ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის სხდომაზე: მინდა ქართველი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მადლობა, იმისთვის რომ აჩვენა თუ როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“

ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის სხდომაზე: მინდა ქართველი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მადლობა, იმისთვის რომ აჩვენა თუ როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“

ბექა ოდიშარია ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მოსმენამ აჩვენა „როგორ ყიდიან სულ „ენჯეოები“.

„მინდა მივმართო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს და პატივცემულ კონგრესმენებს და ვაცნობო, რომ მთელი საქართველო ფრუსტრირებულია, რადგან გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ვერ იქნება შესმენილი ვერცერთი მეგობრული რჩევა. სამაგიეროდ, მინდა ქართველი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მადლობა, იმისთვის რომ აჩვენა თუ როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“, რის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად ვამცნობთ საზოგადოებას. დილამდე ყურში ჩამესმოდა „აჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული.