„ამერიკაში, დიდი ალბათობით, ტრამპი დაბრუნდება, ახალ ადმინისტრაციას მოუწევს საქართველოსთან თანამშრომლობა და ვისთან უნდა ითანამშრომლოს, თუკი ქართველი ჩინოვნიკები დასანქცირებულები იქნებიან?!“

„ამერიკაში, დიდი ალბათობით, ტრამპი დაბრუნდება, ახალ ადმინისტრაციას მოუწევს საქართველოსთან თანამშრომლობა და ვისთან უნდა ითანამშრომლოს, თუკი ქართველი ჩინოვნიკები დასანქცირებულები იქნებიან?!“

ოპოზიცია და ოპოზიციური მედია მიუხედავად იმისა, რომ აგრძელებენ სანქციების თემით სპეკულირებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ საქართველოში კონკრეტული პირების მიმართ სანქციები დაწესებული არ არის, თუმცა, უკვე შემუშავებულია სანქციების ახალი პოლიტიკა. ოპოზიციაში კი მაინც ჯიუტად იმეორებენ, რომ თითქოს „ოცნების“ დეპუტატებს მეილზე სავიზო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მიუვიდათ. 

მეთიუ მილერის განცახდება სახელისუფლებო გუნდისთვის პასუხია იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა სანქციებთან დაკავშირებით გაავრცელა. „ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ უნდა მიმართოს შეერთებულმა შტატებმა სანქციებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პარტნიორებისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო ერთ არგუმენტიც კი არ მოუსმენიათ.

სანქციებზე საუბარი არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე, ასევე, არასერიოზულად აღიქვამს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას სიცრუეს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, კანონის დამტკიცების გამო, პოლიტიკოსებისთვის შეზღუდვის დაწესება.

მეთიუ მილერის განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მმართველი გუნდის გარკვეულმა ნაწილმა სავიზო შეზღუდვებზე შეტყობინებები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ კრიტიკა შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ ისმის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორედ დააინიცირა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გამორიცხული არ არის ამერიკელები სანქციების დაწესებაზე მართლა ფიქრობდნენ, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ისინი ფრთხილობდნენ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას. მამრაძე ამბობს, რომ მოსამართლეების დასანქცირებასაც არავინ ელოდა, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„სანქციები ხორციელდა მაშინ, როდესაც ამის მტკიცებულებები რეალურად არსებობს. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება და ფაქტებით ხელმძღვანელობს, სანქციების შემთხვევაშიც ასე ხდება. თუმცა ამერიკელებმა მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით სრულიად აბსურდული მიზეზი მოიყვანეს და არ ქონიათ არანაირი მტკიცებულება იმის, თუ რატომ იყო ასეთი ზომების მიღება საჭირო. ამერიკაში და დასავლეთში ახლა რაც ხდება, ეს არის ლიბერალიზმის სიკვდილი.

ეს შეუძლებელი იყო წლების წინ და საკუთარ თავზე ამერიკაში მსგავს ლაფს არავინ დაისხამდა, თუმცა ახლა ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. როცა გეუბნებიან, რომ არ წამიკითხავს კანონი და არც წავიკითხავ, რუსულია და ა.შ. ამის მერე რა შეიძლება ადამიანს გაუკვირდეს. „ოცნების“ დეპუტატები უნდა დაასანქცირონ იმის გამო, რომ ამერიკელების კრიტიკა გაბედეს? აბა, სხვა რა არგუმენტი შეიძლება მოიყვანონ მართლა არ ვიცი. კანონი კიდევ ამაზე მკაცრი „ფარას“ სახით თავად აქვთ. არ გამოვრიცხავ, არიან დასავლეთშიც პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფიქრობენ ჯერ კიდევ დაასანქცირონ თუ არა ქართველი დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები. შესაძლოა მაინც ფრთხილობენ და არ სურთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღონ“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ამერიკელები ხედავენ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განწყობებს. მამრაძე ამბობს, რომ „ოცნების“ მხარდასაჭერად 29 აპრილს და 17 მაისს, არცთუ ცოტა ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული.

„ამერიკელები ხედავენ, რომ „ოცნებას“ აქვს ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა და ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხუნტაა და ხალხი მის წინააღმდეგ დემოკრატიის გამო იბრძვის. საელჩოებში, როგორც წესი, არიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციას მშვენივრად სწავლობენ და აგზავნიან თავიანთ ქვეყნებში ინფორმაციას. ამიტომ, შესაძლოა, საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვოს და შეიძლება რაღაცებზე თავი შეიკავონ. ხედავენ რა რეალობას, ხვდებიან, რომ ამერიკის მიმართ ხალხის დამოკიდებუება იქნება უარყოფითი და ეს ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის კარგს არაფერს მოიტანს. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. იმედი მაქვს, მაგრამ გარანტია არაა, რომ ბოლომდე საღი აზრი გაიმარჯვებს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა დასანქცირებული დავით კეზერაშვილი ყოფილა, არადა ოპოზიციას ერთი სული აქვს მმართველი გუნდის დეპუტატების დასანქცირება მოხდეს. ამ მოტივით ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიაც უნდა დასანქცირდეს, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ის დამნაშავედ აღიარა და კრიმინალია.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მუდმივად გვესმის საუბარი სანქციებზე, მაგრამ ეს სანქციები არ ჩანს. ეს თემა კი ოპოზიციის მხრიდან არის ატაცებული და ამის გარშემო დიდ მოლოდინს ქმნიან.

„ეს არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გარკვეული შანტაჟის მცდელობა და ხელისუფლების დაშინება უნდათ. ერთი მხრივ ვისმენთ სახელმწიფო დეპარტამენტიდან განცახდებას, რომ სანქციები იქნება, მაგრამ სიები არ იქნება გამჟღავნებული, რაც ამ ყველაფერს ძალიან საეჭვოს ხდის. ასევე მეთიუ მილერმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის გამოცხადებული სანქციების პოლიტიკა და არა რეალურად სანქციები. ხოლო საუბარი იმაზე, ვის დაასანქცირებენ, არ არის. მეორე არის, რომ საქართველოში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. კრიტიკული მედია, ცდილობს ეს თემა რაც შეიძლება ზემოდ ამოწიოს. ამით, თითქოსდა ვიღაც შეაშინონ. სინამდვილეში, სიტუაციას რომ დავუფიქრდეთ, საქმე შემდეგშია, ეს კანონი ვიღაცებს არ მოეწონა და ამ ყველაფრის თავი ეს არის. თუმცა რა შეიძლება ადამიანის დასანქცირების მიზეზი გახდეს? ანუ დეპუტატები, რომლებიც თავისი ქვეყნის შიდა მომხარებისთვის კანონს იღებენ, ამის გამო კი ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრობაზე დებს თავს, გვემუქრება, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მივიღოთ ეს კანონი. მეორე, უფრო რეალურად რომ შევხედოთ იმას, თუ რა შეიძლება ხდებოდეს, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და როგორ არის იქ შიდა სისტემა მოწყობილი, იცის, რომ ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე არაა. ერთი არის, რომ სახელმწიფო მდივანი იძახის ამას, მაგრამ ამ ყველაფერს ტექნიკური აღსრულება უნდა. სისტემაში მუშაობენ ბიუროკრატები და ჩინოვნიკები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს მათთვის საქართველო. ამიტომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ის, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა, იგივე უნდოდეთ და ფიქრობდნენ ამერიკელი ჩინოვნიკები“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, ბლინკენი ხვალ ან ზეგ მაინც წავა თანამდებობიდან. ამერიკაში არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახალ ადმინისტრაციას მოუწევს საქართველოსთან თანამშრომლობა და ხომ წარმოუდგენელია, ვისთან უნდა ითანამშრომლოს, თუკი ქართველი ჩინოვნიკები ამერიკის მხრიდან დასანქცირებულები იქნებიან?!

ტაბალი ნოემბერში ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში,პრობლემაც გადაიჭრება.
5 თვის უკან
არაგველი641 ტაბალი - შენ ძმაო შეგშლია საიტი, გირჩევ წახვიდე შენს პრესა.გე-ზე. ამ საიტზე რეალურ ამბებზე საუბრობენ და რეალურ ოცნების მთავრობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლების სანატრელი და ძვირფასი მთავრობაა.
ძირს - ნაცბოზბანდა, ცოცხები, კასრები, კასტილიანი კაცი და სხვა.
რაც შეეხება ნოემბერს, მაგ თვიდან ნაცბოზბანდა დასამარდება!
5 თვის უკან
Aburjga Tasmanieli არაგველი641, ოქტომბერ ნოემბერში გაგანია მე-3 მსოფლიო ომი იქნება!
5 თვის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli ღმერთმა დაგვიფაროს!
5 თვის უკან