„გამოდის, ხელისუფლების ლეგიტიმურობა უცხოეთიდან უნდა მოვიდეს და სამ მილიონ ადამიანს არა აქვს უფლება, საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს“

„გამოდის, ხელისუფლების ლეგიტიმურობა უცხოეთიდან უნდა მოვიდეს და სამ მილიონ ადამიანს არა აქვს უფლება, საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს“

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ოცნებისთვის“ დაწესებული სანქციები პირიქით იმუშავებს და ოპოზიციას ტყუილად აქვს იმედი, რომ ისინი ამით არჩევნების მოგებას შეძლებენ. მამარაძის აზრით, ახლა ხელისუფლება საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და მან უნდა შეძლოს არჩევნების სრულიად გამჭვირვალედ ჩატარება, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ასევე, უნდა იყოს ფრთხილად, რომ ოპოზიციამ რაიმე პორვოკაციაზე არ წამოაგოს, რაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტს გამოიწვევს. სხვაგვარად ამ სანქციებს არ ექნება მოსახლეობაში ის ეფექტი, რასაც ოპოზიცია მოელის.

ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქცები არის თუ არა ოპოზიციისთვის გადმოგდებული მაშველი რგოლი და რას შეცვლის ეს ფაქტორი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის? ექნება ამერიკულ სანქციებს ელექტორატზე გავლენა?

- ამერიკის მხირდან დაწესებული სანქციები პირიქით, კონპროდუქტიული იქნება და სრულიად სხვა სურათი შეიძლება არჩევნებისთვის მივიღოთ. ის, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დასანქცირება უხარია, პირიქით, მოსახლეობაში აგრესიას იწვევს. ალბათ, ეს სიხარულს იმ ადამიანებში იწვევს, რომლებიც სააკაშვილის სექტის ნაწილი არიან. სამაგიეროდ, მეტ-ნაკლებად, საღად მოაზროვნე ადამიანს ამერიკის მხრიდან გადადგმული ეს ხისტი ნაბიჯი არ მოეწონება. ხალხში უკვე ჩანს უკმაყოფილება და ამას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამენ. არც გვარებს ამბობენ და არც იმას, რისთვის დააწესეს ეს სანქციები. ძალიან ცუდად ჟღერდა მათი მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადება, რომ ნუ გვლანძღავთ და კრიტიკულად ნუ გვახსენებთო. რატომ? როდესაც მათივე გამოჩენილი მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რასაც ახლანდელი სახელმწიფო ადმინისტრაცია საერთაშორისო ასპარეზზე ჩადის, როგორი უხეში შეცდომებია, როგორ აზიანებენ ამერიკის იმიჯს, ჩვენ რა, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებასაც გვიზღუდავენ?

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა ასეთი განცხადებებიც, რომ ახლა ეს ხელისუფლება ლეგიტიმური აღარ არის. ამ მესიჯბოქსით შეძლებენ ელექტორატის მიზიდვას?

- ეს საკამოდ წარმოუდგენელი განცახდება იყო, რითაც ანი წითლიძემ მთელს ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა. ანუ, რა გამოდის, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობას ქართველი ხალხი არჩევნებით კი არ ამტკიცებს, არამედ ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს? ანუ, ლეგიტიმურობა უცხოეთიდან უნდა მოვიდეს და სამ მილიონ ადამიანს არა აქვს უფლება, საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს? ეს ხომ სუვერენულ სახელწმიფოზე უარის თქმა გამოდის. ანუ, ოპოზიციას იმედი აქვს, არა ქართველი ხალხის მხარდაჭერის, არამედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის. ამაზე მეტი აბსურდი რაღა შეიძლება ოპოზიციამ თქვას.

ფიქრობთ, რომ არჩევნებისთვის ოპოზიციას ისევ დასავლეთის დახმარების იმედი აქვს? შესაძლოა, არჩევნები არ აღიაროს დასავლეთმა და ამით ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლოს? ფაქტია, ოპოზიცია არჩევნებისთვის დიდად არ იკლავს თავს და არც წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს ხალხთან. რაზე იქნება მათი საარჩევნო კამპანია დამყარებული?

- ამ ხნის განმავლობაში, ოპოზიციის მთავარი ლოზუნგია, რომ ისინი არიან საქართველოში ერთადერთი პროდასავლური ძალა და ხელისუფლებას საგარეო კურსი რუსეთისკენ აქვს აღებული. განსაკუთრებით ამაზე გადავიდნენ მაშინ, როცა სტატუსს არ გვაძლევდნენ და ოპოზიცია ამ ფანდის გამოყენებას ეცადა. როცა დაინახეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იძახდა ევროპაში გვინდაო, საერთოდ, მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ამაზე ააგეს. თუმცა ახალგაზრდებმა არც შარშან და არც წელს ეს პოლიტიკოსები სცენაზე არ აუშვეს. თუ ავიდნენ, როგორ დასცინოდნენ ხაზარაძეს, გვარამის, ვაშაძეს - ვნახეთ. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც ამ ტალღაზე დაჯდა. ნაწილობრივად შეძლეს კანონთან დაკავშირებით ხალხის გამოყვანა, თუმცა მართვა მაინც ვერ მოახერხეს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქუჩაში პერფორმანსებით ხელისუფლება შეცვალონ. ვინაიდან ხალხი არც ერთ სხვა ლოზუნგზე არ გამოდის, გარდა „ჩვენ გვინდა ევოპაში და დასავლეთში“, ოპოზიციამ ყველაფერი სხვა მიატოვა და ამ ლოზუნგით ცდილობს ვითომ „ოცნების“ განეიტრალებას.

გვახსოვს, ლევან ხაბეიშვილმა თავიდან საუბარი სოციალურ თემებზე დაიწყო, როცა კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ეს ევროკავშირის თემა აღარ იყო ხალხისთვის ასეთი პრობლემური. როგორც კი კანონის მიღება დაიწყო ხელისუფლებამ, ამ თემებზე აპელირება შეწყვიტა და ისევ საგარეო კურსზე საუბარს დაუბრუნდა. ხაბეიშვილს უცხოელმა მრჩევლებმა ურჩიეს, რომ აქცენტი ისევ საგარეო კურსზე გადაეტანა.

კანონი მიღებულია და ქუჩის აქციები, ამ ეტაპზე, მინელდა. რა მოხდა, რატომ გაჩერდა ეს საპორტესტო მუხტი? ელით თუ არა რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენების ისევ ქუჩაში გადატანას შეეცდება, თუკი ხელსიუფლებაში ისევ „ოცნება“ დარჩა?

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება „ოცნების“ მოქმედებაზე. საჭიროა ისე იმოქმედოს, რომ არ გააღიზიანოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ძირითადად კი, ახალგაზრდები. არ არის საჭირო ნიშნის მოგება და სამაგიეროს გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსებული და მართული აქციები ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. უმიზეზოდ ქუჩის დესტრუქცია, გზების გადაკეტვა, რაც მაისში ვნახეთ, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ვნახეთ, რა მოხდა, როცა ახალგაზრდების კარგად დატრეინინგებულმა ერთმა ჯგუფმა, პარლამენტის შენობაზე შტურმი სცადა და როგორ აზიანებდნენ ინვენტარს. მაშინვე ამ ახალგაზრდებს ხალხი შემოეცალა. ამიტომ, თუ ხელისუფლება გამოიჩენს ნებისყოფას, არ აჰყვება პროვოკაციებს, მაშინ ხალხის მხარდაჭერას ოპოზიცია ვერ მიიღებს.

ხელისუფლებას ახლა საკმაოდ რთული არჩევნები ელის. დასავლეთიდან წამოსული მძიმე წნეხის ფონზე, მან უნდა შეძლოს და ისე ჩაატაროს არჩევნები, რომ მის მიმართ პრეტენზიები არავის გაუჩნდეს, შეძლოს იმის დამტკიცება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. როგორ უნდა გააკეთოს ეს და რამდენად რთულ სიტუაციაში იმყოფება?

- ხელისუფლებას, პირველ რიგში, გამჭვირვალობა და პრევენციული ღონისძიებები მართებს. მან მუდმივად საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, ვინ, სად და რას აპირებს. ამით უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს. როგორც კი საზოგადოება დაინახავს, რომ „ოცნება“ მათ წინაშე ანგარიშვალდებულებას გრძნობს, მას მხარს დაუჭერენ. საჭიროა იმაზე საუბარი, ოპოზიცია რას აპირებს, რა გეგმები აქვს მას და რას იზამს თავად ხელისუფლება. „ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ ოპოზიცია აპირებს არჩევნების არალეგიტიმურად და გაყალბებულად გამოცხადებას, ამიტომ ვიწვევ დამკვირვებლებს, ჩავატარებ გამჭვირვალედ და აბა, ვნახოთ, ვინ იტყვის, რომ რამე გავაყალბე. არ უნდა მისცეს ხელისუფლებამ ოპოზიციას შანტაჟის საშუალება. 2020 წელს ვნახეთ როგორ გასკდა საპნის ბუშტივით მათი ტყუილები და პირიქით გადათვლის შემდეგ ხმები „ოცნებას“ მოემატა. აი, ასე, ზუსტად და სკრუპულოზურად უნდა ჩაატაროს, რომ ვინმეს კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს. სიტუაციის ესკალაციის მცდელობები იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ „ოცნება“ მართალი იქნება, ოპოზიციას ხალხი მხარს არ დაუჭერს.

 

trampi აუუუუ....ძაან მეკაიფება ეს ყველაფერი ... ძაან.....
პარადი მაქვს ....პარადი
ბოლო ბოლო თენდება!!!!!!!!!!!
რუსის ტრაკს თურმე ამერიკის ტრაკი ვერ სჯობია ხომ??..... ტრაკი ტრაკია
რომ ვიძახოდი დამლაგებელსაც კი ამერიკის ელჩი გვინიშნავს--მეთქი ხო აღმოჩნდა მართალი???....
რასაც მე და სხვებიც კოლუმბის თაობაზე ვამბობდით, ყველაფერი მართალი ხოა
მალე კიდევ სხვა რამეებიც გამოჩნდება...
მიმინოსი არ იყოს ---- სიმღერით მოვკვდე, მეტი არაფერი არ მინდაო....
ეგრე გვიპირებენ მაგრამ ვის მოუვა სიქტიმი მაგასაც ვნახავთ იანვარში
ტრამპს არ გაამარჯვებინებენ და დაეწყებათ მხედრიონი კიდეც
წესი წესია........................... მააააააააააშ
5 თვის უკან
მერაბ.g სადაო არაა, რომ: 1. დასავლეთს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა უნდა 2. გამჭვირვალობის კანონი ძალიან კარგი და სუვერენულია 3.დასავლეთი ამ კანონის გამო შურისძიებაზე რომაა გადასული, ცხადია 4. დასავლეთს მისი ინტერესების უსიტყვო გამტარებლად მეცოცხეების (ერექსიის უნარდაკარგული ცოცარების) იმედი რომ აქვს, ესეც ცხადია 5 საარჩევნოდ დასავლეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ შედეგები გააშაოს და მოაწყოს "მაიდანი"
ჩვენ რა უნდა ცქნათ? 1. მხარში დავუდგეთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს და ამ მიზნით 26 ოქტომბერს ამომრჩევლების უპრეცენდენტო რაოდენობა მივიდეთ არჩევნებზე და იმ ძალას (ოცნება) რომელიც დღეს აშკარა ეროვნულ პოზიციაზეა გამოვუცხადოთ მაქსიმალური მხარდაჭერა 2. უკანონობას, ზალადობას და 'მაიდნის' მოწყობის ნებისმიერ მცდელობას წინ აღვუდგეთ სიტყვით და საქმით!
5 თვის უკან