საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შეასახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოთხოვნით 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით სულ შემოსულია 12 354 განცხადება, აქედან პასუხი გაეცა 11 945 განცხადებას, 409 განცხადება არის განხილვის სტადიაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის #42 ბრძანებულების მოთხოვნებს.
მიმდინარე წლის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი სასამართლოში არ გასაჩივრებულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებად განსაზღვრულია:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
2. სამინისტროს სისიტემაში მომსახურე ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასა და სხვა საფინანსო გასაცემლებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ;
3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J–1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი–შემდეგ პირთა მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით:
• პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები;
• სამინისტროს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები;
• საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე მოქმედი და ყოფილი სამოქალაქო პირები და საპეციალური წოდების მქონე პირები;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მართვის სამსახურების ხელმძღვანელები–შესაბამისი ქვედანაყოფების მქონე სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით.
2013 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.