ნოე სულაბერიძე მისი სახელით გახსნილ ყალბ ფეისბუქ-გვერდებზე: უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია

ნოე სულაბერიძე მისი სახელით გახსნილ ყალბ ფეისბუქ-გვერდებზე: უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია

უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია, - ამის შესახებ „იმედის“ პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ „იმედინიუსს“ მისი სახელით გახსნილი ყალბი ფეისბუქ-ანგარიშების შესახებ განუცხადა.

დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო ამ ყალბი გვერდების შექმნა, ისინი ჩემს ძველ, სრულიად სხვა თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს იყენებენ. უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია. შესაბამისი განცხადება ჩემს გვერდზეც გამოვაქვეყნე”, - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნოე სულაბერიძე წერს:

ყალბი გვერდები! ბოლო პერიოდია ჩემი სახელით, ყალბი გვერდებიდან ვრცელდება სხვადასხვა სახის გათამაშების პოსტები. ავტორები ითხოვენ პოსტის გადაზიარებას ჯგუფებში და სანაცვლოდ პირდებიან დასაჩუქრებას. არ ენდოთ მსგავს გვერდებს! გთხოვთ იყავით ყურადღებით და დაარეპორტეთ ყალბი გვერდები!”