შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს იქნება ორი არჩევანი. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა, მეორე მხარეს - „შულავერის კომიტეტის“ წევრები

შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს იქნება ორი არჩევანი. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა, მეორე მხარეს - „შულავერის კომიტეტის“ წევრები

26 ოქტომბერს იქნება ორი არჩევანი. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა, მეორე მხარეს - „შულავერის კომიტეტის“ წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩადიან და ჩვენებას აძლევენ საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამიტომ აქ არჩევანი ძალიან მარტივი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით ბერძენიშვილის განცხადებას.

„რა სახელები, ფორმა და სახეები ექნებათ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით რა იქნება ბუნება მეორე ფლანგისა და ეს იქნება პოლიტიკური ერთობა, რომელიც საქართველოში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას შეეცდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, სექტემბრიდან ოპოზიციური ფლანგზე ორი დიდი კონკურენტი პოლიტიკური გაერთიანება იქნება: ერთი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების მიერ შექმნილი, ხოლო მეორე, სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეიქმნება.