ოპოზიცია კონგრესში გამართულ მოსმენას დადებითად აფასებს

ოპოზიცია კონგრესში გამართულ მოსმენას დადებითად აფასებს

ოპოზიცია დადებითად აფასებს განცხადებებს, რომლებიც ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გაჟღერდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იზიარებ ყველაფერს, რაც კონგრესში მოეწადინება საქართველოს წინააღმდეგ თქვეს.

„ჩვენს მეგობრებს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდათ გუშინ კონგრესში. ჩვენი აზრით აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებებისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი.

„მოღალატეობას განსაზღვრავს ჩვენი ხალხი. ჩვენი მოქალაქეები არქმევენ სახელს იმას თუ ვინ არის მოღალატე და არა „ოცნების“ ესა თუ ის დეპუტატი, რომელიც რასაც დაავალებენ იმას ილაპარაკებს“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.

„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პარტნიორების და მეგობრების მხარდამჭერი განცხადებები. იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შეშფოთებულები „ქართული ოცნების“ რეგვენებით, უტიფრობით და ანტისახელმწიფოებრიობით. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უხარია ამ კანონის მიღება“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული.

მერაბ.g ჰკითხეთ ხაჯიშვილს, ან სხვა რომელიმე მეცოცხეს, ეთანხმებიან თუ არა საბანაძის შეფასებას სააკაშვილის სიმულიანტობასა და ცოცხპარტიის რეიტინგის სესახებ?
ტქვან ქოცებმა, როგორი იყო საბანაძე 2013 წლიდან 2021წლამდე, როცა ის დიპლომატიურ სამსახურში იყო და თავად არ გადადგა? თუ მოღალატე იყო, რატომ ვერ მიხვდნენ? იქნებ ახლაც არიან მათ რიგებში ჯერ არგადამდგარი მოღალატეები? იქნებ მას უბრალოდ ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონდა?
5 თვის უკან