რა მოხდა რეალურად და რატომ გადადგა ლევან ხაბეიშვლი - რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ

რა მოხდა რეალურად და რატომ გადადგა ლევან ხაბეიშვლი - რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ

რატომ გადადგა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანამდებობიდან და რა არის მისი წასვლის რეალური მიზეზი? - როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, არ არის გამორიცხული, ხაბეიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას შეეწირა. მათი აზრით, ხაბეიშვილი თავად ენმ-იდან წასული ბევრი ლიდერისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პარტიასთან ერთიან სიაზე და ალიანსზე საუბარს თავს არიდებდნებ. მის უკან ასევე ვანო მერაბიშვილი მოიაზრებოდა. ამიტომ იპოვეს ისეთი ფიგურა, რომელიც ყველა ამ პოლიტიკური ძალის მეტ-ნაკლებად გაერთიანებას შეძლებს და მისაღები ფიგურა იქნება. 

პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, თუმცა ამის არც ოპოზიციაში და არც მმართველ გუნდში არავის სჯერა.

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა“, – სოციალურ ქსელში წერს „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

მელია ხაბეიშვილის გადადგომას ეხმაურება: „რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“.

„ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ოპოზიციაში, ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ხაბე დამიჩაგრეს. ვაფრთხილებდი, ვეუბნებოდი, გამოგიყენებენ და გადაგადებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა“, - სარკასტულად შენიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ომებია, რამდენიმე ფლანგია და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან.

„გახსოვთ, ბოლო კვლევებით უკვე 10 პროცენტამდე იყო ჩამოსული მათი რეიტინგი, რატომ? გვარამიებმა და მელიამ წაართვეს, გაიყვეს. 20 პროცენტი ჰქონდათ და ახლა 10-10 პროცენტი აქვთ, როგორც აღმოჩნდა და ახლა ამ ხაბეს წასვლის შემდეგ ბარიერის გადალახვის პრობლემაც შეიძლება დაუდგეთ. მერე ეს პარტია და სხვებიც გამოვლენ და იტყვიან, რომ არჩევნები გაგვიყალბესო. შალვას მოდელი ხომ იცით – შალვა ფანჩატურიდან – პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილას ჩვენ ვიყავითო, ასეთი არითმეტიკა ექნებათ. კიდევ ერთხელ, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება, არც, მათ შორის, რადიკალებში, რადგან ხაბე იქ იყო ნომინალური, ისევე, როგორც ახლა ვისაც დანიშნავენ, ისიც ნომინალური იქნება. ერთი მიზეზი თქვან, რისთვისაც შეიძლება, ხაბე ჩამოაცილონ და დანიშნონ ბოკუჩავა, რატომ? რა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კანონმდებლობაში? მიდის შიდა ბრძოლები და ზოგჯერ უნდა დავაკვირდეთ, ვიხალისოთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ფიგურა ენმ-ის გარშემო მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისათვის, გარკვეული მიზეზების გამო, შემაფერხებელი ფაქტორი იყო და ამიტომ მისი ჩანაცვლებაც, სავარაუდოდ, ამ მოტივით გადაწყდა.

„ბოკუჩავას თავმჯდომარეობის პირობებში კი ენმ-ს შეიძლება მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები დაუბრუნდნენ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველოც“ კი. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის და კეზერაშვილის პოლიტიკური გათვლა ასე ჩანს.

ხაბეიშვილის გადადგომა მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო. თავიდანვე, როცა ის თავმჯდომარე გახდა, ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, მისმა არჩევამ, ფაქტობრივად, პარტიის გახლეჩა გამოიწვია და ნიკა მელია წავიდა. ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარება არ არის დამაჯერებელი ვერსია და ამის უკან კონკრეტული პოლიტიკური გათვლები დგას. ბევრ ოპოზიციურ ლიდერს და პარტიას ხაბეიშვილის ლიდერობით ერთიან სიაზე ლაპარაკი ცოტა ეუხრეხულებოდა. ამიტომ, ალბათ, თინა ბოკუჩავა მეტ-ნაკლებად უფრო მისაღებია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე მას ლიდერად ვერ აღვიქვამ, თუმცა სტანდარტებს შედარებით მაინც აკმაყოფილებს. ალბათ, ინგლისური მაინც იცის და უცხოელ პარტნიორებთან თარჯიმნით არ ივლის“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ენმ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვინმე სხვა რომ აერჩიათ, ამის ალტრენატივაც არ ჰყავდათ.

„დღეისათვის ეს პარტია ისე დასუსტდა, რომ ბევრი კანდიდატი არაა. არ ვიცი, რა ხდება პარტიაში და არის თუ არა რამე კრიზისი, თუმცა, ჩემი აზრით, ჩათვალეს, რომ ხაბეიშვილი დიდ გაერთიანებას ხელს უშლიდა და ამიტომაც გადადგა. თუ ეს არის კრიზისი, მაშინ ყოფილა.

დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებაზე მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმდებოდნენ. ამიტომ, თუ სააკაშვილმა ბოკუჩავას ლიდერობა მიიღო, ესე იგი პარტიაც მიიღებს და აქ საკამათო არაფერია. ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ლიდერს შეიძლება შეეწინააღმდეგოს, მით უმეტეს სააკაშვილს. ეს დიდი ხანია ასეა. ვისაც ხაბეიშვილი არ მოსწონდა და ვინც ჩათვალა, რომ მისი ლიდერობა არ შეიძლებოდა, მათ პარტია დატოვეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა დღის წესრიგში გაერთიანება დგას და ხაბეიშვილის ლიდერობა იქნებოდა ის საკითხი, რომელიც ამ გაერიანებას ხელს უშლიდა“, - ამბობს ძაბირაძე.

თუმცა ძაბირაძე მთლიანი ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნას მაინც გამორიცხავს. ხოლო, ბოკუჩავას ლიდერობით, ძველი „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებას, ანუ „ახლების“ და „ნაციონალების“ ისევ ერთი სიით გამოსვლას არ გამორიცხავს.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი შედეგს არ იძლევა. ამიტომ მის ადგილს დაიკავებს „გაწონასწორებული, მშვიდი, კონსტრუქციული, პოლიტიკაში უაღრესად გათვითცნობიერებული“ თინათინ ბოკუჩავა.

„რეალურად, არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ, ბოკუჩავას ხაბეიშვილისგან განსხვავებით, შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან. სასაცილო ის არის, ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა ისე დააბნია „ნაცმოძრაობა“, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის.

„ხაბეიშვილმა ხომ  თავით შეანგრია საავადმყოფოს კედელი, კბილებამდე შეიარაღებულ მცველებს ხელიდან გამოგლიჯა და გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი, ჩაიბარა რა ხელისუფლება, საქართველო დაჩქარებული წესით გააწევრიანა ნატოსა და ევროკავშირში. ახლა კი სერიოზულად, ლევან ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ის არაფრის გამკეთებელია, მისი უაზრო ჭიჭყინი და კედელზე თავის რახუნი, შედეგს არ იძლევა. რეალურად, არაფერი ისეთი არ მომხდარა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, უბრალოდ, ბოკუჩავას, ხაბეიშვილისგან განსხვავებით, შეუძლია ინგლისურადაც დაიჩივლოს უცხოელ პატრონებთან, მაგალითად, როგორ გააყალბეს არჩევნები, ან პოლიციელებზე თავდასხმის შემთხვევაში, დაკავებამდე იკივლოს ხელი გამიშვით ქალი ვარო...

როგორც ბრიფინგზე ითქვა, ეს გადანაცვლება სააკაშვილთანაც შეთანხმებულიაო, აკი სოფო ჯაფარაძე უნდა ყოფილიყო სიის პირველი ნომერი?! თუმცა ამერიკელების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე გამოცხადებულმა სანქციებმა, ისე დააბნია „ნაცმოძრაობა“, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბები გველის. მაშ ასე, ოპოზიციაში ახლი იდეებისა და მხიარულების დრო დაწყებულა!“ - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

მერაბ.g ხაბე ლენჩი და უვიცი რომ იყო ახლა გაიგეს? ყველაფერს მფორთხავი კი არ წყვეტს - რას ფიქრობს ევროპელი პენსიონერების რისხვა კეზერა? ეს ცვლილება არ დააშოშმინებს მელიას! გრძელკისერა ბატი ტასიკოარაფრით არაა გამორჩეული რომ ან პარტიები შეკრას, ან ხალხი მიიმხროს; ჩემი აზრით ნაცები და ჭუჭუ იმის საფრთხის წინაშე დგანან, რომ სამარცხვინო შედეგი აჩვენონ (10, 12, 13%) ახლა ეცდებიან, ვინმე ცოტა ისეთი მიიწებონ ( ვთქვათ თაღლითები და ჩახდილი, რუბლოვნა, ლომჯარია) რომ 20% როგორმე შეათაონ!
5 თვის უკან
Gami ბოკუჩავა საპატიო ყარაულში დგას?
5 თვის უკან
Gami " მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება" -- ციტატის ავტორი ძაბირაძე! ამას უშველეთ ვინმემ, მყვარებელი არ ჰყავს? ხომ ხედავთ, ბეტძენიშვილები, ხმალაძე, ხაინდრავა, უსუფა-ხიდაშელი, ბლუ ზაქარეიშვილი, баба-ягяკორძაია ვერ შველიან.
5 თვის უკან
Gami მგონი კეზერაშვილმა და მერებიშვილმა დაადეს ამ პარტიას.
5 თვის უკან
Gami მგონი კეზერაშვილმა და მერებიშვილმა დაადეს ამ პარტიას.
5 თვის უკან
Gami მგონი კეზერაშვილმა და მერებიშვილმა დაადეს ამ პარტიას.
5 თვის უკან
Gami ინდაური შეიცვალა ბატით!
5 თვის უკან
Gami ჰყავთ კიდევ ქათამი -- ს. ჯაფარიძე!
5 თვის უკან