„თანამედროვე ლიბერლიზმი არ არის იდეოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერებმა იმისთვის მოიგონეს, რომ საზოგადოებები და სახელმწიფოები აკონტროლონ, გარყვნან, დაშალონ ატომებად და ბოლოს ჩამოშალონ“ - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.
იგი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონს ეხმაურება და წერს, რომ ამ ინიციატივით აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა, რადგან ოჯახი მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია
„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების პაკეტი ულტრალიბერალურ გლობალისტურ პროექტში მონაწილეობაზე საქართველოს უარია. ქართული საზოგადოება კმაყოფილია, რადგან ლიბერალების აგრესიული ქცევისგან წლებია შეწუხებულია. ამ ინიციატივით აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა, ოჯახი მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია, შვილად აყვანა მხოლოდ ტრადიციული ორიენტაციის ოჯახებს შეეძლება, იკრძალება სქესის შეცვლა დოკუმენტებში და ქირურგიული გზით, იკრძალება მედიაში შესაბამისი სცენების ჩვენება, იკრძალება ერთსქესიანთა ურთიერთობების პოპულარიზაცია მანიფესტაციის გზით და კიდევ სხვა საკითხები.
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამ „ვერცხლის ტყვია“ ესროლა ლიბერალ-გლობალისტების მსოფლიო სექტას. სინამდვილეში თანამედროვე ლიბერლიზმი არ არის იდეოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერებმა იმისთვის მოიგონეს, რომ საზოგადოებები და სახელმწიფოები აკონტროლონ, გარყვნან, დაშალონ ატომებად და ბოლოს ჩამოშალონ. ეს ტექნოლოგია თავის დროზე „ფრანკფურტის სკოლის“ მეცნიერებმა შეიმუშავეს. მისი დანერგვა 50-იანი წლებიდან ჯერ აშშ-ში დაიწყეს, შემდეგ ევროპაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ლათინურ ამერიკაში და ახლა უკვე წლებია ჩვენთანაც ცდილობენ.
„ფრანკფურტის სკოლის“ მეცნიერებმა მსოფლიოს უმსხვილესი ოლიგარქიული ოჯახებისგან დაკვეთა მიიღეს: როგორია ადამიანი, რომელსაც ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა? კვლევის შედეგად დაიდო დასკვნა: წინააღმდეგობის მთავარი გამწევი არის ტრადიციული მეოჯახე მამაკაცი, რელიგიური, პატრიოტი. შემდეგ კვლევებში კი ისევ სუპერმდიდრების დაკვეთით, მათ გაწერეს გეგმა, რომლითაც წინააღმდეგობის გამწევი ადამიანების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. ეს გეგმა გულისხმობს პატრიოტიზმის გრძნობის ატროფიას, ოჯახის განადგურებას, ეკლესიის დასუსტება/გაქრობას და სახელმწიფოების განადგურებას. 1958 წლიდან მსოფლიოში ამ გეგმის განხორციელება დაწყებულია. ტრამპის დევიზი: „ღმერთი, ოჯახი, სამშობლო“ სწორედ ამას უპირისპირდება.
ისინი ამ მიზნებისთვის ახალგაზრდებს იყენებენ, რომელთაც არ ყოფნით ცოდნა-გამოცდილება იმისთვის, რომ ჯეროვნად გაანალიზონ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ლოგიკური ჯაჭვი ააგონ. ახალგაზრდების მაღალი ჰორმონალური ფონი და აქედან გამომდინარე პასიონარიზმი მათი მოკავშირეა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებს ითრევენ თავიანთ ჯგუფებში — პროპორციით 80%/20%-ზე. დააკვირდით ქართულ ლიბერალურ ენჯეოებს - ზუსტად ასეთი პროპორციაა.
მათი გეგმის მიხედვით, საჭიროა ჩამოაყალიბონ უმცირესობათა ჯგუფები და უმრავლესობა შეურაცხყოფის, ბულინგის, აგრესიული შერცხვენის გზით დაადუმონ. ამას ისინი „პოზიტიურ დისკრიმინაციას“ უწოდებენ.
ისინი აკონტროლებენ მსოფლიო მედია ქსელს და აქვთ უამრავი მედია-საშუალება თითქმის ყველა სახელმწიფოში. დასავლური ცივილიზაციის უმრავლეს ქვეყანაში აკონტროლებენ პოლიტიკურ პროცესს და ხალხისთვის თვალის ასახვევად, იმიტაციური დემოკრატიის მოდელი დანერგეს, სადაც თითქოს არჩევანი არის, მაგრამ რეალურად პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობას ერთი და იგივე ხალხი აფინანსებს. კონტროლირებადი მედიის მეშვეობით კი პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან. პროექტი „დემოკრატია“ 2001 წლიდან დახურეს. სიტყვის თავისუფლება რეალურად აღარ არის - დარჩა მხოლოდ „მეინსტრიმი“, სასამართლო კონტროლდება, მედია სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. არაკონტროლირებად პოლიტიკურ ფიგურებს მედიაში არ აჩენენ, ზღუდავენ და სხვადასხვა დაბრკოლებებს უქმნიან. მოხდა პოლიტიკის საოცარი კომერციალიზაცია და დიდი ფულის გარეშე მასში მონაწილეობა აზრს კარგავს. დიდი ფულის მიღება კი სუპერმდიდრების სამსახურში გაყენებს.
ამ ნეოლიბერალური ტექნოლოგიის მიზანი ადამიანის დეჰუმანიზაციაა ანუ „საწყის“ ცხოველურ მდგომარეობამდე დაყვანა, სადაც მხოლოდ ინსტინქტების დაკმაყოფილება ხდება - ასეთი ადამიანი მათთვის სახიფათო არ არის. ამ მიზნით მიზანმიმართულად მიმდინარეობს განათლების დონის კლება მთელ მსოფლიოში, სექსის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ჰედონიზმის პროპაგანდა. მოაზროვნე ადამიანს ისინი რისკ ფაქტორად აღიქვამენ.
ყველაზე მძიმე ამ ტექნოლოგიაში ის არის, რომ ძალიან ცდილობენ სიცოცხლის ხანგრძლივობის და შობადობის შემცირებას. მათი დღის წესრიგის თითქმის ყველა საკითხი სწორედ ამას გულისხმობს: ლგბტ, ფემინიზმი, გენდერული პოლიტიკა, აბორტები, ევთანაზია, სინთეთიკური ფარმაცევტიკა, გაზირებული და ტკბილი სასმელები, წყლის ფთორირება, ოჯახის დაგეგმვა, Child Free, ქალების ოჯახისგან მოწყვეტის ზომები, სამედიცინო "გაიდლაინები", ნარკოლიბერალიზაცია, ოჯახური ძალადობის თემა, შინაური ცხოველების პროპაგანდა, ლუდომანია, ალკოჰოლი, თამბაქო, ეკლესიის დისკრედიტაცია, მიგრაციული ნაკადები, ურბანიზაცია, სტრესი მედიის ნეგატიური ინფორმაციებისგან, კონტრაცეფიცები, თავისუფალი ვაჭრობა განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებს შორის, ინდივიდის თავისუფლება სოციუმის ინტერესების ხარჯზე, ქიმიკატები, პესტიციდები, ჰერბიციდები პროდუქტში, მეტალის ოქსიდები და ბევრი სხვა. მოსახლეობის ზრდას ისინი არასტაბილურობის გამომწვევ არასასურველ ფაქტორად აღიქვამენ.
ძალიან საშიშ ძალას დავუპირისპირდით. ამისთვის აუცილებლად დაგვსჯიან. სტალინმა 70 წლით გაუჩერა ლიბერალ-გლობალისტებს პროექტი და დღემდე ფულს იხდიან მისი სახელის ძაგებაში. პარადოქსია! კვლავ საქართველო ხდება ამ ანტისაკაცობრიო პროექტის ჩაშლის ერთ-ერთი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ჩვენი მისიაა! უფალმა ასე მოინდომა! ცხადია, ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ, ბევრი მოკავშირე გვყავს - დაახლოებით 7 მილიარდი, მაგრამ დარტყმებს მივიღებთ. გვაქვს თუ არა სხვა არჩევანი? არა! სხვაგვარად გავქრებით! ეს ჩვენი გასაკეთებელია და უფალი მოგვეხმარება. მთავარი ბრძოლა ზეცაში მიდის, აქ მისი პროექციაა.
აბა, თქვენ იცით, ქართველებო! „ჭირსა შიგან გამაგრება...“.- წერს პოლიტოლოგი.