიცვლება.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა რა აჩვენა და რა ახალი რეალობის წინაშე დადგა ევროპის ყველაზე გავლენიანი ქვეყნები?
- საქმე ისაა, რომ 720 მანდატიდან, ამ ჯერზეც, უმრავლესობა ისევ ლიბერალ-ცენტრისტულ ძალებს ერგებათ. თუმცა, მემარჯვენე კონსერვატიული ძალები, თავის წარმომადგენლობაში საგრძნობლად იმატებენ და ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ ქვეყნებში მემარჯვენე იმპულსმა იმარჯვა. გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიაში მემარჯვენე - კონსერვატიულმა ძალებმა, აშკარად დაჯაბნეს ლიბერალურ-ცენტრისტულ-მემერაცხენე ძალები. მათ მოუწევთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და საკუთარ ქვეყნებში თამაშის ახალი წესებით დაწყება.
რაშია განსხვავება და ცვლილება, თუკი უმრავლესობა დიდად არ შეცვლილა და უმრავლესობით ისევ ევროპის სახალხო პარტია მოვა?
- საქმე ისაა, რომ წინა მოწვევის ევროპარლამენტს ჰქონდა სერიოზული ზურგი საკუთარ ქვეყნებში ლიბერალური მემარცხენე ხელისუფლების სახით. თითქოს რაღაცა დაუსჯელობის სინდრომი სუფევდა ევროპარლამეტში, სადაც აშკარად კონსერვატიული ფრთა იჩაგრებოდა. თითქმის არ ისმოდა მათი ხმა და თუკი კონსერვატორების წარმომადგენელი რაღაც კრიტიკულს იტყოდა, მათ რუსეთუმეებს უწოდებდნენ. რა ხდება დღეს, დღეს ამ უმრავლესობას ეს ზურგი აღარ აქვს. ვეღარ შეძლებენ ამა თუ იმ რეზოლუციის გამოცხადებას და მათი დაუსჯელობის სინდრომი იქამდეც კი მივიდა, რომ სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა უკვე ყოფილი მოწვევის ევროპარლამენტი.
ბორკილდადებული ევროპარლამნეტის ვიცე-სპიკერი და ათობით რიგითი ევროდეპუტატი ვიხილეთ. დღეს ამის ფუფუნება უკვე აღარ ექნებათ. ეს კი უკვე მისცემს საშუალებას მომძლავრებულ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ კონსერვატიულ და მემარჯვენე ფრაქციებს ევროპარლამენტში ხმა აიმაღლონ. უფრო მეტი ისაუბრონ იმ სერიოზულ პრ,ობლემებზე, რომელშიც ევროკავშირია გახვეული. ხმამაღლა ილაპარაკონ არა ომზე, არამედ მშვიდობაზე.
როგორ ფიქრობთ რატომ გაიმარჯვეს, გერმანიაში, საფრანგეთში, მემარჯვენე ძალებმა? არის თუ არა ამის მიზეზი უკრაინის ომი და ის პოლიტიკა, რომელსაც შოლცი და მაკრონი ბოლო დროს ომთან დაკავშირებით ახორციელებდნენ?
- რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ომიც არის. ამ ქვეყნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალების საარჩევნო გზავნილი სწორედ მშვიდობა იყო. ანუ, ფაქტობრივად, რასაც ორი წლის განმავლობაში „ხალხის ძალა“, „ქართული ოცნება“ კბილებით იცავდა საქართველოში, არ გაება არც ერთ მილიტარისტულ გეგმაში, რომელსაც გლობალური ომის პარტია ხლართავდა, აი, სწორედ, ამის წინააღმდეგ აღდგა ევროპული საზოგადოება ამა თუ იმ ქვეყანაში. სწორედ, ამ ლოზუნგით გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურ ძალებზე და მათ ლიდერებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მილიტარისტული ძალების მორჩილი შემსრულებლები იყვნენ. თუმცა, საზოგადოებამ ამ ყველაფერს გამოუტანა განაჩენი. ძალიან საინტერესო იქნება ამ მოწვევის ევროპარლამენტის ყურება, სადაც ვეღარ მოხვდებიან ისეთი დაუძინებელი მტრები საქართველოსი, როგორებიც არიან ფოტიგა, კრამონი და ა.შ.
ვიოლა ფონ კრამონი, რომლიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა და ევროპარლამენტის მიღმა დარჩა, ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არათუ პუტინი, არამედ ამერიკა, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და „სი აი ეი“ იყო. შესაძლოა ეს მისი მხრიდან აღიარების ტოლფას განცხადებად ჩავთვალოთ?
- როდესაც ორ წელზე მეტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება აქტიურად ვსაუბრობთ „გლობალური ომის“ პარტიაზე, მათ უკონტროლო ჩარევაზე ქვეყნების საშიანო საქმეებში და გავლენებზე, პირდაპირ დაგვცინოდნენ - იგივე ფონ კრამონი. მან კი ამ განცხადებით, ფაქტობრივად, თავად აღიარა გლობალური ომის პარტიის არსებობა და მისი ჩარევაც გერმანიის არჩევნების მსვლელობაში. მან, უბრალოდ, გლობალური ომის პარტიიდან 3 ძირითადი მდგენელი გამოყო, ამერიკა, გერმანიის დაზვერვის სამსახური და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ესენი არიან ის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც გლობალური ომის პარტიას ზურგს უმაგრებენ. ფონ კრამონმა ესენი პირდაპირ ღიად დაადანაშაულა. თან დააყოლა, რომ პუტინს გერმანიის არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო თუ რაიმე არასწორად წარიმართა, ეს „გლობალური ომის“ პარტიის გამო მოხდა. უბრალოდ, ეს ტერმინი არ იხმარა, თუმცა დე ფაქტოდ იგივე ისაუბრა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ.
უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პარტია გავიდა ასევე და „ფიდესმა“ შეძლო 11 ადგილსი მოპოვება და ხმების 44%- აქვს. ასევე ვიცით, რომ ორბანი 1 ივლისიდან შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. რას შეცვლის ეს საქართველოსთვის და რას ნიშნავს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ასე დაწინაურება?
- როგორც მინიმუმ, სამარცხვინო რეზოლუციებს, რომლებშიც ხან კრიმინალი სააკაშვილი გამოჰყავდათ პოლიტპატიმარი, ხანაც დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად და ნიკა გვარამია „დამსახურებულ“ ჟურნალისტად, დარწმუნებული ვარ, ახალი კონფიგურაციის ევროპარლამენტში ამ სამარცხვინო მოვლენებს ადგილი აღარ ექნება. რაც შეეხება უფრო მეტ მოლოდინს, შესაძლოა, ორბანის თავმჯდომარეობით ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა წარსულში საქართველოსთან მიმართებაში დაშვებული შეცდომები, შეურაცხყოფა, უსამართლობა, პირიქით, ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციებით გამოასწორონ. მართლაც უსამართლობას ჰქონდა ადგილი უკანასკნელი მოწვევის ევროპარლამენტის დროს. მოლოდინი მაქვს, რომ ცილისწამება შეწყდება და პირიქით, ქართველი ხალხის და ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციებიც გვეღირსება.