არა თუ ადამიანები არიან სტიგმა დადებულები, არამედ სიტყვებიც უკვე სტიგმა დადებულია. თუ იყენებ ისეთ სიტყვას, როგორიც არის მშვიდობა, უკვე რუსი ხარ. თუ ამბობ ისეთ სიტყვას, როგორიც არის სუვერენიტეტი - რუსი ხარ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედი LIVE“-ში ქვეყნის სუვერენიტეტზე საუბრისას განაცხადა.
„მე ასეთი რამ მოვიგონე, რომ ახალი პოლიტიკური ლექსიკონი უნდა შევქმნათ და იქ უნდა იყოს ასე - სუვერენიტეტი (რუს.); მშვიდობა - (რუსული). ანუ, არა თუ ადამიანები არიან სტიგმა დადებულები, არამედ სიტყვებიც უკვე სტიგმა დადებულია. თუ იყენებ ისეთ სიტყვას, როგორიც არის მშვიდობა, უკვე რუსი ხარ. თუ ამბობ ისეთ სიტყვას, როგორიც არის სუვერენიტეტი - რუსი ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შათირიშვილმა.
მან ასევე განმარტა, თუ რა არის „გარეგანი ავტორიტეტები“ დღევანდელ სამყაროში. მისივე განმარტებით, ადრე ასეთ ფაქტორებს ეკლესია და მონარქია წარმოადგენდა.
„გარეგანი ავტორიტეტები ისევ არსებობს და დღეს ეს არის ნატო და ევროკავშირი. თუ შენ შეგიძლია იყო დამოუკიდებელი არა მარტო რუსეთისგან, არამედ იყო დამოუკიდებელი ნატოსგანაც და ევროკავშირისგანაც და რაღაც გადაწყვეტილებები შენ თვითონ მიიღო, აი, მაშინ ხარ დამოუკიდებელი“, - შათირიშვილი.