ირაკლი კობახიძე: ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას,  ავტომატურად მხარს უჭერს  პროპაგანდას,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა

ირაკლი კობახიძე: ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას,  ავტომატურად მხარს უჭერს  პროპაგანდას,  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს  პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონს ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.

„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.