შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ კიდევ ერთი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არის ცუდი და თითქოს ის პოლიტპატიმარია. რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე მე აღარ ვიცი!

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ კიდევ ერთი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არის ცუდი და თითქოს ის პოლიტპატიმარია. რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე მე აღარ ვიცი!

ძალიან სამწუხაროა, რომ ის, რასაც ამერიკელი კონგრესმენები ჩათვლიდნენ საკუთარი ქვეყნის ღალატად, ამას აკეთებინებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„რაც შეეხება კონგრესში გამოთქმულ მოსაზრებებს, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არის ცუდი და თითქოს ის პოლიტპატიმარია. რაღა უნდა მოხდეს ამ პლანეტაზე მე აღარ ვიცი! რა შეიძლება იყოს არგუმენტი იმის, თუ რამხელა დეზინფორმაციის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებას ორი წლის განმავლობაში. სტრასბურგმა თქვა, ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღადაა, გარდა ამისა, ყველამ ხომ ვიცით რა სიმულაციასთან, ტყუილთან და ანტიქართულ ტალღასთან გვქონდა საქმე?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია და მას საშინლად ეპყრობიან“.