შალვა პაპუაშვილი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი დიპლომატიის წარმატებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის ხაზით

შალვა პაპუაშვილი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი დიპლომატიის წარმატებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის ხაზით

გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი დიპლომატიის წარმატებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის ხაზით. ამ ჯერზე 103 მხარდაჭერა აქვს ამ რეზოლუციას, შარშან 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და ამის მნიშვნელობას და ამ მხრივ გვაქვს ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები. წლიდან წლამდე ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იზრდება. ჩვენი რამდენიმე მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას და ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც მათ, ისევე საქართველოს აქვს საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მათი პოზიცია - თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.