რატომ დაიჟინა მიხეილ სააკაშვილმა საერთო საარჩევნო სია და რა არის მისი პოლიტიკური გათვლა?!

რატომ დაიჟინა მიხეილ სააკაშვილმა საერთო საარჩევნო სია და რა არის მისი პოლიტიკური გათვლა?!

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ე.წ. „ქართული ქარტიის“ გარშემო იკრიბება, მიუხედავადა ამისა, მიხეილ სააკაშვილი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ საერთო სიას და ოპოზიციის გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს. უფრო მეტიც, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციისთვის კვოტების განაწილებასაც კი სთავაზობს. რატომ აიჩემა სააკაშვილმა საერთო საარჩევნო სია და რის მიღწევას ცდილობს ექსპრეზიდენტი? - ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე ამ შეთავაზებას უარყოფითად შეხვდა და აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამარცხების ფორმულა ენმ-თან გაერთიანება არ არის. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პარტიები ტყუილად იპრანჭებიან და საბოლოო ჯამში, ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ვიხილავთ.

For.ge-სთან ანალიტიკოსები იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც სააკაშვილი საერთო საარჩევნო სიას თავგამოდებით უჭერს მხარს. მათი აზრით, სააკაშვილი სათავისოდ მშვენიერ კონფიგურაციას ალაგებს, რაც წესით, მომგებიანი ხელისუფლებისთვისაც უნდა იყოს, თუმცა დამღუპველი თავად ოპოზიციისთვის იქნება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა, ისევ ერთიანობაზე ვთქვა, მინდა, მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ ნახევარი კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ამ ვითარებაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთო სიების შეთავაზებით საკუთარი საქმის გაკეთებას ცდილობს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი ხვდება, თუკი ოპოზიცია მისი და მისი პარტიის გარეშე სხვა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან, მაშინ მისი პარტია, როგორც პირველი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ადგილს დაკარგავს.

„სააკაშვილი ცდილობს იგივეს, რაც 2012 წელს მოხდა და როგორც დაალაგა საარჩევნო სია ბიძინა ივანიშვილმა. ის დანარჩენ ოპოზიციას სთავაზობს, რომ სიის პირველ ოცეულში, მაგალითად, მისი პარტიის წევრები იყვნენ, შემდეგ კი დანარჩენი ოპოზიცია, რადგან თუკი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, ყველაზე მეტი პრეტენზია მას ექნება. მეორეც დანარჩენ ოპოზიციას აღარ მიეცემა შესაძლებლობა სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრში შექმნას.

 მე მგონია, რომ ჯერ ოპოზიცია თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ და ცდილობს ენმ-ის გარეშე, რაღაცის გარშემო გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ეშინია, რომ „ახალის“ გარშემო არ მოხდეს ყოფილი ნაციონალების გაერთიანება. მაგალითად, „გირჩის“, „დროას“. მელია - გვარამიას აქვს შანსი, რომ ამით ენმ-ის მხარდამჭერების დიდი ნაწილი გადაიბიროს. ასევე, არსებობს ალბათობა, თუ „ლელო“ და გახარია მორიგდნენ და ძველი წყენები დაივიწყეს, კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდეს. ესენიც ოპოზიციურ ხმებს მიიმხრობენ. ამიტომ სააკაშვილს არ აძინებს იმის შიში, რომ შესაძლოა, ცაიტნოტში აღმოჩნდეს და საბოლოოდ, მისმა პარტიამ რიგითობით მეორე ან მესამე ადგილას გადაინაცვლოს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის უკვე, რომ სააკაშვილი წასული და ვადაგასული პოლიტიკური ფიგურაა. ეს იციან ძალიან კარგად ენმ-შიც, მაგრამ არჩევნებისთვის ამას ვერ იტყვიან. პირიქით, მის გამოყენებას შეეცდებიან. სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, თუმცა ყველაფერი წინაა და გამორიცხული არაფერია.

ყოფილი სახელმწიფო მნისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს „ოცნების“ ერთადერთი, განუმეორებელი და საყვარელი ოპოზიცია იყოს.

მისივე თქმით, ხმებს „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიც არ უნად ეცადონ, ვერ გაიმატებენ, სამაგიეროდ, დაკარგავენ ხმებს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მასთან ალიანსს გადაწყვეტენ.

„ენმ შავი ხვრელივით არის, ვინც კი მათთან ახლოს მივიდა, ყველა პოლიტიკური პარტია შთანთქა და ვერც ერთმა შემდეგ, საზოგადოებაში ნდობა ვეღარ მოიპოვა. მათთან თანამშრომლობა დამღასავით ესმება პარტიებს. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია, ოპოზიცია გავიდეს არჩევნებში დამოუკიდებლად. ყევლას უჩნდება ეჭვი სააკაშვილი მართლა, „ოცნების“ თამაშს ხომ არ თამაშობს. ორი, სამი პარტია ცალკე კიდევ რომ გაერთიანდეს 5%-ს გადალახავენ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ სააკაშვილის ამ წარმოუდგენელ ბრიყვულ თამაშში არავინ შევა.

სააკაშვილს, როგორც ჩანს, ერთი რაღაცის ეშინია, მაგალითად, თუ ცალ-ცალკე გავლენ ოპოზიციური პარტიები, მერე „ნაციოანლური მოძრაობა“ ზემოდან ვეღარავის დაელაპარაკება.

„ოცნება“ კი გავა პირველ ადგილზე, მაგრამ არაა გამორიცხული ოპოზიციის ჯამი უფრო მეტი აღმოჩნდეს „ოცნებაზე“, ამის ეშინია ხელისუფლებასაც. როგორც ჩანს, ამ ვარიანტზე სააკაშვილიც ფიქრობს და თუ გადიან პარლამნეტში, სააკაშვილს უნდა, რომ ენმ იყოს წამყვანი ოპოზიციური ძალა. თავისი სიებით თუ გაიყვანს პარტიებს, მაშინ ეტყვის, რომ აქ მთავარი მე ვარო და თუ ვერ გაიყვანს, სხვები ეტყვიან, რომ ბარიერი მე გადავლახე ჩემით და კეთილი ინებე, მოჯექი შენ ადგილას და შევთანხმდეთ რაღაცაზეო“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, პარტიები თუ ერთიანი სიით გავლენ, მაშინ ლოკომოტივად ჩაითვლება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს აწვალებს სააკაშვილს დიდი ალბათობით და უნდა ოპოზიცია ისევ თავისი პარტიის გარშემო შეკრიბოს.

 

Gami სიტყვა "ანალიზს"/იტიკოსი/ ძაბირაძესთან მხოლოდ სამედიცინო და ფიზიოლოგიური ბმა აქვს. ნუ აწვლებთ ამ კაცს! ეს ტვინბლუ ზაქარეიშვილსაც ეხება. ორივე რესპთესლიდან არიან აღმოცენებული.
5 თვის უკან
მერაბ.g ენმ შავი ხვრელია, ზურაბიშვილის შავი ხვრელი; სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჯერაც შეუძლია ბაქიბუქი, მაგრამ არჩევნებზე მარტო თუ გავა, ხალხი დაინახავს მის 12%-ს და მორჩა! ერთიანი სია? პირობითად, გახარია თუ მფორთხავს შეუერთდება, არცერთი დღეს მისი მხარდამჭერი მას ხმას არ მისცემს; დაახლოებით ასეა ბევრი მიმართულებით - მოკლედ, ცალ-ცალკე ყოფნა თუ ბარიერის ვერ გადალახვის და შესაბამისად ხმების დაკარგვის რისკს შეიცავს, გაერთიანებაძალიან ბევრის არჩევნებზე არმისვლისას! მოკლედ, ქოცებს ნაცებს და გახარიას თავი ქუდში აქვთ, ჩემი ვარაუდით, შესაბამისად 45, 15 და 12%-ით!
5 თვის უკან
მერაბ.g ... დანარჩენებმა (ხაზარაძე, მელია, ჩახდილი, რუბლოვნა, ) პოლიტიკურ ქორწინებაზე უნდა იფიქრონ, როგორც როტმა :))
5 თვის უკან