გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს უმიზნებს.
„LGBTI თემის წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებას უკავშირდება“, - აღნიშნა მიხაელ როთმა.