მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია არის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, დღეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია კარგი სანახავი არ არის და საჭიროა, დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა.
„ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. ეს დაძაბული ველი, რაც დღეს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის და საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა, ეს უნდა იყოს მთავარი. თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა, არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპისთვის და ევროპელობისთვის და უნდა რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ. შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რიტორიკა უნდა შეიცვალონ. არჩევნებისთვის მოემზადონ და წყნარად იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები. პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. პარტიის იურისტის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პარტიის ოფისს თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით. ტყეშელაძის განმარტებით, ძალიან დიდი ეჭვია, რომ თავდამსხმელები გდდ-ს თანამშრომლები არიან, რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი სხვადასხვა ცივი იარაღით - შუბები, ქვები და ა.შ. რადგან უამრავი კამერაა, რა უნდა დადგენას - თუნდაც ერთი ადამიანის. დღემდე არც ერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით, როდესაც გამოძიება უნდა დაიწყოს ბანდიტური, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმით, რადგან ეს ჯგუფი არის წინასწარ შექმნილი.
ეს ადამიანები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ესენი გდდ-ს თანამშრომლები არიან, რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და შემსრულებლები“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების ბულინგი, რომლებმაც ხმა მისცეს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მეტიც, ოპოზიციის ორგანიზებით ახალგაზრდების ჯგუფი ორგანიზებულად მიდიოდა დეპუტატების საცხოვრებელ სახლთან და წითელი საღებავით ტოვებდნენ წარწერას - „აქ ცხოვრობს რუსეთის მონა“... დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე აგრესია წამოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს და საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი მოძალადეები აგრძელებენ ბულინგს როგორც დეპუტატების, ასევე მათი ოჯახის წევრების წინააღდეგ.
პარალმენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით: „სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველი აქტივისტის უკან - „ევროპის სახალხო პარტია“.
მაგალითად, დეპუტატი ვიქტორ სანიკიძის მიმართ განხორციელებული ბულინგის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი მისამართით განხორციელებულ ბულინგს, რომლის ამსახველი ვიდეო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თამთა შამათავამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება, როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი. მეორე, შედარებით ასაკიან ბატონთან ჩანაწერის მერეც გავაგრძელე საუბარი და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დავიშალეთ შეუთანხმებლად.
მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და შევთანხმდით, რომ ვერ შევთანხმდებოდით. რაც შეეხება ამ ორ ვიდეოს შორის მომხდარ ამბავს, შეგნებულად გამოვტოვებ, რადგან ეს სულ სხვა ამბავია და ჩემს მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ასევე ბავშვიან კაცს, ალბათ, ყოველთვის მოვერიდები, დანარჩენს კი ამ ხალხის გარეშე მოვიკითხავ…“, - წერს ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში.
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ის კანონი მიიღეს, რომელიც არის ეროვნული კანონი.
„ხდება ტელეფონებზე, დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე ლანძღვა, გინება, მუქარა. ნახეთ წარწერები და ვიდეოები, „84 ტყვია - 84 დეპუტატს კეფაში“ და ასეთი მსგავსი აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ის კანონი მიიღეს, რომელიც არის ეროვნული კანონი. ეს ორგანიზაციებიც, რომელთა წევრებიც 84 ტყვიას ამზადებენ 84 დეპუტატისთვის, ამერიკის დემოკრატიის ფონდიდან და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდიდან ფინანსდებიან.
სხვათა შორის, ეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთ შეხვედრაზე უთხრა ორივე ფონდის ხელმძღვანელს. სოროსის ფონდიდანაც, სამწუხაროდ, ასევე აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს ამაში მონაწილეობა მიღებული. არაერთხელ განვაცხადე, მათ შორის, ჩემმა კოლეგებმაც, რომ ასეთი ტიპის ანტიდემოკრატიულ პროცესებს უნდა დაუპირისპირონ სამართლებრივი ძალა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სახალხო პარტიაა ძირითადად , ნედი, იიდი, უიტსაიდი, სოროსი, მაკეინის ფონდი, ცალკეული საელჩოები ... მათი დაფინანსებულია ეს ყველაფერი და შედეგზე პასუხისმგებლობას არ აირებენ მოუწევთ აქედან აბარგება!
არც მათ არა აქვთ ჭკუა, თორემ რამდენი ფულიც არ უნდა მისცე პოლიტიკურ მეტრაკეებს ხაბეს, ჭჭ-ს, გვარამიას, მელიას სააკაშვილს, ხაზარაძეს, ჩახდილს ან პოლიტიკურ მინეშიცებს სამადაშვილს, წითლიძეს, დეკანოიძეს, ნაცვლიშვილს, ხოშტარიას, აქუბარდიას, კორძაიას ... წყალში გადაყრილი არაა? ისინი ხომ ვერასდროს მოვლენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ამას თუ ვერ ხედავთ, კარგად გქონიათ საქმე