ძალადობისკენ მოწოდებებს თანამედროვე დემოკრატიაში ადგილი არ აქვს - ბრიტანეთის საელჩომ საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ მასალაზე პოზიცია დააფიქსირა

ძალადობისკენ მოწოდებებს თანამედროვე დემოკრატიაში ადგილი არ აქვს - ბრიტანეთის საელჩომ საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ მასალაზე პოზიცია დააფიქსირა

გაერთიანებული სამეფოს პოზიცია მკაფიოა - ძალადობასა და ძალადობობისკენ მოწოდებებს თანამედროვე დემოკრატიაში ადგილი არ აქვს - ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ მასალაზე პოზიცია დააფიქსირა.

მუქარა წამებით, მკვლელობით და ტყვიებით - თბილისის ერთ-ერთ ხიდზე ძალადობრივი და 84 დეპუტატის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ „ქრონიკამ“ სააგენტოს სპონსორებს წერილით მიმართა და პოზიციის დაფიქსირება ითხოვა. სააგენტოს დონორებს შორის არიან ამერიკისa და ბრიტანეთის საელჩოები, გაერო და საერთაშორისო მედიაორგანიზაციები.

პოზიცია საშიშ ძალადობრივ მოწოდებებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მხოლოდ ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს.

„ჯემნიუსმა“ მუქარის შემცველი ვიდეომასალა ვებგვერდიდან მას შემდეგ წაშალა, რაც „ქრონიკამ“ თემაზე რეპორტაჟის მომზადება დაიწყო. საინფორმაციო სააგენტოში განმარტეს, რომ „ჯემნიუსის“ რედაქციის მიერ წარწერა განსხვავებულად იქნა წაკითხული, ამიტომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ვიდეო ფეისბუქ გვერდიდან წაშალოს. სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა.