სამივე განცხადება შინაარსობრივად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მესიჯია, დღემდე ვერ მოხერხდა გარეთ ხალხის კრიტიკული მასის გამოყვანა, ამიტომ დასავლეთიცა და ქართული ოპოზიციური სპექტრიც ცდილობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდება და ამ მოტივით მოხდება ხელისუფლების შეცვლა რომელიც ეროვნული პოლიტიკის გამო მიუღებელი გახდა მათთვის, - ასე აფასებს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, აშშ-ის კონგრესში ნატალია საბანაძის, ვანო ჩხიკვაძის და უილიამ კორტნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, უილიამ კორტნიმ ღიად გააჟღერა ამერიკის მზაობა მოქმედი ხელისუფლება ჩაანაცვლონ მათ მხარეს მოასპარეზე ოპოზიციური სპექტრით, ხოლო, საბანაძის და ჩხიკვაძის მოხსენება ქართული სახელმწიფოსადმი გაფორმებული მოღალატეობრივი აქტი იყო.
"ჰელსინკის კომისიამ“ ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი".
აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი.
ივანე ჩხიკვაძის მოღალატეობრივი განაცხადებით ქართველი ხალხის არჩევანი, რომ - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის“პოლიტიკური მიკერძოების მაღალი ხარისხი და ბოროტი სპეკულაციაა.
ნატალი საბანაძის განცხადება, რომ "საქართველოს მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად რაცხავს კრიტიკულ ხმებს" შინაარს მოკლებული მავანთა მიერ დაკვეთილი პოლიტიკური
შინაარსია.
პირდაპირ დაკვეთილი გზავნილი გააჟღერა უილიამ კორტნიმ. მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს.
ამერიკამ შეიძლება ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.
სამივე განცხადება შინაარსობრივად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მესიჯია, დღემდე ვერ მოხერხდა გარეთ ხალხის კრიტიკული მასის გამოყვანა, ამიტომ დასავლეთიცა და ქართული ოპოზიციური სპექტრიც ცდილობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდება და ამ მოტივით მოხდება ხელისუფლების შეცვლა რომელიც ეროვნული პოლიტიკის გამო მიუღებელი გახდა მათთვის.
უილიამ კორტნიმ ღიად, დაუფარავად გააჟღერა ამერიკის მზაობა მოქმედი ხელისუფლება ჩაანაცვლონ მათ მხარეს მოასპარეზე ოპოზიციური სპექტრით.
ორი ქართველის, ნატალი საბანაძის და ივანე ჩხიკვაძის მოხსენება იყო ქართული სახელმწიფოსადმი გაფორმებული მოღალატეობრივი აქტი.
ღია აღიარებითა და ფაქტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილია ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია და პოლიტიკური ასპარეზი დასავლეთიდან დაეთმობა მას, ვინც, ამ დავალებას შეასრულებს და ხელისუფლებას შეცვლის, მაგრამ რატომღაც ამ ძალებს ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი და მოქმედი ხელისუფლება რთული შესათრევია ამ პროცესში მით უფრო მაშინ როცა უკრაინის მძიმე გამოცდილება ფონად გასდევს საქართველოში დავალებული ომის აჩრდილს." - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.