„თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა კი ბატონო დაარეგულირონ, გააჯანსაღონ ურთიერთობა და ნდობის საკითხიც უფრო მაღლა აიწევს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ „მეგობარ ქვეყნებს“ ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო მაგალითები თავადვე შესთავაზეს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მხოლოდ იგნორია.
მისივე თქმით, NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა ჩაანაცვლა, რომელსაც იგივე მოთხოვნა - ტექნიკური მთავრობა აქვს.
„თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა, კი ბატონო დაარეგულირონ, გააჯანსაღონ ურთიერთობები და ნდობის საკითხიც უფრო მაღლა აიწევს. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო მაგალითებიც მოვუყვანეთ, ფაქტებიც დავუდეთ წინ, მაგრამ იგნორს გვიკეთებენ.
ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და არავინ დაიჯეროს, რომ ჩვენი გულისთვის ისე ვინმე რამეს გააკეთებს.
ჩვენ უკვე დიდი ხანია გავშიფრეთ მთელი პროცესი - მივაგენით ბუდეს. ახლა სალომეს ფანჩატურია მთავარი თემა. NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ჩაანაცვლა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს.
ეს ყველაფერი ასე რომ იქნებოდა დიდი ხნით ადრე ვიცოდით, ვსაუბრობდით კიდეც. ჩვენც გვყავს „მეგობრები“ იქ სადაც გეგმავენ ამ პროცესებს და გვაწვდიან ინფორმაციას,“ -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.