შეერთებული შტატების ღრმად შეშფოთებულმა სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 36 „ურჩი“ საჯარო პირი სავიზო შეზღუდვებით დაასანქცირა. როგორც ავი ენები ამბობენ, ღრმად შეშფოთებულებს 800-კაციანი სია ჰქონიათ გამზადებული, რომელიც თავის ჯერს ელოდება. როგორც ჩანს, სანქციების პირველი ტრანში სასიგნალო გასროლა იყო საქართველოსთვის და მეორე ტრანშამდე, დასასანქცირებელთათთვის მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის მასტერკლასი ჩატარდება. თუ მიდგომამ არ გაჭრა, დანარჩენ ტრანშებსაც ერთი-მეორეს მიყოლებით მოგვაშველებენ ოკეანის გაღმიდან. ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ სანქციებს არც გვარ-სახელები მოჰყოლია და არც კონკრეტიკა. მიმეზად „ქართული ოცნების“ პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებები, განცხადებები და რიტორიკა დასახელდა და არაფერია ნათქვამი იმ ავადასხსენებელ ე.წ. რუსულ კანონზე. „გამჭვირვალობის კანონი“ რომ არაფერ შუაში იყო იმ ბაკქანალიასთან, რაც რამდენიმე თვეა საქართველოში ტრიალებს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ასეულმა გულუბრყვილო ახალგაზრდამ არ იცოდა, თორემ თინა ხიდაშელმა იმთავითვე გაგვაფრთხილა - ჩინეთს უფრთხილდითო. ხიდაშლმა რატომ თქვა? ეს სხვა საუბრის თემაა და ახლა ამაზე არ შევჩერდებით.
ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთთან პარტნიორობაზე შევთანხმდით, რასაც მოყვა უვიზო მიმოსვლა, ფრენები და მთავარი - ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს გამოკვეთოს საკუთარი როლი რეგიონში, იგი ლოგისტიკურ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც წესით, ქვეყნის კეთილდღეობის წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს ამბიციებმა რეგიონში ჩინურ-ამერიკული ინტერესები დააპირისპირა ერთმანეთს, რისი კვალიც დაეტყო ქართულ პოლიტიკას და ქართული საზოგადოება ორად გახლიჩა.
სუვერენიტეტის განმტკიცება და დეკოლონიზაციის დასარული - ასე ჰქვია საქართველოს ბრძოლას, რომელიც ჯერ, ბუნდოვანია როგორ დასრულდება. შესაბამისად, ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, შეძლებს თუ არა პატარა საქართველო იმპერიათა ჭიდილში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას; რა როლს მიუჩენს მას გლობალური პოლიტიკა, მით უფრო, რომ 2022 წლიდან ჯიუტად ეწინააღმდეგება მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას და ამის გამო, ლამის, მტრად მოიკიდა დასავლეთის გავლენიანი წრეები.
ომისა და მშვიდობის ამ გადაღაბნილი პოლიტიკის ფონზე, For.ge შეეცადა, საქართველოს სამომავლო კონტურები გამოეკვეთა და ამ მიზნით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ესაუბრა.
დღეს ჩვენ მსოფლიოს ახალი გადანაწილების, ანუ ახალი წესრიგის პროცესს ვაკვირდებით, რამაც საქართველოც ჩაითრია იმპერიათა ჭიდილში. თუმცა, ქართული პოლიტიკა ჯერაც ვერ გასცდა „გამჭირვალობის კანონის“ ფარგლებს. იმთავითვე გასაგები იყო, რომ ხელისუფლების მხრიდან, კანონის მეორედ შემოტანა, ერთგვარი პროვოკაცია იყო და რაღაც უფრო დიდი პროცესების მომსწრე გავხდებოდით. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა ქვეყნის სუვერენიტეტზე, შიდა თუ გარე აქტორების არნახული ზეწოლა გამოიწვია „ქართული ოცნებაზე“. ქვეყანა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაიწერა დასავლური კურსი და ნატოში გაწევრიანება, მკვეთრად აკრიტიკებს დასავლეთს. მაგრამ, საინტერესოა თავად დასავლური პოზიცია - თითქმის ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია, ცალკეული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები თუ ნატოს ხელმძღვანელობა გვაფრთხილებს და გვემუქრება - რასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ცდილობენ, საქართველოს მაგალითით ურჩობის პრეცედენტი არ დაუშვან თუ რეალურად, ჩვენ საქმესაც ვიფუჭებთ და დასავლეთსაც პრობლემებს ვუქმნით?
- მართალი ბრძანდებით. პირველ რიგში, ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო წესრიგის გადახედვის ფაზაში. ის წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოტსდამის წესრიგით არის ცნობილი, დაიშალა, არ მუშაობს და ახლა ხდება გადაფორმატება. მხარეები იბრძვიან გავლენისთვის, ვის რა პოზიციები ექნება ახალი შეთანხმებით.
საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციამ პოტსდამის წესრიგი ნელ-ნელა მოარღვია. ვიცით, რომ სამი ბანაკი იყო - სოციალისტური, კაპიტალისტური და მიუმხრობელ სახელმწიფოთა გაერთიანება. ერთ-ერთმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. შემდეგ, უკვე კაპიტალისტურმა ბანაკმა მოინდომა ექსპანსია. ექსპანსიის ინსტრუმენტები იყო: ერთი სამხედრო-პოლიტიკური, ნატოს სახით და მეორე - ეკონომიკური, ანუ „ვაშინგტონის კონსენსუსი“, რაც გულისხმობდა სხვა სახელმწიფოების კოლონიურ დამორჩილებას, მათგან რესურსების ამოქაჩვას და ამის სანაცვლოდ, საკუთარი სამრეწველო პროდუქციის და ინტლექტუალური პროდუქტის გასაღების ბაზრების ჩამოალიბებას. ამაში მოექცა საქართველო.
დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობის ანალიზი რომ გააკეთო, აშკარაა, ეს არის კლასიკური, მეტროპოლია-კოლონიის ურთიერთობები, როდესაც ჩვენგან გადის ბუნებრივი რესურსები, მათ შორის შრომითი რესურსი, რომელსაც იაფად იყენებენ საკუთარ ეკონომიკებში, რის სანაცვლოდ, ჩვენ მათგან სამრეწველო პროდუქციას ვყიდულობთ.
ნატოს ექსპანსიას რაც შეეხება, რამდენიმე ტალღა იყო - ჯერ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. 2008 წელს კი, ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის პოტენციური წევრობაც ოფიციალურად ჩაიწერა დეკლარაციაში, რამაც გამოიწვია რუსეთის შეშფოთება. რუსეთისთვის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე არის ეგზისტენციური საფრთხე. ნატოს მიერ, აღმოსავლეთ ევროპის დაბლობის კონტროლი სამხედრო სტრატეგიულად ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დაუცველი ხდება, რადგან ამ დაბლობიდან, ანუ უკრაინის ტერიტორიიდან სატანკო არმიების შეტევით შესაძლებელია რუსეთის ოკუპაცია და ის თავს ვერ დაიცავს. ასევე, მათთვის პრობლემაა ნატოს სტრატეგია: 1. უკრაინის ტერიტორიიდან მუქარა რუსეთის მიმართულებით და 2. ე.წ. „ვოლგოგრადის ხაზი“. ვგულისხმობ, ვირტუალური ხაზს დონეცკის საზღვრიდან ყაზახეთის საზღვრამდე, რისი გადაკეტვა სურს ნატოს. ამ ორი მონაკვეთიდან შეიძლება რუსეთის დამორჩილება და, საერთოდ, დაშლაც კი, ვინაიდან რუსეთი წყდება გაუყინავ, თბილ ზღვებს. ბალტიის ზღვა, პრაქტიკულად, უკვე ბლოკირებულია ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის შემდეგ. ხოლო შემდგომი ნაბიჯი შავი, აზოვის და კასპიის ზღვებიდან მისი მოკვეთაა. ამას ხედავს რუსეთი და ამიტომაც დაიწყო სამხედრო კამპანია. ერთი შეხედვით რუსეთი აგრესიას ახორციელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, უკრაინის მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ ნატოს ეს მრავალტალღოვანი გაფართოება ბევრის მიერ აღიქმება გეოპოლიტიკურ აგრესიად. მაგალითად, სი ძინპინი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური აგრესია. ჯეფრი საქსი, ცნობილი ეკონომისტი, პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთმა ნატოს გაფართოებით პროვოცირება გაუკეთა რუსეთის ასეთ ქმედებას. რაც შეეხება თავად უკრაინას, სამწუხაროდ, უკრაინის სახელმწიფოს გატაცება მოხდა. მას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს და უკრაინელი ხალხი, სამწუხაროდ, დღეს ვერ წყვეტს თავის ბედს. საქართველოს ასევე იყო გატაცებული 2004 წლიდან 2012 წლამდე, როცა აქაურობას მარიონეტი მართავდა, რომელმაც ორჯერ შეგვატაკა რუსეთს - 2004 წელს ცხინვალში დაიწყო სამხედრო მოქმედებები და 2008 წელს აგვისტოს ომი.
დღეს რატომ ითხოვს დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, როცა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და ამასობაში ეს უზარმაზარი ქვეყანა ნანგრევებად იქცა?
- როგორც ჩანს, ომის წინ, ნატოს გენერლების გათვლები ეფუძნებოდა იმას, რომ რუსეთს არცთუ ისე დიდი და ძლიერი არმია ჰყავდა, მაგრამ ამ ორ წელიწადნახევარში რუსეთმა დააკომპენსირა და მოახდინა არმიის მობილიზება. აამუშავა სამხედრო კომპლექსი, 1500 ქარხანა სამ ცვლაში მუშაობს, უშვებს უფრო მეტ შეიარაღებას და ტყვია-წამალს, ვიდრე ნატოს ბანაკის 50 ქვეყანა. შესაბამისად, იმ სცენარით არ წავიდა სამხედრო მოქმედებები, როგორც ნატოს ჰქონდა გათვლილი. რუსეთი სტატეგიულად არ დამარცხდა. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახლა რაღაც დამატებითი გამაღიზიანებელი იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ძალები სადმე სხვაგან გაიფანტოს. ასეთად ეჩვენებათ საქართველო, რომელსაც აქვს კონფლიქტური რეგიონები - აფხაზეთისა და ცხინვალის სახით, სადაც რუსული ბაზებია განთავსებული. ამიტომ აქ ძალიან მარტივია დაპირისპირების დაწყება.
მით უმეტეს, რუსული ბაზები აქვეა და საქართველოს სრული ოკუპაცია განა რა რესურსს მოითხოვს, რომ ამაზე დაამყაროს დასავლეთმა იმედები? შეიძლება 1 საათშიც კი გაწყვიტოს ქვეყანა შუაზე.
- ერთ საათში ვერ დამთავრდება, ეს არის მათი გათვლაც. საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციას და შემდეგ გაკონტროლებას, მინიმუმ, 60 ათასი სამხედრო სჭირდება. საერთოდ, ოპტიმალურია 100-120 ათასი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საქართველო პატარაა, მაგრამ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიებია გასაკონტროლებელი, მით უმეტეს საზღვრები გვაქვს ნატოს წევრ თურქეთთან, შავ ზღვაზე სანაპირო გვაქვს საკმაოდ დიდი, საზღვრები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან. შესაბამისად, გათვლა იყო, ალბათ, რამდენიმე ათეული ათასი მოჯაჰედის და რადიკალი ისლამისტის გადმოსროლაზე, რომლებიც პარტიზანულად ომს გაუჩაღებდნენ რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე.
ანუ, მთლიანად კავკასიის აფეთქება მოხდებოდა - იგივე ანაკონდას მარყუჟი?
- კი, პარტიზანული ომების ტაქტიკით, ალბათ. დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს თავისუფლად შეეძლო აფხაზეთის ომიც გაეჩერებინა. ელცინის ხელისუფლებას ისინი სრულად აკონტროლებდნენ. 1992 წელს დასავლეთის კმაყოფაზე იყო მთელი რუსეთი და მისი ელიტა. 98-წლის გალის მოვლენები, დაძაბულობის ზრდა, შემდეგ 2004 წლის ცხინვალში სააკაშვილის პროვოცირებული დაძაბულობა, 2008 წლის ომი - როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად რუსეთთან სამხედრო ხასიათის დაჯახებები გვქონოდა. როცა არ გვქონდა ეს დაჯახებები, ისეთი სიტუაცია ყოფილიყო, რომ მოლაპარაკება და ნორმალიზება ვერ მომხდარიყო. ამ ხელისუფლებამ ეს სიტუაცია გაშიფრა და 2022 წლის მარტში, პირდაპირ როცა მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოგვმართა - ხალხო, იცოდეთ, არის ზეწოლა, რომ გავხსნათ მეორე ფრონტიო. მოკლედ, ეს რისკები დღესაც არაა განელებული, რადგან დასავლეთი უკრაინის სამხედრო თეატრში გაიჭედა. მეორე ფრონტი მათთვის უკვე ეგზისტენციალურია, რასაც ეს ხელისუფლება არ ეთანხმება. შესაბამისად, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება შეცვალოს. მაგრამ, როგორ უნდა შეცვალონ?! სოციოლოგიას ვიცნობთ, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. შეიძლება იგი ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ მხადამჭერები ყველაზე მეტი ჰყავს. ანუ, არჩევნების გზით ეს ამბავი არ გამოდის. შესაბამისად, უკვე სამი მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების. ფერადი რევოლუციების ტექნოგოლგიები კი აქვთ შესწავლილი, მაგრამ ამანაც არ იმუშავა, რადგან დასავლეთმა თავიდანვე დაუშვა სერიოზული შეცდომა, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანა და მეორე - როდესაც ქართველმა ხალხმა 2012 წელს პანღურით გააგდო სააკაშვილი, ის შემოატრიალეს და ოპოზიციად დანიშნეს. პლუს, ამას ემატება ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაზე, ამ ულტრალიბერალური გიჟური იდეების დასანერგად ზეწოლა მიდის.
მარტივად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, სხვადასხვა ფრონტზე მიდის ბრძოლა - ერთია რეალური ომის საფრთხე და მეორე - იდეოლოგია.
პრინციპში, ეს იდეოლოგიაც არ არის, ეს არის ტექნოლოგია, რომ ადამიანი დაშალონ, საზოგადოება დაშალონ ატომებად, რადგან შემდეგ, იგი უფრო ადვილი სამართავია. ეს ულტრალიბერალური ტექნოლოგია გულისხმობს უმცირესობების ჯგუფების ჩამოყალიბებას და მათ დიქტატს უმრავლესობაზე. ამას ისინი ეძახიან „პოზიტიურ დისკრიმინაციას“. ესეც, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მიუღებელია ასევე ეკლესიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანია, რაც წლების მანძილზე მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლეს. რეიტინგებში ეკლესია იკავებს მუდამ ლიდერ პოზიციას და 90% პატრიარქს ენდობა.
რაც შეეხება კანონს, ენჯეოების შესახებ, ის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელშიც შედის არასამთავრობო ორგანიზაციები, ლიბერალური მედია და ის 17 პოლიტიკური პარტია, დანიშნული ინტელიგეცია (ვითომ პოეტები, მწერლები, მსახიობები), ამათ ყველას ხელფასს უხდიან. ამათ შორის ენთუზიასტები თითო-ოროლაა. ჩემი გათვლებით, დაახლოებით 20 ათასი ადამიანია მუდმივ ხელფასზე, ზოგი პირდაპირ ხელფასზეა, ზოგი ჰონორარზე, ვიღაცა ლექციას წაიკითხავს და 500 დოლარს გადაუხდიან, ასე ვთქვათ, კარგად აცხოვრებენ. აქედან მეხუთე კოლონის მიზანი და ფუნქცია არის ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გავიდეს დასავლეთისთვის სასურველი პოლიტიკის ჩარჩოებიდან.
საინტერესო იცით რა არის, დასავლეთი ფსონს დებს ისევ იმ ძველ გაკოტრებულ ძალაზე, რომლის ხელისუფლებაში კვლავ მოსვლას საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაუშვებს და მეორე, როდესაც გაქვს გარკვეული ინტერესი, რომ ქვეყანა შენი მოკავშირე იყოს, მიზნის მიღწევის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა. გვახსოვს, ამერიკელებმა როდესაც იყიდეს „თელასი“ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ცოტახანი მართეს და ბოლოს ისევ თვითონ რუსებს მიჰყიდეს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თუ საფინანსო სექტორს არ ჩავთვლის, პრაქტიკულად, ადეკვატური ინვესტიციებიც კი არ განახორციელეს, რომ ეკონომიკის დონე გაუმჯობესებულიყო ამ 3-მილიონიან ქვეყანაში. პირიქით, ვხედავთ მუქარებს და ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც დასავლეთის მიმართ, საზოგადოებაში ნიჰილიზმი გააღვივა.
- კარგი კითხვაა, ამერიკული ინვესტიციები, წელიწადში, საშუალოდ, 80 მილიონ დოლარს შეადგენდა, ამერიკის მასშტაბებისთვის ეს არის კაპიკები. ისიც საფინასო სფეროში ჩადებული კაპიტალია უმთავრესად. გაცილებით მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჰოლანდიას, დიდ ბრიტანეთს, თურქეთსაც არანაკლებ ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული, ვიდრე აშშ-ს. ის, რომ შეერთებულ შტატებმა არ მოგვცა „მარშალის გეგმა“ ანუ საქართველოს აღორძინების გეგმა, ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე - მათი გეგმა არ არის ამ ტერიტორიას აყვავება, მათი გეგმა არის პირიქით, სამხედრო დაპირისპირებაში გამოიყენოს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის დასუსტებაზე, ყურადღების გადატანის მიზნით.
ადრე ერთ-ერთ ამერიკელ სამხედროს ველაპარაკე, რომელმაც თქვა, რომ მათი ხედვით, დიდი კონფლიქტის დროს, საქართველოს ტერიტორია 72 საათში შეიძლება მათი მეტოქის, ანუ რუსეთის კონტროლს ქვეშ აღმოჩნდეს და სამრეწველო ობიექტებს რატომ დავუტოვებთ ჩვენ მტერსო! - ასეთი მიდგომები აქვთ. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით კაბალაში ჩაგვაგდეს. ისეთ რაღაცებზე გაიცა ვალი, რაც პირდაპირ ფულს არ იძლევა.
ანუ?
- მაგალითად: გზა, გვირაბი, ხიდი - ამ ყველაფერს პირდაპირ ხომ არ მოაქვს შემოსავალი?! ასეთ რაღაცეებში მოგვცეს ვალი პროცენტებით. ჩაგვსვეს ვალის კაბალაში და ყოველ წელს 400-500-700 მილიონი დოლარი ჯდება მარტო პროცენტების მომსახურება. გაცილებით მეტი გვაქვს გადახდილი, ვიდრე მაგათმა მოგვცეს. გარდა ამ ვალისა, მათი ე.წ. რეკომენდაციებით არ გვაძლევენ ინდუსტრიის განვითარების საშუალებას, რამაც გამოიწვია უმუშევრობა და საქართველოს დემოგრაფიული დაცლა. ესეც მართული პროცესია, რომ შრომისუნარიანი ხალხი წავიდეს და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში იმუშაოს და მათი ეკონომიკა ააშენოს. როდესაც კოლონიას ფლობ, კოლონიაში შენ არ გაინტერესებს ბევრი ხალხი, შენ გაინტერესებს ბუნებრივი რესურსი და კარგი გზა, რომ ის ბუნებრივი რესურსები გაიტანო ოპერატიულად. ეს მეტროპოლია-კოლონიის სისტემა აგვიწყეს, მაგრამ ჩვენ უკვე დავბრძენდით, ჭკუა ვისწავლეთ, მართალია გვიან. მაგრამ... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
დასავლეთსა და „ქართული ოცნებას“ შორის ბზარის გაჩენის პირველი ნიშანი, თუ სწორად მახსოვს, „ოცნებისგან“ დეპუტატების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა იყო, რომელმაც „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბა და მან დაიწყო საუბარი ისეთ თემებზე, რაზეც ხელისუფლება ვერ ისაუბრებდა. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ღარიბაშვილი ჩავიდა ჩინეთში. ესეც გარკვეული სიგნალი იყო, რომ რაღაც იცვლებოდა დასავლეთთან ურთიერთობაში. ბოლო იყო კობახიძის თურქეთში ვიზიტი, როდესაც ერდოღანმა გააკეთა განცხადება, რომ ინვესტიციები 3,5 მილიარდიდან 5 მილიარდამდე გაიზრდებაო. ანუ, ხელისუფლება უკვე ემზადებოდა ცვლილებებისთვის, მაგრამ ამ პატარა ქვეყანის ხელისუფლებას, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს, რა რესურსი, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადაგას? მარტივად რომ ვთქვათ, რა გარანტიები აქვს?
- რა თქმა უნდა, პატარა სახელმწიფო როცა აჯანყდება და ამბობს, რომ აღარ მინდა კოლონია ვიყო, ამას მოყვება დასჯის სხადასხვა ღონისძიებები. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გარემო გვაქვს - ირანი, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ისინი სამხრეთ კავკასიაში დიდ ომს არ დაუშვებენ. მათ გაცილებით მეტი გავლენის საშუალება აქვთ ჩვენს რეგიონზე, ვიდრე შეერთებულ შტატების ბაიდენის ადმინისტრაციას, ან თუნდაც, რომელიმე ევროპულ ქვეყანას. ამიტომ, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, ვინაიდნ თურქეთი, ირანი და რუსეთი არ დაუშვებენ აქ დესტაბლიზაციას. მეორე არის ჩინეთის პოზიცია, რომელიც აშენებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ დიდ პროექტს, რომ თავი აარიდოს ოკეანის მარშრუტებს და თავისი სავაჭრო ნაკადებისთვის გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია. გარდა ამისა, ინდოეთის პოზიციაც ჩვენთვის ხელსაყრელია, რომელიც ირანში აშენებს ჩაჰბაჰარის პორტს და სომხეთის გავლით, ჩვენზე ერთ-ერთი შტო წამოვა ევროპის და რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, არც ირანის, არც თურქეთის და არც რუსეთის ინტერესში არ შედის, რომ საქართველოში აირიოს სიტუაცია. გარდა ამისა, ევროპის ინტერესებშიც არ შედის, რომ აქ ქაოსი იყოს. ომიც რომ მორჩეს, 10-20 წელი ცივი ომის მსგავსი იქნება. ევროპასა და რუსეთს შორის ძალიან ლიმიტირებული იქნება ეკონომიკური ურთიერთობა, ერთგვარი კედელი იქნება აღმართული. ევროპა, ყოველწლიურად, დაახლოებით, 60 მილიარდი დოლარის ბუნებრივ რესურსებს ღებულობს შუა აზიიდან და ყაზახეთიდან. ეს არის აუცილებელი მათი მრეწველობისთვის. აქამდე ეს ტვირთი რუსეთიდან მიდიოდა, ახლა რუსეთიდან ვეღარ წავა იმ რაოდენობით, ირანის მარშრუტი მათთვის მიუღებელია, დარჩა მხოლოდ საქართველო. ევროპისთვის ერთადერთ კარიბჭედ, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო რჩება, საიდანაც აუცილებელი რესურსები უნდა მიიღოს ყაზახეთიდან და შუა აზიიდან. თუ არ მიიღებს, მისი ეკონომიკური მრეწველობის დიდი ნაწილი გაჩერდება. შესაძლოა, ჰქონდეს 5 და 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის რეალურ სექტორში.
მაშინ რატომაა ამ ამერიკულ კაკაფონიაში ჩართული ევროპაც? გასაგებია ამერიკის გავლენა ევროპაზე, მაგრამ მთლად ასე, ხარაკინზე რატომ უნდა წახვიდე?
- ევროპის რიტორიკა და ევროპის მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვაა. მაგალითისთვის, მე მოვიყვან „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც საფრანგეთის პარლამენტმა ახლახანს მიიღო, მოხსენებით ბარათში ეწერა, რომ ეს ჩვენ გვჭირდება, მათ შორის ამერიკის ზეგავლენისგან თავდასაცავადო. იქ კონკრეტული ხიფათიც იყო ნახსენები, რომ ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციები ახდენენ მეოთხე სექტორის მეშვეობით გავლენას ბიზნესთან დაკავშრებით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს ევროპაზე გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ჩვენზე. ნუ, ისინი რიტორიკით ერიდებიან შეერთებული შტატების ჰეგემონიაზე კითხვის ნიშნის დასმას, მაგრამ კულუარებში სხვა საუბრები მიდის. ევროპაში ლიბერალური ტრენდი სულ უფრო სუსტდება, დეგრადირებულია, ფიგურები ევროპაში დისკრედიტირებულია, გვახსოვს კორუფცირებული სკანდალები და უამრავი ასეთი რამ. ასე რომ, ძლიერდება მემარჯვენე ტრადიციული კონსერვატული ფრთა, რომლის ლიდერია უნგრეთი. ასეთი ევროპა კი ჩვენთვის მისაღებია, ხელსაყრელია მათი რეალური პოზიცია და არა ის, რასაც პრესკონფერენციებზე აცხადებენ. შესაბამსად, დარჩა ბაიდენის ადმინისტრაცია.
ჩვენ არ გვაქვს ანტიამერიკული განწყობები და პოზიციები, ჩვენ გვაქვს პრობლემა ულტრალიბერალიზმის მატარებელ პოლიტიკურ ძალებთან, რომელსაც ბაიდენი წარმოადგენს. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს პრობლემები ასე მწვავედ არ იდგა. თუ ტრამპი აირჩიეს, იგივე მოხდება - ახალი ურთიერთობები გაჩნდება, დალაგდება მეტ-ნაკლებად. ამიტომ, ჩვენ ეს სუვერენიტეტის გზა რომ დავიწყეთ, ახლა ევროპასთანაც და აშშ-თანაც ახალ ურთიერთობებზე უნდა მოვილაპარაკოთ. ძველი ურთიერთობები ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან მხოლოდ მათი ინტერესია გათვალისწინებული გინდა ეკონომიკაში, გინდა პოლიტიკურ ნაწილში. პლუს ამას, პირადად მე ვფიქრობ, რომ ევროპა თვალთმაქცობს იმით, რომ გვპირდება ევროკავშირის წევრობას, და რეალურად, ის ამას არ აპირებს, ვინაიდან მოტივაცია არ აქვს. მას ყველაფერი აქვს აბსოლუტურად: ღია ბაზარი საქართველოში; ღია ფინანსური სისტემა; მათი კაპიტალი ზემოგებებზე მუშაობს საბანკო სექტორში, სამჯერ მეტზე, ვიდრე თავის ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევცვლოთ, სხვანაირად ევროპა ვერ იქნება დაინტერესებული ჩვენი პოტენციური წევრობისთვის. ევროპა, პირველ რიგში, ეს არის საერთო ბაზარი, საერთო საბაჟო ტარიფები და ა.შ. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ევროკავშირში გაერთანება, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი იმას, რომ არსებული ვაჭრობის რეჟიმი, არასამართლიანი ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი შეიცვალოს საქართველოს სასიკეთოდ.
ალბათ, დროა, ვისაუბროთ ჩინეთთან ურთიერთობაზე. სხვათა შორის, როგორც კი პრემიერი ჩინეთში ჩავიდა და საქართველომ და ჩინეთმა პარტნიორობაზე დაიწყეს საუბარი, საქართველოში გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ჩინეთის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, საინტერესო აქ ის არის, ციფრებით რომ ვისაუბროთ, დათვლილი თუ არის, რა სარგებელს მოგვცემს ანაკლიის პორტის მშენებლობა?
- ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის დივერსიფიკაცია და მრავალ პოლუსს შორის ბალანსირება ეს არის ყველაზე ოპტიმალური პოლიტიკა, რომ გადავრჩეთ. ამიტომ, ძალის ცენტრებთან (შეერთებული შტატები, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და რეგიონი - თურქეთი და ირანი), ყველასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობები და პირველ რიგში, ეკონომიკური. ჩინეთის საქართველოში შემოყვანა, ვფიქრობ, რომ სასარგებლოა. ვინც წინააღმდეგია, მინდა ვუთხრა, რომ კომპანია, რომელიც აშენებს ანაკლიის პორტს ჩინურია - 63,8%-ით. მაგრამ მინორიტარული ინვესტორები არიან „ბლექ როკი“ და ინგლისური კომპანიები. 2020 წელს ამერიკის პრეზიდენტმა გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვით, შეზღუდვა დაუწესა ამერიკის მოქალაქეებს და კომპანიებს ამ კომპანიის აქციების შეძენაზე და ფლობაზე. შესაბამისად, ნიუ-იორის საფონდო ბირჟიდან მათ მოხსნეს აქციები, მაგრამ ვაჭრობენ ჰონკონგისა და შანჰაის ბირჟებზე. ეს არის უზარმაზარი კომპანია, რომელსაც 800 მილიარდზე მეტი კაპიტალიზაცია აქვს და ბევრი პორტი აქვს აშენებული. ანაკლიის პორტზე ერთი ჭეშმარიტებაა, ამდენი ტვირთი აქვს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია გაატაროს და ეს არის ჩინეთი. შესაბამისად, ჩემი აზრით, ოპტიმალური არის მთავრობის წინადადება, რომ საკონტროლო პაკეტი - 51% საქართველოს სახელმწიფოს ექნება, ინვესტორს კი დანარჩენი. თავდაპირველად განხორციელდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 12 მილიონი ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. ეს არის, დაახლოებით, 600 ათასი კონტეინერი. ამას დაემატება შემდეგ მეორე, მესამე ფაზა. ეს პორტი გახდება „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ჩინური მთავარი მაგისტრალის საკვანძო ლოჯისტიკური ჰაბი. ამას მოყვება უკვე უამრავი ინფრასტრუქტურა პორტის გარშემო, საწყობები, ლოჯისტიკური ცენტრები. ვფიქრობ, რომ დიდი შანსია „ალიბაბას“ ანუ ჩინური „ამაზონის“ დიდი ლოჯისტიკური ცენტრიც კი მოჰყვეს... საბოლოო ჯამში 100 მილიონზე მეტმა ტვირთმა უნდა გაიაროს. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, 2 მილიარიდის შემოსავალია საქართველოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით ინდურ ტვირთებს, რომელიც ევროპაზე და რუსეთზე უნდა წამოვიდეს და ესეც ცალკე, დამატებითი შემოსავალია. გამოდის, რომ ყველა ვექტორი საქართველოზე გაივლის. აქ უკვე ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძი აჩენს გეოპოლიტიკურ აუცილებლობას იმისა, რომ კონფლიქტური რეგიონების დებლოკაცია მოხდეს - აფხაზეთისა და ცხინვალის მარშრუტების. ეს რუსეთს დააფიქრებს, რომ ეს გზები გახსნას, მაგრამ გახსნა შეუძლებელია, თუ არ მოგვარდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ანუ, ეს შანსიც ჩნდება.
ეკონომიკას რაც შეეხება, ჩვენ ჩვენი სუვერენული ეკონომიკური გეგმა უნდა შევქმნათ. ჩინელი, ისევე, როგორც ამერიკელი, ქარხანას არ აგიშენებს იმიტომ, რომ მათთან კონკურენციაც არ სჭირდება. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება 1000 საშუალო ზომის ქარხანა, სადაც, თითოეულში დაახლოებით 200 კაცი იმუშავებს. ჯამში 10 მილიარდი გვჭირდება ინდუსტრიაში დასბანდებლად. მხოლოდ ასე მოხდება საქართველოში სიმდიდრის დაგროვება, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა და ემიგრანტების დაბრუნება.
საერთოდ, არსებობს სიმდიდრის დაგროვების 4 წყარო. პირველი, ეს არის ცოდნა, ანუ ინტელექტი, მეორე არის ბუნებრივი რესურსები, მაგალითად ბევრი ნავთობი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. მესამე - ფინანსური კაპიტალი, ბანკის კრედიტები, რაც ჩვენ ასევე, არ გვაქვს და მეოთხე არის სამრეწველო პროდუქტი. არც ერთი სახელმწიფო არ გამდიდრებულა მრეწველობის გარეშე. სამხრეთ კორეა არის ამის მაგალითი. თუნდაც სტალინის დროს ინდუსტრიალიზაცია და ა.შ. ეს არის ჩვენი გზა და ამას პლუს სოფლის მეურნეობა ბმაში კვების მრეწველობასთან. მაგალითად, 1988 წელს, ჩვენ ვუშვებდით, 970 მილიონ კონსერვის ქილას. ტრადიციები გვაქვს, ცოდნაც არის, საჭიროა კადრების მომზდება, უბრალოდ, სოფლის მეურნეობა კვების მრეწველობასთან ბმაში უნდა განვავითაროთ, რადგან სოფლის მეურნეობა დიდწილად დოტაციურია, ხოლო კვების მრეწველობის რენტაბელობა მაღალია და ეს ორი დარგი ერთმანეთს დააბალანსებს. აქეთ ლოჯისტიკა ლაგდება და საქართველო გახდება ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მსოფლიოში, დაახლოებით, 10-15 წელიწადში.
ეს ჯერ თეორიებია, რეალობა კი ისაა, რომ ქვეყანაში არის არეულობის, დესტაბილიზაციის მცდელობა. წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც, დიდი ალბათობით, გაყალბებულად გამოცხადდება, ანუ წინ გველის კიდევ უფრო ცხელი შემოდომა. რამდენად გაუძლებს ხელისუფლება ამ გამოწვევებს?
- ვფიქრობ, ხელისუფლება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. გადატრიალების ბოლო მცდელობას ღირსეულადაც გაუძლეს, პირწმინდად მოიგეს ეს რაუნდი - მეხუთე კოლონა გაფარჩაკდა. ბოლოს შერჩათ რა?! - „უჩა ფიქჩერსის“ სკანდალი, რომელსაც გაგრძელება ექნება. სხვათა შორის, ხელისუფლებამ, ალბათ, უნდა გამოაქვეყნოს „უჩა პიქჩერსის“ მონაწილე იმ ცნობილი ადამიანების გვარები, რომლებიც სჯაროდ გვმოძღვრავენ. დიდი შანსია, ამ კადრებით რომელიღაც უცხო სახელმწიფოს ისინი დაეშატნაჟებინა და გადაებირებინა. რომ არ მოხდეს ისე, რომ ხალხმა არ თქვას, ხელისუფლებამ გადაიბირაო და ეჭვი არ იყოს ყველა პოლიტიკოსზე. ამიტომ ამ ხალხის სია უნდა გამოქვეყნდეს. მე არ ვამბობ, რომ ვიდეოები უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად, მათ საჯარო სივრცის დატოვება მოუწევთ.
რევოლუციის ტექნოლოგია გულისხმობს ორ აუცილებელ კომპონენტს. ერთი არის ის, რომ უმრავლესობა დაადუმონ, აი, ამ ბულინგებით, დარცხვენით და ა.შ. ეს ვერ მოახერხეს, პირიქით, უმრავლესობა შეტევაზეა. მეორეა ხელისუფლების მონოლითობის დაშლა. სულ 4 კაცი „გადახტა“, მე რაც დავთვალე. 2 საკრებულოს წევრი, ერთი მინისტრის მოადილე და ის ერთი ელჩი. ანუ, მონოლითობა შეინარჩუნეს, რაც დასაფასებელია. ყველას ესმის ამ ბრძოლის არსი და მნიშვნელობა. ოქტომბერ-ნოემბერში გველის დიდგორი, მაგრამ ეს დიდგორი იქნება და ეს წინასწარ ვიცით, რომ მოვიგებთ, მაგრამ ბრძოლა იქნება. სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი დიდი სახელმწიფოების სისტემები. აი, დიდგორის მერე რაც დაიწყება, ეს იქნება სერიოზული შენება. დიდგორს რა მოჰყვა - ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკის აღმავლობა, ხალხის კეთილდღეობა.
ევროკავშირში ველოდებით ცვლილებებს, ვნახოთ. ამერიკაშიც საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესი - ტრამპს, ალბათ, დააპატიმრებენ. პატიმარი ტრამპი, ალბათ, მაინც ჩაერთვება საარჩევნო მარათონში, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებს და ისევ დემოკრატები დარჩებიან ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში საქართველოს ბრძოლა როგორ დამთავრდება?
- საქართველოსთვის და შეერთებული შტატებისთვის ჯობია, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში დაიწყება კათარზისი, ანუ განწმენდის პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტო დევნა მიდის მასზე. პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება ამერიკულ საზოგადოებაშია. სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ დემოკრატიის გზას გადაუხვიეს. პოლიტიზირება ხდება სასამართლო სისტემის, პარტიული ნიშნით ინიშნებიან მოსამართლეები, საქართველოში არსებული დემოკრატიის სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება დღევანდელი ამერიკული დემოკრატია. ტრამპი თუ წააგებს, კვლავ უსამართლოდ, ამ შემთხვევაში, სერიოზული ამბოხებაც კი შეიძლება მოხდეს, ტრამპის მომხრეებში ძალიან მაღალია რადიკალიზმი. როდესაც გამოუცხადეს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება, ბევრი ტრამპის მოხმრე სოციალურ ფორუმებში წერდა, რომ დროა, იარაღს მოვკიდოთ ხელიო. შესაბამისად, სამოქალაქო დაპირისპირება შესაძლოა რეალობად იქცეს, რაც გამოიწვევს ამერიკის დეზინტეგრაციას. ამხელა სახელმწიფოს დეზინტეგრაცია მსოფლიოსთვის უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ეს ბირთვული სახელმწიფოა, თანაც მასზეა ევროპა დამოკიდებული. თუ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეინარჩუნა ხელისუფლება, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის გაგრძელებას უკრაინაში. შეიძლება ომი სხვა წერტილებშიც მოხდეს.
რაც შეგვეხება ჩვენ, დასავლეთი, აბსოლუტურად ყველა სფეროში, ჩვენგან სარგებელს ღებულობს, გინდა ფინასური სფერო აიღეთ, გინდა ეკონომიკა და გინდა ვაჭრობა. არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს მეტი სარგებელი მათგან, ვიდრე მათ ჩვენგან. ამიტომ არ ველი ქვეყნისთვის ფინანსურ სანქციებს. ვიზებს თუ დეპუტატებს არ მისცემენ, ეს სერიოზული არაა, რადგან არ არის ადეკვატური არჩეული პარლამენტარის დასჯა იმისთვის, რომ კანონს ხმა მისცა. ასეთი რამ გაუგონარია. ეს ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი აღარ აქვთ და სუსტი პოზიცია გვაჩვენეს. მეხუთე კოლონამ სამ თვეში უნდა წარმოგვიდგინოს რაში რას ხარჯავენ, როგორც ჩანს, ბევრი ფონდი აღარ დარჩება ქვეყანაში. მაგალითად, ყირგიზეთმა, რომ მიიღო მსგავსი კანონი, ერთ კვირაში სოროსის ფონდი წავიდა იქიდან. რამდენიმე სუბიექტისგან იგივეს მოველი. მაგრამ, რა მინდა ვურჩიო, მაინც ქართველები არიან, მათ აქვთ გამოსავალი, ნელ-ნელა გაიძურწონ ამ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიდან, ახლავე ჯობია, რადგან შემდეგ უკვე არავის დანდობა არ იქნება, კანონით ყველას პასუხი გაეცემა.
სწორია, მათ ხალხის რაოდენობა და კეთილდღეობა სულ არ ადარდებთ, მათთვის მთავარიაბუნებრივი რესურსები, კარგი გზა და გირჩსურაბას პოზასი მყოფი უწიგნური ხალხი და მათ ეგონათ, რომ ეს გარანტირებული ჰქონდათ
გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა გამოდგა ის კატალიზატორი, რომელმაც რეალობა გააშიშვლა
აშუშუში მთლად 5ლეები არ ზიან, ისინი ცოტა ხანში დაყბ~ვავებას შეეცდებიან, რადგანაც იციან, რომ არჩევნებში მათიმეცოცხეები ვერ გაიმარჯვებენ, "მაიდნის" სანსიც ცოტაა და ამ გზით ყველაფერს დაკარგავენ!
რატომ თვითომ არ ააშენა აშუშუმ ანაკლია? მას აწყობდა, რომ ეს პორტი საერთოდ არ აშენებულიყო, არც ჩინეთს მიეღო სარგებელი, არც ევროპას და არც ჩვენ, მაგრამ გაასხა მათმა უნიჭო გათვლებმა
მარტო საქართველო ხომ არაა? გუშინდელმა არცევნებმა ჩახადა საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ბელგიის ... ნეოფაშისტებს და ეს პროცესი შეუქცევადია
პორტი სჭირდება ევროპას და ინდოჩინეთს სავაჭრო კავშირებისათვის. ნამდვილად სარისკო ინვესტიციაა და ჩინეთის მეტი არც არავინ გარისკავს.
მთელი სამეგრელო ფოთის პორტშია დასაქმებული. ანაკლიის აშენებით დასაქმება გაიზრდება, მერე უფრო ნაკლები წავა ამერიკაში მონად.
ფაქტია, გლეხების მოძლიერებამ დაანგრია ბატონყმობა, თორემ ბატონებს კეთილშობილებით კი არ გაუთავისუფლებიათ ყმები. ამიტომ არ უნდა არ
მისცე ვასალს მოძლიერების საშუალება. ქარხნები და ფაბრიკები საკუთარი ხელით დაანგრევინო, ტრადიციული ბაზრიდან გამოყვანით სოფლის მეურნეობა გააპარტახებინო. ჩაის და კიტრ-პამიდორის იმპორტზე დასვა და იქნება ჭკვიანად. თუ თავის ჭკუაზე მიუშვი, გაძლიერდება და აღარ გასარგებლებს, შენ რომ გინდა ისე.
ყველაზე დიდ რესურსი, რომელიც დღეს საქართველოს ეფლანგება, ეს არის სამუშაო ძალა. სამეცნიერო-გამომგონებლობითი და საინჟინრო აზროვნება განულებულია. ვინც თვითნაბადია, არჩევენ და თავისთან მიჰყავთ. კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების დახურვით მოისპო მეცნიერება. მუდმივ რეფორმებშია სასკოლო სფერო და ბავშვებმა უკვე წერა-კითხვა აღარ იციან. ენგურჰესის ამშენებელ ქვეყანაში, ინჟინრობა აღარავის უნდა. მიზანი მიღწეულია.