სიმართლე ურმით დადის, მაგრამ მაინც მოვა. ქართული საზოგადოებაც და ამერიკული ისტებლიშმენტიც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ და რა გზაც გვქონდა დეკლარირებული, იმ გზას მივყვებით ბოლომდე, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„თუ ჩვენ მოდელირებულ რეალობას გავყვებით, რომლის შექმნასაც ცდილობენ პარაზიტი, აშშ-ის გადასახედების გადამხდელთა ფულის ქურდი ქართული ენჯეოები, თუ მათ ნარატივს გავყვებით, ეს კრიტიკა, რომელიც დასავლეთიდან მოდის, ხელისშემშლელი იქნება, მაგრამ ეს ახალგაზრდები არ არიან შეზღუდულნი თავიანთი თვალსაწიერის გაფართოებაში. ისინი ამ კანონსაც წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ ხელისუფლება კურსის არანაირ შეცვლას არ აპირებს და მეთოდურად მივყვებით ამ კურსს.
გაიხსენეთ, რა გააკეთა იანუკოვიჩმა „მაიდანზე“? როდესაც ზღურბლზე იყო მისული უკრაინა - დასავლეთი თუ რუსეთი - მან პირდაპირ თქვა, რომ მიდის რუსეთისკენ და არ უნდა ევროკავშირი. რომელ ეტაპზე, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯი უკან ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართებით?
თუ ძალა აღმართს ხნავს, ეს მეგობრობა და პარტნიორობა არაა. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა დამასანქცირონ მე, ფიზიკური პირი, პოლიტიკოსი ან ქვეყანა, მაშინ როდესაც ჯერ კანონს არ უფუნქციონირებია. თუ კანონი შეზღუდავს და ეს გამჭვირვალობა დაანგრევს საქართველოში დემოკრატიას, ალაგმავს მიწისაგან პირისა „ენჯეოებს“, მაშინ გინდა დაგვასანქცირონ და გინდა დაგვხვრიტონ, მაგრამ ჩვენი კანონი არ ითვალისწინებს ამას, ბერკეტი არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ყველანაირი კრიტიკა, მათ შორის უსაფუძვლოც კი, მითუმეტეს ჩვენი ძალიან ძლიერი პარტნიორისგან და მეგობარი ერისგან, აზარალებს ნებისმიერ ხელისუფლებას და ქვეყანასაც. მაგრამ ეს დროებითია, იმიტომ რომ სიმართლე ურმით დადის, მაგრამ მაინც მოვა. ქართული საზოგადოებაც და ამერიკული ისტებლიშმენტიც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ და რა გზაც გვქონდა დეკლარირებული, იმ გზას მივყვებით ბოლომდე“, - აღნიშნა ოდიშარიამ.