დავით ჩიხელიძე: საბანაძეს და ჩხიკვაძეს არ გაუმართლათ, ნომერ პირველი მოღალატის სტატუსისთვის იბრძოდნენ და უცებ შალვა ნათელაშვილმა ჩაუქროლა, რომელიც მოღალატეთა სიის სათავეში მოექცა

დავით ჩიხელიძე: საბანაძეს და ჩხიკვაძეს არ გაუმართლათ, ნომერ პირველი მოღალატის სტატუსისთვის იბრძოდნენ და უცებ შალვა ნათელაშვილმა ჩაუქროლა, რომელიც მოღალატეთა სიის სათავეში მოექცა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, შალვა ნათელაშვილის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე დასწრებას ეხმიანება, სადაც საქართველოს შესახებ განხილვა მიმდინარეობდა.

ჩიხელიძის თქმით, ნატალია საბანაძეს და ვანო ჩხიკვაძეს არ გაუმართლათ, ვინაიდან ნომერ პირველი მოღალატის სტატუსი მათ შალვა ნათელაშვილმა ჩამოართვა, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე წავა და ოჯახსაც კი გაყიდის.

„საბანაძეს და ჩხიკვაძეს არ გაუმართლათ. ბედი არ გინდა, ტიპები ნომერ პირველი მოღალატის სტატუსისთვის იბრძოდნენ და უცებ შალვამ ჩაუქროლა, რომელიც მოღალატეთა სიის სათავეში მოექცა და დღეიდან შეგვიძლია ნომერ პირველი მოღალატე ვუწოდოთ. შალვა ფულის გამო ნამდვილად ყველაფერზე წავა, სამშობლო რა სათქმელია, ოჯახს გაყიდის." - წერს დავით ჩიხელიძე.