„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობის გადატვირთვას საჭიროებს და ეს გადახედვას არ გულისხმობს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, დღეს ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს, რომელსაც აშშ-ს მხრიდან მომდინარე ნაბიჯები ვერ პასუხობს, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს როლი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, შუა დერეფნის, ანაკლიის პორტის მშენებლობის და სხვა ფაქტორების გამო. შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, მეგრელიშვილის განცხადებით, ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს ვასალური დამოკიდებულება, არ შეიძლება თავს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდე და ქვეყანას უვიზო მიმოსვლას არ უწესებდე.
for.ge თამთა მეგრელიშვილს ესაუბრა.
მმართველმა გუნდმა აშშ-სგან სავიზო სანქციები მიიღო, თუმცა, ამ დრომდე უცნობია ვინ არიან დასანქცირებულები. რატომ მალავს შტატები სანქცირებულთა ვინაობას, რა დგას ამ ამის უკან? როგორც ცნობილია, მხოლოდ 36 პირი და არა 84(?) - ანუ, საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობა, რომლებმაც ხმა მისცეს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
თამთა მეგრელიშვილი: ზოგადად, აშშ-ს საჯარო და არასაჯარო სანქცირების პრინციპს იცავს, ადამიანის პირადი მონაცემების გასაჯაროების დისკრეციული უფლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი არის არასაჯარო სანქცირებაზე. უშუალოდ კითხვაზე გადასვლამდე აუცილებლად უნდა შევეხოთ როგორ იყენებს აშშ სანქცირების ინსტრუმენტს - მაგალითად, მათ რამდენიმე წლის წინ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირეს (დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს საჯარო სანქცირებას) მაგრამ ქართული მხარის მოთხოვნაზე მოეხდინათ დოკუმენტაციის წარდგენა, რეაგირება არ მოახდინეს, მხოლოდ ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სანქცირება მოხდა, ღია წყაროებით მოიპოვება.
ქართული მხარე აშშ-დან დღემდე ელოდება დოკუმენტებს თუ რის საფუძველზე მოხდა მოსამართლეთა სანქცირება... 2020 წელს აშშ-მ სანქციები დაუწესა ჰააგის პროკურორს, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულს იძიებდა... იმის თქმა მსურს, რომ აშშ სანქციებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს მისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომელიც სამართლიანობის პრინციპს არ ეფუძნება. სანქცირებულთა არგათქმას ორი მიზეზი აქვს, ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკია, რომელმაც მმართველი გუნდის წევრებში და მათ მხარდამჭერებში გაურკვევლობა, ნიჰილიზმი და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზება უნდა გამოიწვიოს, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს ეჭვი და დისკომფორტი, რომ სანქცირებულთა შორის არის, რამაც შესაძლოა, მათი მმართველ გუნდთან დაპირისპირება გამოიწვიოს.
მეორე მიზეზი კი პრაგმატულია, სანქციების მომზადებას ფორსმაჟორში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მოხდა, რისი გასაჯაროებაც აშშ-თვის დამატებითი დარტყმა იქნება და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. რაც შეეხება სანქცირებულთა რაოდენობას, რატომ 36 და არა 84, როგორც გითხარით, სანქციების დაწესება სამართლიანობის პრინციპს არ ეფუძნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქცირებული უნდა ყოფილიყო პარლამენტის 84 წევრი, რადგან მათ ერთნაირად უყვართ სამშობლო, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში მთავარი არა რაოდენობა, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.
რა გახდა სანქციების დაწესების მიზეზები?
- სანქციების დაწესების მიზეზი ქართული, ეროვნული, სახელმწიფო ინტერების გატარება გახდა, აშშ-მ რომელიც თავს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს, საქართველოს დამოუკიდებლობის სწრაფვა და სუვერენიტეტის გაძლიერება ვერ გვაპატია, მათ დაინახეს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე წვდომა ეზღუდებათ, ასე ვთქვათ, მათი საცეცები ყველგან ვერ მისწვდება. სწორედ, ამიტომ გადაწყვიტეს სანქცირება, რომ საქართველო „ჭკუაზე მოვიდეს“. ამერიკაში ყველაზე კარგად იციან, რა რაოდენობის ფული შემოდის საქართველოში, რათა აქ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალოს, აღნიშნული კანონი აწესრიგებს და ასე ვიტყოდი, აჯანსაღებს სამოქალაქო სექტორს, რაც ერთი შეხედვით წინ გადადგმული ნაბიჯად უნდა შეფასდეს, მაგრამ „დაუძინებელი“ მეგობრები სხვაგვარად ხედავენ, რადგან მათ საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის შემცირება არ სურთ.
რა ხდება სანქციების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში? ამერიკული ე.წ. სანქციების შემდეგ, უმრავლესობა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო...
- რაც შეეხება პარტნიორობის გადახედვას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა და არა გადახედვაზე. დიახ, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს, რაც თავის მხრივ, გადახედვას არ გულისხმობს. დღეს ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს, რომელსაც აშშ-ს მხრიდან მომდინარე ნაბიჯები ვერ პასუხობს, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს როლი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, შუა დერეფნის, ანაკლიის პორტის მშენებლობის და სხვა ფაქტორების გამო. შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს ვასალური დამოკიდებულება, არ შეიძლება თავს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდე და ქვეყანას უვიზო მიმოსვლას არ უწესებდე, ან პირდაპირი ფრენები არ გქონდეს, ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. ჩინეთის მაგალითზე ვნახეთ, რას ნიშნავს ნამდვილი სტრატეგიული, თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული დამოკიდებულება. თუნდაც დახმარების კუთხით რომ ვისაუბროთ, დღეს საქართველოს წინაშე სხვა გამოწვევები დგას და დახმარების პაკეტი შესაბამისი მიმართულებით უნდა წარიმართოს.
ჩვენ კი რას ვხედავთ, აშშ-ს დახმარების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორს ხმარდება, რომელიც, თვის მხრივ, სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახორციელებს...
შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსს სრულად ვიზიარებ, რადგან ქართველმა ხალხმა აშშ-ს მეგობრობის და პარტნიორობის მრავალი მაგალითი აჩვენა, სანაცვლოდ კი ზერელე, აგდებული დამოკიდებულება მიიღო, რაც კიდევ ერხელ ადასტურებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის წარმოდგენა განსხვავებულია.
„2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დგას დღის წესრიგში, საქართველოს საკითხი ისევ გაიყინა. როგორ ფიქრობთ, რატომ ისჯება ასე საქართველო, რა ხდება ჩვენთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული არ არის?
- ევროკავშირის და ევროკომისიის წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გვარწმუნებს, რომ დასავლეთი დიდი ხანია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას არ იღებს, გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მონიჭების პერიოდი - კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას საქართველოზე ადრე მიენიჭა, რაც წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა დამსახურებაზე დაფუძნებული.
იგივე სიტუაციაა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მოლდოვაში რამდენიმე დღის წინ 5 ტელეარხი დაიხურა, ლიცენზია შეუჩერეს, მაგრამ ევროპარლამენტარების მხრიდან ერთი განცხადებაც კი არ მოგვისმენია, უკრაინაში არაერთი კორუფციული სკანდალი მოხდა, მაგრამ ასევე არ მოგვისმენია კრიტიკული განცხადებები, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ევროკავშირი გარკვეულ საკითხებზე თვალს ხუჭავს და აღქმებს ეყრდნობა.
თავისუფლების ინდექსში საქართველოს ლიდერ პოზიციებზე ყოფნა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო პროგრესირებს და დემოკრატია ვითარდება. 2012 წლამდე და დღეს არსებულ მდგომარწობას ვერც ერთი კრიტერიუმით ვერ შევადარებთ, რადგან 2012 წლამდე არსებობდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ერთი ინსტიტუცია დამოუკიდებელი არ იყო, დღეს კი სრულიად საპირისპირო მდგომარეობა გვაქვს, რაც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში არის ასახული.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ პარლამენტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. რატომ დადგა ამ კანონის მიღების აუცილებლობა ჩვენს შემთხვავში, რა საფრთხეების წინაშე იყო სახელმწიფო ამ თვალსაზრისით? როგორც ცნობილია, ლატვიის პრეზიდენტი ღია გეი ედგარს რინკევიჩსი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ღია გეი იკავებს. რინკევიჩი 2011 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წელს კი მან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა. მას შემდეგ, ედგარს რინკევიჩი ლგბტ უფლებების აქტიური დამცველია.
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროეტი ღირსების აქტია, რომლის მიღებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რათა თაობების დაცვა და გადარჩენა მოხდეს. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ პროპაგანდა მნიშვნელოვნად ზრდის ლგბტ ადამიანების რაოდენობას, ერთ-ერთი ბოლო კვლევა აშშ-ში ჩატარდა, რომელიც პრობლემის არსს კარგად წარმოაჩენს, აშშ-ში საკუთარ თავს ლგბტ თემს, 1964 წლამდე დაბადებული ადამიანების მხოლოდ 2% მიაკუთვნებს (90% არის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე) 1996-2003 წლებში დაბადებული ადამიანების 20.8% თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს (75% არის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე).
აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ლგბტ თემის ზრდა პროპაგანდის პროპორციულად ხდება და ის მზარდი საფრთხეა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. არ მსურს სხვა ქვეყნის მმართველის სექსუალურ ორიენტაციაზე ვისაუბრო, ერთს დავამატებ, აღნიშნული კანონის მიღება ქართველი ხალხის დაკვეთა არის, მმართველი გუნდი კი საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება და როგორც პასუხისმგებლინ მთავრობას შეეფერება, ის ხალხის დაკვეთას ასრულებს.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ქარტიას, რა მოლოდინი გაქვთ, რას ემსახურება ოპოზიციის ზურაბიშვილის გარშემო შეკრება და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ზურაბიშვილი არჩვენებს გამოაცხადებს გაყალბებულად და ამის შემდეგ მოქმედებას იწყებს უკვე ოპოზიცია, რომ ქვეყანაში მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება? ამისთვის ემზადებიან რადიკალური ძალები?
- სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ქართულ ქარტიასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქარტია ქარტიისთვის, რომელიც ხელის მოწერის იქით ვერ წავა. ალბათ, კარგად გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატური, ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინაც დიდი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, მაგრამ რა შედეგი ჰქონდათ? დღეს შალვას ფანჩატური არავის ახსოვს, ზურაბიშვილის ქარტიასთან დაკავშირებით ზუსტად იმავეს ვპროგნოზირებ, გავა რამდენიმე თვე და ქარტია არავის ემახსოვრება, ეს ადამიანების ხელოვნური გაერთიანების მცდელობაა, თქვა კიდეც სალომე ზურაბიშვილმა, მე სხვანაირ ერთიანობას გთავაზობთ, ერთიანობას ერთობის გარეშეო. დიახ, მათ აქვთ ერთიანობა ერთობის გარეშე, რაც დაშლის წინაპირობაა.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და სალომე არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ, მაგრამ აქ მთავარია არა ოპოზიციის პოზიცია, არამედ ქართველი ხალხის და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები, ცესკოს მიერ ჩატარებული ბოლო არჩევნები, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნები წელს კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება ადმინისტრირებული.
როგორ შეიძლება განვითარდეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები და რატომ ეწინააღმდეგება ამ ურთიერთობებს სალომე ზურაბიშვილი?
- საქართველო ჩინეთის ურთიერთობას განვიხილავ როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების შესაძლებლობას, რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას, ორ ქვეყანას შორი არსებობდა ისტორიული პარტნიორობა და მეგობრობა, აბრეშუმის გზა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენდა, სწორედ საქართველოზე გადიოდა, რაც ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობას უწყობდა ხელს და აყალიბებდა.
დღეს გვაქვს ე.წ. შუა დერეფანი, რომლის მთავარი მოთამაშეები საქართველო და ჩინეთი არიან, პარალელურად, ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინური კონსორციუმი განახორციელებს, რაც ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. იმის მიუხედავად, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან მცირე დრო გავიდა, ჩვენ ჩინეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და პირდაპირი ფრენები, რაც მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობა საქართველოს და ქართველ ხალხს მრავალ სარგებელს მოუტანს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წინააღმდეგობას, ისინი საკუთარ განცხადებებში არათანმიმდევრულები არიან, მაგალითად, წლების წინ ხაზარაძე ანაკლიის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას აღფრთოვანებული ხვდებოდა, დღეს კი წინააღმდეგია... ასეთი არათანმიმდევრულ ხალთან გვაქვს საქმე, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ პირადი მერკანტელური მიზნებით მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, არ იცნობს ევროპელი ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ჩინეთთან ურთიერთობის აუცილებლობაზე და გაუმჯობესებაზე საუბრობენ, ის მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესებით და მოცემული მდგომარეობის სახელმწიფოებრივ ჭრილში განხილვა არ სურს.
და თუ მოხდება სისხლის სამართლის დანაშაული, /ძალადობა, სადმე შეჭრა/ რეაგირება უნდა იყოს მყისიერი