რატი იონათამიშვილი - მანიპულაცია იყო კინოთეატრებში კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით, ინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება

რატი იონათამიშვილი - მანიპულაცია იყო კინოთეატრებში კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით, ინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება

მანიპულაცია იყო კინოთეატრებში კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით. ინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპების დონეზე ოპოზიციიდან განსხვავებული აზრის დაფიქსირება ვერავინ გაბედა.

„ამ ინიციატივას ორი მკაფიო მიზანი აქვს – ოჯახური ღირებულებების დაცვა და არასრულწლოვანების დაცვა მავნე ზეგავლენისგან. პრინციპების დონეზე განსხვავებული აზრის დაფიქსირება ვერავინ გაბედა, სპეკულაციები და დეზინფორმაცია იყო იმის თაობაზე, თითქოს, რაღაც კადრების ამოჭრა ხდება. ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში, მხოლოდ ასაკობრივი ზღვარი წესდება. ვინმეს კრიტიკული პოზიცია თუ აქვს, საკომიტეტო განხილვებზე მოვიდეს. მანიპულაცია იყო კინოთეატრებში კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით. ინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება, რაც მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანთა ინტერესები მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი გუშინ დააინიცირა.