ნატალია საბანაძე: არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს

ნატალია საბანაძე: არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს

არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს  სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული.

მისივე თქმით, ამან არ უნდა იმოქმედოს, ზოგადად, მხარდაჭერაზე, რადგან საქართველოს მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

ამასთან, როგორც საბანაძემ აღნიშნა, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ყურადღებით დაკვირვება.

„არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს  სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შვილები სასწავლებლად ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში გააგზავნონ. ამ ქვეყანაში ეს გავლენას ახდენს ცხოვრებაზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ამან არ უნდა იმოქმედოს ზოგადად მხარდაჭერაზე, რადგან, პირიქით, საქართველოს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ვფიქრობ, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ძალიან ყურადღებით დაკვირვება. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება“, – განაცხადა საბანაძემ, რომელიც ამჟამად, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველია საგარეო მიმართულებით.

არაგველი641 Пошла ты ........!
5 თვის უკან