ორბანი: თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დასავლური იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიას, მაშინ დადგება შედეგები რუსეთის ძლიერი რეაქციით

ორბანი: თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დასავლური იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიას, მაშინ დადგება შედეგები რუსეთის ძლიერი რეაქციით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა ახლა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს რომელი გზა აირჩიოს - კონფლიქტის იზოლირება და დიპლომატიური გზის პოვნა თუ ომში უფრო ღრმად ჩაბმა.

„თუ უკრაინას მივცემთ უფლებას [დასავლური იარაღით] დაარტყას რუსეთის ტერიტორიას, მაშინ დადგება შედეგები რუსეთის ძლიერი რეაქციით, ხოლო ნატოს ჩარევის რისკი ჩვენგან ერთ ნაბიჯში იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

გასულ კვირას უკრაინამ დაადასტურა, რომ შეზღუდული ნებართვა მიიღო რუსეთზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის.

თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არა მხოლოდ ხარკოვის ოლქის, არამედ სუმის ოლქის მოსაზღვრე ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.