გია აბაშიძე ჩერგოლეიშვილის სტატუსზე: ამგვარი მავნებლური დღის წესრიგით მოქმედებენ უსამშობლო სექტანტები დასავლელ აქტორებთან ურთიერთობისას, ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ

გია აბაშიძე ჩერგოლეიშვილის სტატუსზე: ამგვარი მავნებლური დღის წესრიგით მოქმედებენ უსამშობლო სექტანტები დასავლელ აქტორებთან ურთიერთობისას, ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც ჩერგოლეოშვილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ნაბიჯის დაბლოკვაზე და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტაზე წერს. 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ, რეალობაში კი საკუთარი მუდმივი ლუზერობისგან გამწარებულნი, უბადრუკ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს წარმოადგენენ.

მისივე თქმით, ამგვარ 'პარტიუგებს', რომლებიც ვითომ დისტანცირდებიან სააკაშვილისგან, "ნაცებთან" ერთად ნულოვანი შანსი აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების.

“ამგვარი მავნებლური დღის წესრიგით მოქმედებენ უსამშობლო სექტანტები დასავლელ აქტორებთან ურთიერთობისას. ვითომ პროევროპული საბურველი აქვთ, რეალობაში კი საკუთარი მუდმივი ლუზერობისგან გამწარებულნი, უბადრუკ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს წარმოადგენენ.

კარგია ის, რომ ენა და კლავიატურა წინ უსწრებთ და ვერ მალავენ საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას. რასაკვირველია, ამგვარ 'პარტიუგებს', რომლებიც ვითომ დისტანცირდებიან სააკაშვილისგან, "ნაცებთან" ერთად ნულოვანი შანსი აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ეს თავადაც იციან, ვითომ ამხნევებენ მარგინალ ადეპტებს, სინამდვილეში კი ტოტალური უიმედობისგან, დროსა და რეალობაში გაქვავდნენ და თვითგაბანძების ძრავა კიდევ უფრო მოქოქეს.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.